ავთო მესხი

ავთო მესხი (დაბ. 1946, თბილისი) ინტროვერტული პიროვნულობისა და მისი ტრაგიკული ცხოვრებიდან გამომდინარე, ქართველი და საერთაშორისო დამთვალიერებელი ნაკლებად იცნობს. ამიტომ, გამოფენა, პირადად ცნობილი, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართულ სახელოვნებო სივრცეში, რომელიც ერთი წლის წინ, Project ArtBeat-ის გალერეში ჩატარდა.

Gallery Artbeat-მა ქართველი მხატვარი აღმოაჩინა მაშინ, როდესაც ის 70 წლის იყო. ამ პერიოდში, მას უკვე დაკარგული ჰქონდა საცხოვრებელი სახლი, სადაც ის დედასთან ერთად ცხოვრობდა. ამის გამო მან სიცოცხლის ბოლო წლები რუსთავში, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. აღნიშნული დროისთვის, ავთო მესხის ნამუშევრების შესახებ მხოლოდ რამოდენიმე ადამიანმა იცოდა. მიუხედავად ამისა, მხატვარი მაინც ინარჩუნებდა პოზიტიურ დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ. მისი ინტროვერტული ცხოვრებიდან გამომდინარე, ის აქტიურად არ იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არასდროს საუბრობდა თავისი ნამუშვრების შესახებ, თითქოს მისთვის ყოველდღიური ცხოვრება ინტერესს მოკლებული იყო.

ავთო მესხი მხატვრობას ეუფლება ადრეული ასაკიდან და ესწრება ხელოვნების გაკვეთილებს. ამის შემდგომ, მესხი სწავლას განაგრძობს ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში - ქეთევან მაღალაშვილის ჯგუფში. მან სამხატვრო აკადემიაში ორჯერ სცადა ჩაბარება. მოგვინებით ამის შესახებ მხატვარმა განმარტა: ,,არ გამომდიოდა ისე ხატვა, როგორც ხალხს მოსწონდა. ვუხსნიდი, რომ მთა–მთა იყო და ქვემოთ რომ არაფერი ეხატა, ასე იყო საჭირო“ (photoessay.ge, 2016).
13–14 წლის ასაკში, მესხი ავთო ვარაზს უახლოვდება და სწორედ, მასთან ეცნობა უცხოურ ლიტერატურას თანამედროვე ხელოვნების შესახებ. ის ამბობდა, რომ ავთო ვარაზი მას ადარებდა ყველაზე გამოჩენილ ქართველ მხატვარს ნიკო ფიროსმანს, რომლის პერსონალური გამოფენა ალბერტინას მუზეუმში 2018 წელს გაიმართა. 1960–იან წლებში, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები არ არსებობს. ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები აწყობენ სალონურ შეხვედრებს, საუბრობენ ხელოვნებაზე, ერთად მუშაობენ. სავარაუდოდ, ამ დროს ეცნობა მხატვარი პიკასოს, მონდრიანის, მალევიჩისა და სხვა არტისტების შემოქმედებას. მესხი მეგობრობს თავის თანამედროვე მხატვრებთან, მაგრამ მისი ნამუშევრები ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა და სრულიად განსხვავდება საბჭოთა პერიოდის ნონკონფორმისტებისაგანაც კი. მხატვარი მამუკა ცეცხლაძე ილია კაბაკოვის შემოქმედებასთან ავლებს პარალელს.
„მე ვეფუძნები რეალიზმს, რეალობას და რეალურ არსებობას. მე ავსახავ სიცოცხლეს როგორსაც მას მე ვხედავ, არა ფიქციურად. თუმცა ხელოვნება არ არის რეალური, ის ტოვებს რეალურ სამყაროს". ( ვიდეო ინტერვიუ, ვატო წერეთელი, Artarea/TV2.0, 2012). საინტერესოა, რომ მესხის აბსტრაქტული ნამუშევრების უმეტესობას აქვს ძალიან კონკრეტული სახელწოდებები.

მხატვარს ქონდა ტრაგიკული ცხოვრება. რამდენადაც ცნობილია, მესხის დედა მენშევიკი იყო და გადაასახლეს. რა თქმა უნდა, მესხმა პოლიტიკური რეჟიმის მიმართ ინტესიური პროტესტი განიცადა და ჩამოყალიბდა როგორც ნონკომფორმისტი შემოქმედი. მან თავისი ცხოვრების ბოლო წლები უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. ბოლო წლების განმავლობაში ხელოვანმა შესძლო ექირავებინა ბინა თბილისში და გალერიის მხარდაჭერით ეცხოვრა შედარებით ნორმალურ პირობებში. 2016 წელს ხელოვანი ატოავარიაში, ტრაგიკულად იღუპება.