დავით მესხი

დავით მესხი (დ.1979, თბილისი) 2005 წელს მოიპოვა აკადემიური ხარისხი ფოტოგრაფიის განხრით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. კარიერის დასაწყისში ის მუშაობდა ფოტოგრაფად წამყვან ქართული კულტურული ჟურნალებისთვის და მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო საქართველოს ფოტოგრაფიის სახლის კოლექციაში. მესხის პირველი სოლო გამოფენის შემდგომ, ის გახდა დოკუმენტური ფილმის 'როდესაც დედამიწა მსუბუქია' თანარეჟისორი და ჯილდოს მფლობელი. ფილმი ეფუძნებოდა მის ფოტოგრაფიულ ნამუშვრებს. ხელოვანის ნამუშევრები გამოიფინა არაერთ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაზე, მათ შორის 2019 წელს Paris Photo-ში შედგა მისი პერსონალური პრეზენტაცია; ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში; ბრაუნსფელდერის საოჯახო კოლექცია - კიოლნი; Calvert 22 Foundation, ლონდონი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი; რობერტ კაპას თანამედროვე ფოტოგრაფიის ცენტრი, ბუდაპეშტი; კუნსტვერეინ ფრაიბურგში და მულჰაუსის ფოტოგრაფიის ბიენალეზე. დავით მესხი ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისსა და ბერლინში.