ნატო სირბილაძე

ნატო სირბილაძემ (დაბ. 1955, თბილისი) ხატვა 31 წლის ასაკში დაიწყო. ნახატები ძირითადად შესრულებულია ქაღალდზე, რამდენიმე ასეული ნამუშევარი გუაშითა და აკვარელით აქვს შექმნილი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა პედაგოგიურ ინსტიტუტში განაგრძო. სხვადასხვა დროს მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მართვის ინსტიტუტში, სკოლაში. სირბილაძე არის მხატვარი, რომელიც არასოდეს ყოფილა არც ერთი სახელოვნებო სკოლის ან ჯგუფის წევრი. იგი ასევე იშვიათად მოიხსენიება ადგილობრივი მხატვრული კონტექსტის ნარატივებში და დამოუკიდებლად აგრძელებს შემოქმედებით გზას. მისი რეპრეზენტაცია საჯარო სივრცეებში შემოიფარგლა რამდენიმე  ადგილობრივი და რამდენიმე ჯგუფური გამოფენით საზღვარგარეთ.