Art Cologne 2020
წარმოდგენილი ხელოვანები: თამარ ჩადუნელი, თამო ჯუღელი, ანნა კ.ე.
თამარ ჩადუნელი დაიბადა 1991 წელს, რუსთავში, საქართველო. 2013 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტი, ამავე წელს სწავლობდა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA-T). 2017 წელს დაიწყო სწავლა Staatliche Hochschule fur Bildende Kunste – Staedelschule, უილიამ დე რუიჯის კლასში. მიწვეული იყო რეზიდენციებში, 2016 წელს დიუსელდორფში (FKB), 2017 წელს კი უკრაინაში (Office for Art). ჯგუფ ‘block 21’-თან ერთად ის თავადვეა რუსთავში ხელოვანთა რეზიდენციის პროგრამის დამფუძნებელი, რომლის გახსნაც თბილისის ტრიენალეს ფარგლებში შედგა.
თამარ ჩადუნელი სახვითი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს: სკულპტურა, ფერწერა, გრაფიკა, ვიდეო არტი, ანიმაცია, ინსტალაცია. მისი ნამუშევრები შემოქმედებითი პროცესისა და ვიზუალური სამეტყველო საშუალებების ერთგვარი კვლევაა. მეხსიერებაში ჩარჩენილი არქიტექტურული კონსტრუქციებისა და მასობრივი პროდუქციის დიზაინის რეფერენსების გამოყენებით ის იკვლევს იმიჯის, როგორც პროდუქტის გავლენას ინდივიდის ჩამოყალიბებაზე.
ჩადუნელის უახლეს კოლაბორაციებში, ციფრული და ტექნოლოგიური განვითარება დაპირისპირებულია მუშაობის ტრადიციულ ტექნიკასთან, რაც საბოლოოდ პიროვნული მდგომარეობის გადააზრებას ემსახურება. მისი ნამუშევრები სვამს კითხვებს იდენტობის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან თავისებურებებზე, თუ როგორ გარდაიქმნება ისინი უფრო დიდი პოლიტიკური და კულტურული სტრუქტურების კუთვნილებად.
თამო ჯუღელი (დაბ. 1994) საქართველოში დაფუძნებული ახლგაზრდა ხელოვანია. 2013-17 წლებში ის სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკუტელტზე საქართველოს დავით აღმაშენებელი უნივერსტეტში და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყო ხატვა. მალე მისი მენტორი გახდა საერთაშორისოდ ცნობილი, ქართველი მხატვრი და მწერლი, გია ეძგვერაძე.
თამო ჯუღელი თავის შემოქმედებაში მთავარ მიზნად მიიჩნევს აითვისოს და გამოხატოს ვიზუალური ენით ელენ სიქსუს კონცეპტი - ‘L’écriture feminine', წარმოადგინოს ახალი ფემინური ვიტალობის გაერთიანებული სივრცე და სული მის ნახატებში. გეომეტრიული ფორმები და ფიგურები წარმოადგენენ მეტაფიზიკურ ნიშნებს და გარდაიქმნებიან სხვადასხვა ფეთქებად ტეხილ სივრცეებად, განსხვავებული პერსპექტივის მქონე სიბრტყეებად და სხვადასხვა ემოციურ შრეებად. დიდი ზომის ნამუშევრები შერეულ მედიუმში მათ შორის მრგვალი და ოვალური მოყვანილობის მცირე ფორმატის ტილოები მისი მთავარი მიზნის რეპრეზენტაციის მაგალითია.
მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:
2020 - 'Unnamed 2020', პერსონალური გამოფენა, გალერეა ართბითი, თბილისი, საქართველო; 2019 - NADA Miami, მაიამი, აშშ; The Institut für Alles Mögliche, არტისტული რეზიდენცია, ბერლინი, გერმანია; ‘Handler' - ჯონ რიფენჰოფი, გალერეა ართბითი, თბილისი, საქართველო; თბილისის ხელოვნების ბაზრობა, თბილისი, საქართველო; ‘You Know What?! I don't Have a Good Feeling about Cakes Around Here', გალერეა ართბითი, თბილისი, საქართველო; 2018 - არტ-ვილა გარიყულა, სახელოვნებო რეზიდენცია, გარიყულა, საქართველო; არქეტიპები, Art Up - Street Gallery, ბათუმი, საქართველო.
Anna K.E. was born in 1986 in Tbilisi, Georgia. K.E. attended the famous Vakhtang Chabukiani classical ballet school from 1995-2000, and in 2000 K.E. moved to Germany. In 2002 at 15 years old K.E. became one of the youngest students ever to attend the Staatliche Akademie der Bildenden Künste Stuttgart. In 2004, she moved on to one of the most respected art schools in Germany – the Kunstakademie Düsseldorf – where she received her diploma degree as well as Meisterschülertitel with professors Georg Herold and Christopher Williams in 2010.
During and after her studies Anna K.E. received numerous awards and prizes including the Rotary Club Scholarship 2007; the Audi Art Award 2008 for progressive performance; the ISCP artist residency 2009, NYC; and the Herbert Zapp prize for young art 2012. In 2010 after finishing her studies in Germany K.E. moved to New York to attend the ISCP International Studio & Curatorial Program, with the financial support by the German government (DAAD Scholarship; NRW Travelscholarship; Kunststiftung NRW). Since completing the program, K.E. lives and works in both NYC and Berlin.
Anna K.E. is represented by the New York based Simone Subal Gallery, and has had solo shows there in 2013, 2015 and 2018; and by the Berlin based Galerie Barbara Thumm with solo shows in 2013 and 2015. The galleries regularly exhibit her work at local and international art fairs including Frieze New York, Art Basel Miami, Armory New York, ARCO Madrid, LISTE Basel, and ZONAMACO Mexico, among others.
Anna K.E. had her first institutional solo show at the Queens Museum in 2017, and has also shown at institutions such as The Kitchen, NYC (2015); the Museum of Contemporary Art, Santa Barbara, CA (2015); the Museum of Contemporary Art, Atlanta, USA (2015); The Renaissance Society, Chicago, IL, USA (2012); and The III Moscow International Biennale for Young Art, Moscow, Russia (2012); Kunsthalle Recklinghausen, Germany (2011); Museum K21, Düsseldorf (2010); Cobra Museum, Amsterdam, The Netherlands (2009); and Kunstverein Ludwigshafen, Germany (2009).
In 2012 Hatje Cantz published Anna K.E.’s first monograph entitled “A well-to-do man is cruising in his fancy car when a small hen runs out on the road in front…”.