თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 2019
წარდგენილი არტისტები: ქეთი კაპანაძე, მაია ნავერიანი, გვანცა ჯიშკარიანი, მაია სუმბაძე, თამარ ჩადუნელი, თამო ჯუღელი, ნატა სოფრომაძე და სოფო ჩხიკვაძე
ფროჯექთ ართბითი მოხარულია, წარმოგიდგინოთ სხვადასხვა თაობის ქართველი არტისტების ჯგუფური გამოფენა 2019 წლის თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობისათვის, სადაც თავმოყრილია მრავალმხრივი შემოქმდებითი პრაქტიკა მხატვრობიდან, ფოტოგრაფიიდან, ფერწერიდან და ინსტალაციიდან. ქეთი კაპანაძე თავისი კონცეპტუალური ინსტალაციებითა და მაია ნავერიანი მისი ინტუიტიური ვიზუალური გამოსახულებებით იკვლევენ საკუთარ იდენტობას, როგორც ქალი არტისტები, როგორც საბჭოთა ასევე პოსტ-საბჭოთა საქართველოში. ვართ მოხარულები, წარმოგიდგინოთ პირველად ჩვენს სექციაში თვითნასწავლი აბსტრაქციონისტი მხატვარი თამო ჯუღელი და ნიუ იორკში დაფუძნებული ანა კ.ე., რომელმაც ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე ქართული პავილიონი წარადგინა. თამარ ჩადუნელის ორნამენტები აჩვენებენ ფორმებსა და მეხსიერებაში ჩარჩენილ მასობრივი პროდუქციის დიზაინსა და არქიტექტურულ კონსტრუქციებს. სოფო ჩხიკვაძის ორი პატარა პორტრეტი გამოიყურება როგორც მისტიკური ამონარიდები რეალური ცხოვრებიდან. ჯიშკარიანის გობელენი კი არის სიმბოლო იმისა თუ, როგორ გავლენას ახდენს ტრადიცია ჩვენს გემოვნებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ქეთი კაპანაძე დაიბადა 1962 წელს თბილისში. 1983 წლისთვის, სანამ ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო, ხელოვანს უკვე შექმნილი ქონდა თავისი პირველი კონცეპტუალური გრაფიკული და ფოტო ნამუშევრები. იგი საბჭოთა პერიოდის საქართველოს პირველი კონცეპტუალური არტისტია. იმ დროიდან მოყოლებული კაპანაძის ნამუშევრები Norton and Nancy Dodge-ის მუდმივ ექსპოზიციაშია. ასევე საბჭოთა კავშირის არაკომფორმისტული ხელოვნების კოლექციაში Jane Voorhees Zimmerli Art Museum-ში, აშშ.
1990 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა საზღვარგარეთ The Sheffield City Polytechnic, the CCA, Contemporary Art Center, Glasgow, the BAK Swiss Federal Foundation, Berne, და the IAAB Christoph Merian Stiftung, Basel - ის დაფინანსებით. 1997 წელს მიიღო „ღია საზოგადოება საქართველოს“ პირველი ჯილდო ფოტოგრაფიაში. 1998 წლიდან იყო ქართული ჟურნალის, „სიგნალის“ რედაქტორი.
2000 წელს არტისტი Baumann Stiftung-ის დახმარებით საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, როგორც მოწვეული პროფესორი Johannes Gutenberg University-ში, მაინცი, გერმანია. 2007 წელს მიიღო Cité des Arts-ის დაფინანსება პარიზში. მისი ნამუშევრები ევროპის ისეთ მნიშვნელოვან კოლექციებშია, როგორებიცაა Staatsgalerie State Stuttgart და the Museum Bochum.
არტისტი ცხოვრობს და მუშაობს ბონში, გერმანია.
მაია ნავერიანი 1985-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო მანამდე კი მხატვარ გია ეძგვერაძესთან. 1989 წლიდან საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მისი აქტიური პროფესიული კარიერა დაიწყო 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც Vordemberger Gildewart Foundation- ის საერთაშორისო კონკურსის (სადაც Annely Juda Fine Art-მა წარადგინა) ფერწერის პირველი პრიზი აიღო.
იმ დროდან მოყოლებული, მაია ნავერიანი აქტიურად იფინება დასავლეთის სხვადასხვა სამუზეუმო და კომერციულ სივრცეებში, მათ შორის Fordham Gallery, Danielle Arnaud Gallery, ლონდონი; Museum Wiesbaden, ვისბადენი; Neues Kunstforum, კიოლნი; Museum Bochum, ბოხუმი; Netwerk, Aalst, ალსტი; Cirius Art Centre, კორკი; Leonard Hutton Galleries, ნიუ იორკი; CoBra Museum, ამსტერდამი და ა. შ. ასევე 2004 – 2006 წლებში იღებს მონაწილეობას პერფორმანსებში გია ეძგვერაძის მიერ შექმნილი ჯგუფთან Everything is Alright ერთად, სხვადასხვა სამხატვრო ინსტიტუციებში, როგორებიცაა Neuer Berliner Kunstverein, ბერლინი, Museum Bohum, ბოხუმი და Museum Kunst Palatz, დუსელდორი. გერმანიაში მაია ნავერიანს წარმოადგენს Galerie Voss, დუსელდორფი.
არტისტი ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში.
ნატალია სოფრომაძე თბილისში მცხოვრები ქართველი ფოტოგრაფია. 2007 წელს დოკუმენტური ფოტოგრაფიის სკოლის ”სეპია” დასრულების შემდეგ, მან დაარსა საკუთარი ფოტო სტუდია ”ბინა”. 2009 წელს არსებულ პლათფორმაზე თავის მეგობრებთან ერთად აფუძნებს არაკომერციულ პირველ ონლაინ ჟურნალს ”Beat”, რომელიც ეხმიანება თანამედროვე ხელოვნებასა და ფოტოგრაფიას. ონლაინ გამოცემამ 2012 წლიდან ვიდეოფორმატის სახით ”Artarea”-ს ეთერში გადაინაცვლა. 2015 წლიდან, ხელოვანი ქართული ფოტო სააგენტოს ”ERROR IMAGES” თანადამფუძნებელი და წევრია.
ნატა სოფრომაძის ფოტო სერია „საფლავის ყვავილები“ წარმოადგენს სხვადასხვა წლებში აღბეჭდილი ვიზუალური გამოსახულებების ნაკრებს. არტისტმა მუშაობის პროცესში თავის ფოტოებში აღმოაჩინა იდენტური იმიჯების გამოვლინება: ყვავილები საფლავებზე, ფერფლისფერი თმა, სისხლის გუბეები მთის ზეიმებისას, დამჭკნარი მცენარეები, სასაფლაოები, გზის პირას დარჩენილი უსიცოცხლო ცხოველები... ისინი საერთო ნიშნით ერთიანდებიან, თითეული ფოტოგრაფიული გამოსახულება საუბრობს სიკვდილზე ადამიანის გარეშე. ასე დაიწყო სიკვდილის ვიზუალური კვლევა.
არტისტისთვის ფოტო ობიექტივში აღბეჭდილი რეალობა ერთის მხრივ ტრაგიკულია და ამავე დროს, სილამაზისა და მისტიურობის მატარებელი, სწორედ არსებული მახასიათებლები უნიკალურს ხდის ფოტოსერიას. სიკვდილის შეგროვება და თავმოყრა ხსენებულ ფორმაში იქცა ერთ დიდ მისტერიად.
მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:
2018 - გატეხილი ზღვა, თბილისი ფოტო ფესტივალი, თბილისი, საქართველო; 2018 - ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან, Project ArtBeat გალერეა, თბილისი, საქართველო; 2018 - რეალობის შიგნით და გარეთ: ფოტოგრაფიული გამოსახულება საქართველოში ბოლო სამი საუკუნის, თბილისი, საქართველო; 2017 - საიდუმლო ცხოვრება, თბილისი, საქართველო; 2012 - Photo off, პარიზი, საფრანგეთი; 2005 - მზიური ხელოვნების ფესტივალი, თბილისი, საქართველო.
მაია სუმბაძე მუშაობს სხვადასხვა მედიაში: ფერწერა, გრაფიკა, ვიდეო, ინსტალაცია, აუდიო, კომპიუტერული გრაფიკა. არტისტი ინსპირაციას იღებს ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩამეჭდილი სურათებიდან, გარემოში არსებული ფერებიდან, ფორმებიდან, განათებიდან, ბგერებიდან. მისი ინსპირაციის წყაროა ყოველდღიურობაში შექმნილი განსხვავებული ატმოსფერო, სხვადასხვა ხელოვნების ნაწარმოებები და სამუშაო მასალა, რომელიც თავად კარნახობს მხატვარს რა სახე მისცეს სურათს. მის ნამუშევრებს ხშირად ყავს უცნაური პერსონაჟები: გოგო, რომელსაც აქვს ფრთები და მექანიკური ძრავი, საბეჭდი მანქანა, თხელ ქაღალდზე დაკრული ბრჭყვიალა მძივები.
თამარ ჩადუნელი დაიბადა 1991 წელს, რუსთავში, საქართველო. 2013 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტი, ამავე წელს სწავლობდა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA-T). 2017 წელს დაიწყო სწავლა Staatliche Hochschule fur Bildende Kunste – Staedelschule, უილიამ დე რუიჯის კლასში. მიწვეული იყო რეზიდენციებში, 2016 წელს დიუსელდორფში (FKB), 2017 წელს კი უკრაინაში (Office for Art). ჯგუფ ‘block 21’-თან ერთად ის თავადვეა რუსთავში ხელოვანთა რეზიდენციის პროგრამის დამფუძნებელი, რომლის გახსნაც თბილისის ტრიენალეს ფარგლებში შედგა.
თამარ ჩადუნელი სახვითი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს: სკულპტურა, ფერწერა, გრაფიკა, ვიდეო არტი, ანიმაცია, ინსტალაცია. მისი ნამუშევრები შემოქმედებითი პროცესისა და ვიზუალური სამეტყველო საშუალებების ერთგვარი კვლევაა. მეხსიერებაში ჩარჩენილი არქიტექტურული კონსტრუქციებისა და მასობრივი პროდუქციის დიზაინის რეფერენსების გამოყენებით ის იკვლევს იმიჯის, როგორც პროდუქტის გავლენას ინდივიდის ჩამოყალიბებაზე.
ჩადუნელის უახლეს კოლაბორაციებში, ციფრული და ტექნოლოგიური განვითარება დაპირისპირებულია მუშაობის ტრადიციულ ტექნიკასთან, რაც საბოლოოდ პიროვნული მდგომარეობის გადააზრებას ემსახურება. მისი ნამუშევრები სვამს კითხვებს იდენტობის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან თავისებურებებზე, თუ როგორ გარდაიქმნება ისინი უფრო დიდი პოლიტიკური და კულტურული სტრუქტურების კუთვნილებად.
სოფო ჩხიკვაძე ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობს. მისი ნამუშევრები რეალური ცხოვრებიდან ან ფილმებიდან ამოჭრილ, გაშეშებულ კადრებს გავს. ზოგჯერ მისი პერსონაჟები უკაცრიელი ლანდშაფტის, უკიდეგანო მინდვრების ან ზღვის ფონზე არიან წარმოდგენილი, რასაც ერთგვარი მისტიკა, სიურეალისტური განწყობა შემოაქვს ნახატში. ჩხიკვაძის სურათებში ზოგჯერ ფიგურირებს ნიშნები, სიმბოლოები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სურათის ინტერპრეტაციისას.
გვანცა ჯიშკარიანი არის ქართველი ხელოვანი თბილისიდან. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გვანცამ გაიარა არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა ინკლუზიურ მედიაციაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. 2017 წელს დაჯილდოვდა წინანდლის პრემიით სახვით ხელოვნებაში.
არტისტი ძირითადად ინსტალაციის, სკულპტურის მედიებს იყენებს. მისი ნამუშევრები ძირითადად იმ პარადოქსზეა, რომელიც თავს იჩენს მართებულისა და არამართებულის, ძველისა და ახლის, ხელოვნებისა და დიზაინის კონკრეტული მნიშვნელობების ძიებისას.
ჯიშკარიანის ხელოვნება შთაგონებულია შემთხვევითობებითა და ინტუიციით. თითოულ ნამუშევარზე მუშაობას ის, მართალია, გარკვეული ჩანაფიქრით და იდეით იწყებს, მაგრამ უმეტესად არ აქვს წინასწარ მომზადებული ესკიზები. მას აინტერესებს, თუ როგორ ახდენს გავლენას ტრადიციები, თანამედროვე ცრურწმენები და კიჩური სახეები ყოველდღიურ ცხოვრებაზე; თუ როგორ იქმნება ემოციები, მოგონებები, შეხედულებები, პიროვნული თვისებები და საგნის სენტიმენტალური ღირებულება.
2014 წელს გვანცამ ათ ქართველ ქალ არტისტთან ერთად, ჩამოაყალიბა არტ-ჯგუფი „ახალი კოლექტივი“. 2017 -ში, ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელის ტერიტორიაზე დააარსა Patara Gallery, რომელიც წარმოადგენს ექსპერიმენტულ სივრცეს ახალგაზრდა მხატვრებისთვის, უარყოფილი ან ჯერ არ-ნახული ალტერნატიული ხელოვნების გამოსაფენად. 2018 წელს კი გახდა თბილისში Why Not Gallery -ს თანადამფუძნებელი.
თამო ჯუღელი (დაბ. 1994) საქართველოში დაფუძნებული ახლგაზრდა ხელოვანია. 2013-17 წლებში ის სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკუტელტზე საქართველოს დავით აღმაშენებელი უნივერსტეტში და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყო ხატვა. მალე მისი მენტორი გახდა საერთაშორისოდ ცნობილი, ქართველი მხატვრი და მწერლი, გია ეძგვერაძე.
თამო ჯუღელი თავის შემოქმედებაში მთავარ მიზნად მიიჩნევს აითვისოს და გამოხატოს ვიზუალური ენით ელენ სიქსუს კონცეპტი - ‘L’écriture feminine', წარმოადგინოს ახალი ფემინური ვიტალობის გაერთიანებული სივრცე და სული მის ნახატებში. გეომეტრიული ფორმები და ფიგურები წარმოადგენენ მეტაფიზიკურ ნიშნებს და გარდაიქმნებიან სხვადასხვა ფეთქებად ტეხილ სივრცეებად, განსხვავებული პერსპექტივის მქონე სიბრტყეებად და სხვადასხვა ემოციურ შრეებად. დიდი ზომის ნამუშევრები შერეულ მედიუმში მათ შორის მრგვალი და ოვალური მოყვანილობის მცირე ფორმატის ტილოები მისი მთავარი მიზნის რეპრეზენტაციის მაგალითია.
მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:
2019 - თბილისის ხელოვნების ბაზრობა, თბილისი, საქართველო; ‘You Know What?! I don't Have a Good Feeling about Cakes Around Here', გალერეა ართბითი, თბილისი, საქართველო; 2018 - არტ-ვილა გარიყულა, სახელოვნებო რეზიდენცია, გარიყულა, საქართველო; არქეტიპები, Art Up - Street Gallery, ბათუმი, საქართველო.