Contemporary Istanbul 2018
წარდგენილი ხელოვანები: მაკა ბატიაშვილი, ბესო უზნაძე, ირაკლი ბუგიანი, ლევან მინდიაშვილი და მაია სუმბაძე
მაკა ბატიაშვილი (დ. 1975, თბილისი, საქართველო)
მაკა ბატიაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1997 წელს დაამთავრა სახვითი ხელოვნების განხრით და მის მერე მუშაობს ზეთით ფერწერაში, გრაფიკის, ფოტოგრაფიისა და ფილმის სფეროში. მისი მხატვრული ნამუშევრები ასახავს ყოველდღიურ სცენებს. სიუჟეტის მიღმა ბატიაშვილი ეხება ეგზისტენციალურ საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლე და სიკვდილი. მის შემოქმედებაში ყოველდღიური ცხოვრება ემსგავსება სათამაშო მოედანს, სადაც სხვადასხვა სცენები თამაშდება. მარტივი ფიგურები და ინტენსიური ფერები ბატიაშვილის ფერწერაში ქართული და ევროპული ადრეული მოდერნისტული მხატვრობის ტენდენციებს იზიარებს. ბატიაშვილის შემოქმედება წარმოადგენს ტრადიციული და თანამედროვე მხატვრობის საინტერესო გადაკვეთას და ავითარებს ხატვის დამკვიდრებულ ტრადიციას პოპულარულს საქართველოში .
მაკა ბატიაშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო.
სოლო და ჯგუფური გამოფენები:
2018 Contemporary Istanbul, 017 Art Bienale Beijing, 2017 Exhibition of Drawings, Moving Gallery by Project ArtBeat, Tbilisi, Georgia, The Sunchild Film Festival in Yerevan, Armenia – “Force and Weakness”.The Washington Film Festival in Atlanta - “The Sorrowful Melodies of a Land filled with Sunshine”The Spectrum Gallery, London - an exhibition of paintings by Georgian artists.The Hobby Gallery in Tbilisi, Georgia – a joint exhibition of paintings.The Blumen Gallery, Leipzig - a solo exhibition 2015 – START Art Fair, Saatchi Gallery, London, UK; Playground, TBC Gallery, Tbilisi, Georgia; Exhibition of Georgian Painters, Contemporary Art Center, Tel Aviv, Israel; 2013 - Untitled, Arundel Gallery, Arundel, UK; 2012 - Untitled, Industrial Gallery, Ostrava, the Czech Republic; 2011 - Black and White, Tbilisi History Museum, Tbilisi, Georgia; 2008 - OFF EUROPA Festival, Leipzig, Germany; Photography Exhibition, National Museum, Atlanta, USA.
ბესო უზნაძე (დ. 1968, თბილისი, საქართველო)
უზნაძის 2015–17 წწ ნამუშევრების სერია ინსპირირებულია ყვავილების ბაღით, რომელშიც ხელოვანი შემთხვევით მოხვდა ერთ საღამოს და შედგება ციფრულად მოდიფიცირებული ფოტოგრაფისა და შერეული ტექნიკის ფერწერისაგან. ერთმანეთზე დადებული ნახევრად გამჭვირვალე გამოსახულებები, მკვეთრად შეცვლილი ფერთა ტონები, ინტენსიურად მიახლოებული კომპოზიციები ჯადოსნური ბაღის ასოციაციას იწვევს. ამავდროულად, ეს მომაჯადოებლად ლამაზი გამოსახულებები გაჟღენთილია მელანქოლიით. ნამუშევრებში იგრძნობა დანაკარგისა და უსიცოცხლობის ძლიერი განცდა, რაც დრამატულობას მატებს ნამუშევრებს.
უზნაძის ნამუშევრები, შთაგონებულია მისი პირადი გამოცდილებებით, რომლებიც შვებას ხელოვანის შემოქმედებაში პოულობენ. ხელოვანი საკუთარ მგრძნობელობას აძლევს საშუალებას, შექმნას ნამუშევრები, რომლებიც ასახავს ადამიანური ემოციურობის სპექტრს. გადაკვეთები, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებს იწვევს, სულისშემძვრელი მოულოდნელი შეხვედრები, და შემდეგ მოგონებები, რომლებიც ეფემერულ ხილვებად ილექება...
ჯილდოები და სტიპენდიები: 2008 British Journal of Photography საერთაშორისო ჯილდო, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2003 Ian Parry-ის სტიპენდია, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2003 Metro imaging კონკურსი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.
ბესო უზნაძე ცხოვრობს და მუშაობს ლონდონი, ინგლისში.
პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2016 START Art Fair, საატჩი გალერ, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი,. 2016 KONTAKTPHOTOS, შავი და თეთრი გალერეა, თბილისი, საქართველო; 2015 PULSE არტ ბაზრობაზე, ნიუ-იორკი, აშშ; 2015 Un Homme, Chapitre III, Galerie Hors-Champs, პარიზი, საფრანგეთი; 2014 Contemporary Istanbul არტ ბაზრობაზე, სტამბოლი, თურქეთი; 2014 არტისტერიუმი, თბილისი, საქართველო; 2011 თბილისი ფოტო ფესტივალი, თბილისი, საქართველო; 2011 Les Rencontres De La Photographie, არლი, საფრანგეთი; 2010 რტისტერიუმი, თბილისი, საქართველო; 2009 ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი, Palazzo delle Esposizioni, რომი, იტალია; 2008 Taylor-Wessing Photographic Competition, ეროვნული პორტრეტის გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2004 Schweppes Photographic Competition, ეროვნული პორტრეტის გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.
ირაკლი ბუგიანი (დ. 1980, თბილისი, საქართველო)
ირაკლი ბუგიანი ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობს, ასევე მიმართავს კოლაჟის ტექნიკას. სურათებისთვის იყენებს ძველ და ახალ ფოტოებს, სხვადასხვა ვიზუალურ ინფორმაციას, ტექსტებს იმ მოვლენების შესახებ, რაც მის გარშემო, რეალურ ცხოვრებაში - სოციალურ, სამეცნიერო, პოლიტიკურ სიტუაციებში ხდებოდა ან ხდება.
ბუგიანისთვის მნიშვნელოვანია თვითონ მუშაობის პროცესი და ამ პროცესის ხილვადობა ტილოებზე. იგი ზოგჯერ სპეციალურად ტოვებს ტილოზე მუშაობის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გაკეთებულ ფრაგმენტებს, თითქოს დაუმთავრებელია სურათები.
ლევან მინდიაშვილი (დ. 1979, თბილისი, საქართველო)
მინდიაშვილი გერმანიაში ჩამოყალიბდა როგორც არტისტი, სადაც ის მრავალი სხვადასხვა სახის ხელოვნების ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. საბოლოოდ კი, მინდიაშვილი ბუენოს აირესში გაემგზავრა, სადაც 2008 წელს ბუენოს აირესის ხელოვნების უნივერსტეტში დაიწყო მულტიდისციპლინარული სფეროს შესწავლა. მინდიაშვილის მულტიდისციპლინარული მიდგომა, არამხოლოდ მის შემოქმედებაში ჩანს, არამედ მის პროფესიულ მრავალფეროვნებაშიც. 2009 - 2012 წლებში ბუენოს აირესში, მინდიაშვილი გალერეა Laguanacazul - ის კურატორად და აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა.მინდიაშვილის სამხატვრო ინტერესი ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა მეხსიერება და იდენტობა. ეს საკითხები დღესაც აქტუალურია საქართველოსა და ზოგადად პოსტ-საბჭოთა ისტორიაში, სადაც 90-იანი წლების ე.წ. გარდამავალმა პერიოდმა თავისი ფატალური კვალი დატოვა ადგილობრივი კულტურის იდენტობაზე.
მინდიაშვილის შემოქმედებაში მეხსიერებისა და იდენტობის თემები პირველ რიგში თავს იჩენს სუბიექტური გამოცდილების გაზიარებიდან და სწორედ სუბიექტურის გავლით იძენს განოზოგადებულ სახეს. ისევე როგორც სუბიექტისა და ობიექტის დიქოტომიას, მინდიაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზღვარს პირადსა და საჯაროს შორის. ხელოვანის შერეული ტექნიკის ნამუშევრები, სადაც სუბიექტი/ობიექტის, პირადისა და საჯაროს დიქოტომიების კრიტიკული კვლევაა მოცემული, კვლავ ე.წ. პოსტ-საბჭოთა კრიზისის აქტუალურ საკითხებს გვახსენებს.
ლევან მინდიაშვილი ნიუ იორკში მუშაობს და ცხოვრობს, სადაც მას გალერეა The Lodge Gallery წარმოადგენს.
მაია სუმბაძე (დ. 1972, თბილისი, საქართველო)
მაია სუმბაძე მუშაობს სხვადასხვა მედიაში: ფერწერა, გრაფიკა, ვიდეო, ინსტალაცია, აუდიო, კომპიუტერული გრაფიკა. არტისტი ინსპირაციას იღებს ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩამეჭდილი სურათებიდან, გარემოში არსებული ფერებიდან, ფორმებიდან, განათებიდან, ბგერებიდან. მისი ინსპირაციის წყაროა ყოველდღიურობაში შექმნილი განსხვავებული ატმოსფერო, სხვადასხვა ხელოვნების ნაწარმოებები და სამუშაო მასალა, რომელიც თავად კარნახობს მხატვარს რა სახე მისცეს სურათს. მის ნამუშევრებს ხშირად ყავს უცნაური პერსონაჟები: გოგო, რომელსაც აქვს ფრთები და მექანიკური ძრავი, საბეჭდი მანქანა, თხელ ქაღალდზე დაკრული ბრჭყვიალა მძივები.