თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 2018
წარდგენილი ხელოვანები: ავთო მესხი, დავით მესხი, გიო სუმბაძე, ბესო უზნაძე და გვანცა ჯიშკარიანი
ავთო მესხი (დ.1946 - 2016, საქართველო)
ავთო მესხი 1946 წელს, თბილისში დაიბადა, ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისსა და რუსთავში. ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და ხატვის გაკვეთილებსაც ესწრებოდა. 1961 წელს, სწავლა ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, ქეთევან მაღალაშვილის კლასში განაგრძო. სამხატვრო აკადემიაში ორჯერ სცადა ჩაბარება.
პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
მესხი საბჭოთა პერიოდში ე.წ. „არაოფიციალურ“, ,,ანდერგრაუნდ“ ხელოვნებას აფარებს თავს, თუმცა, 1968 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის: მოსკოვსა (1974) და პეტერბურგში (1982). 1990 წლიდან მხატვართა კავშირის წევრია და ამავე წელს, მისი ნამუშევრები გერმანიის ქალაქ ბონში იფინება. თბილისში მესხის ნამუშევრები ხელოვნების მუშაკთა სახლში და ბაია გალერეაში იყო წარმოდგენილი. არჩილ დარჩიას ორგანიზებით კი რამდენჯერმე მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენა ძველ გალერეაში. 2012 წელს, მესხის ნამუშევრები ჯგუფურ ექსპოზიციაში Reframing the 80s, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოიფინა. 2018 წელს არტისტის პერსონალური გამოფენა, პირადად ცნობილი გალერეა Project ArtBeat-ის სივრცეში მოეწყო.მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში.
დავით მესხი (დ. 1979, თბილისი, საქართველო)
დავით მესხი ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. მაგისტრის ხარისხი ჰიდროეკოლოგიის სპეციალობით მოიპოვა, შემდეგ კი პროფესია შეიცვალა და ხელოვნებით დაინტერესდა. მან, ფოტო ჟურნალისტის სპეციალობით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დაამთავრა.
არტისტის კამერა, მუდმივად, სიცოცხლის ნიშნების ძიებაშია. მის ნამუშევრებში, ფოტოგრაფია არსებობის იდეალიზირების და ემოციების გაზიარების საშუალება ხდება. ნამუშევრების უმეტესობა ახალგაზრდობის დაფარულ შრეებს გვიჩვენებს. მესხის ინსპირაციის წყარო ბავშვები, მოზარდები და მათი თვითგამოხატვის ინდივიდუალური ფორმებია. ეს ნამუშევრები ფოტოგრაფიული გამოსახულებების ერთობლიობაა, რომლებიც არღვევენ დროის საზღვრებს. მესხი ასახავს ახალგაზრდა ადამიანებს, რომელთა სხეულები უარყოფენ გრავიტაციის უნივერსალურ ძალას.
მესხი, თავის ნამუშევრებში, ეგზისტენციალისტური მსოფლმხედველობის მიმდევარია. ფოტოები წარმოგვიდგენენ არტისტს, როგორც ინდივიდსა და როგორც- ფოტოხელოვანს. სევდა და მელანქოლია უპირისპირდება ოპტიმისტურ, სიცოცხლით სავსე პერსონაჟებს. ისინი ერთდროულად, იდეალურობისა და მელანქოლიის სიმბლოს წარმოადგენენ. ეს არის ის გზავნილი, რის გადმოცემასაც არტისტი თავის ნამუშევრებში ცდილობს.
2004 წლიდან მესხი, როგორც ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი, რამდენიმე ჟურნალთან თანამშრომლობს. 2011 წელს არტისტის სოლო გამოფენები მოეწყო: ავსტრიაში (Eternal Distance, Anika Handelt Galerie) და ბერლინში (Higher, Galerie Micky Schubert). მონაწილეობდა ასევე ჯგუფურ გამოფენებში: 2014 PhotoVisa-VI, ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი, კრასნოდარი, რუსეთი; 2013 არლის ფოტოფესტივალი, La Nuit de l’Année, არლი, საფრანგეთი; თბილისის ფოტოფესტივალი, თბილისი, საქართველო; 2012 Ich Ist Ein Anderer, Kunstverein Freiburg, ფრაიბურგი, გერმანია; 2011 Sunny Side Up, Margate Photo Festival, მარგეტი, დიდი ბრიტანეთი; Explications 1.2, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო; IMAGO, ლაიფციგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ლაიფციგი, გერმანია; Face to Face, Pobeda Gallery, მოსკოვი, რუსეთი; 2009 I Want a Print, თელ-ავივი, ისრაელი და სხვა.
გიო სუმბაძე (დაბ.1976, თბილისი, საქართველო)
გიო სუმბაძის არტისტული პრაქტიკა მოიცავს საქართველოს და მთელი პოსტსაბჭოთა რეგიონის საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის კვლევას. გამოფენაზე ნაჩვენები იყო რამდენიმე ნამუშევარი სუმბაძის ბოლო პერიოდის სერიიდან, რომელიც ქუთაისში ხატვის სკოლას და ტრადიციას და მასთან დაკავშირებულ არქიტექტურულ მემკვიდრეობას ეხება.
ნამუშევრები სერიიდან URB EX წარმოადგენს ყოფილი ციხის, სამხატვრო სკოლისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერს. სამივე ნაგებობა ქუთაისში მდებარეობს. სუმბაძე გვაჩვენებს პარალელებს ყოფილი პატიმრების მიერ შესრულებული ციხის კედლების არაფორმალურ მხატვრობას, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საბჭოთა პერიოდის დეკორსა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებს შორის.
სუმბაძე შლის საზღვრებს პირად და საზოგადო სივრცეებს შორის და იყენებს ფოტოგრაფიას, როგორც დოკუმენტაციის საშუალებას. ამ მედიის მეშვეობით იკვლევს რა სახეს ატარებს მხატვრობის ტრადიცია სამ სხვადასხვა ინსტიტუციაში.
პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2015 - URB EX, TBC გალერეა, Project ArtBeat მოძრავი გალერეა, ქუთაისი, საქართველო; 2014 – თავიდან, Hans Peter Zimmer Stiftung, დიუსელდორფი, გერმანია, 2013 - Kamikaze Loggia,საქართველოს პავილიონი, 55-ე ვენეციის ბიენალე, ვენეცია, იტალია; 2010 - გაყინული მომენტები, არქიტექტურა გვპასუხობს, ყოფილი ტრანსპორტის სამინისტროს შენობა, თბილისი, საქართველო; 2009 - Born In Georgia, CoBra Museum, ამსტერდამი, ნიდერლანდები.
ბესო უზნაძე (დ. 1968, თბილისი, საქართველო)
ფოტოგრაფი ბესო უზნაძე ძირითადად ფოტოპორტრეტებზე, რეპორტაჟებსა და სერიებზე მუშაობს. ინსპირაციას იღებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ჩვეულებრივი გრძნობებიდან და მოვლენებიდან, როგორიცაა: სევდა, ბედნიერება, სიყვარული, განშორება, სექსი, შიში და სიკვდილი. უზნაძის ნამუშევრებში დომინირებს პორტრეტები იმ ადამიანებისა, რომლებსაც ის ყოველდღიურად ხვდება. ამ ფოტოსურათებით იგი ყვება მათ ისტორიებს, ოცნებებსა და შიშებს. მისი ფოტოსერიებია: 2B, In The Mood for Love, Don’t Wake Me, Tbilisi Portraits, Georgians in UK, Broadway Market.
თავის ახალ ფოტო სერიაში უზნაძე ყვავილების გამოსახულებებსა და ბუნებრივი სამყაროს ესთეტიკას იყენებს. იგი აქცენტს აკეთებს ესთეტიკურად მიმზიდველ დეტალებზე და სხვადასხვა ტექნიკის კომბინირებით აერთიანებს მათ, რათა შექმნას ფანტაზია ფოტოხელოვნების, სკულპტურისა და ფერწერის საზღვარზე. ამ სურათების სხვადასხვა ნაწილები დაყოფილია და ფენა-ფენა თავსდება. ბევრი სურათი ერთიანდება ერთი გამოსახულების შესაქმნელად: ზოგიერთი ნაწილი დამალულია - დარჩენილია მხოლოდ ბუნდოვანი კვალი ფორმისა - ზოგი კი გამჭვირვალედაა ნაჩვენები სხვა სურათის შიგნით. თითოეული ნამუშევრის ენერგიასა და განწყობას დიდწილად განსაზღვრავს უზნაძის მიერ გამოყენებული ფერებით მდიდარი პალიტრა.
ამ გზით მაყურებელი ერთვება მომხიბლავ, ზოგჯერ ეგზოტიკურ, ზოგჯერ კი ბნელ სამყაროში. გამოსახულებები ერთიანია და ამავდროულად კომპლექსური და დეტალური, რაც მთლიანობაში თანმიმდევრულობისა და მთლიანობის შეგრძნებას ტოვებს.
ბესო უზნაძე ცხოვრობს და მუშაობს ლონდონი, ინგლისში.
ჯილდოები და სტიპენდიები:
2008 British Journal of Photography საერთაშორისო ჯილდო, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2003 Ian Parry-ის სტიპენდია, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2003 Metro imaging კონკურსი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.
პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2016 START Art Fair, საატჩი გალერ, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი,. 2016 KONTAKTPHOTOS, შავი და თეთრი გალერეა, თბილისი, საქართველო; 2015 PULSE არტ ბაზრობაზე, ნიუ-იორკი, აშშ; 2015 Un Homme, Chapitre III, Galerie Hors-Champs, პარიზი, საფრანგეთი; 2014 Contemporary Istanbul არტ ბაზრობაზე, სტამბოლი, თურქეთი; 2014 არტისტერიუმი, თბილისი, საქართველო; 2011 თბილისი ფოტო ფესტივალი, თბილისი, საქართველო; 2011 Les Rencontres De La Photographie, არლი, საფრანგეთი; 2010 რტისტერიუმი, თბილისი, საქართველო; 2009 ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი, Palazzo delle Esposizioni, რომი, იტალია; 2008 Taylor-Wessing Photographic Competition, ეროვნული პორტრეტის გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2004 Schweppes Photographic Competition, ეროვნული პორტრეტის გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.
გვანცა ჯიშკარიანი (დ. 1991, რუსთავი, საქართველო)
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გვანცამ გაიარა არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა ინკლუზიურ მედიაციაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. მან, ათ ქართველ ქალ არტისტთან ერთად, 2014 წელს ჩამოაყალიბა არტ-ჯგუფი „ახალი კოლექტივი“.
გვანცა ძირითადად ინსტალაციის, სკულპტურის მედიებს იყენებს. მისი ნამუშევრები ძირითადად იმ პარადოქსზეა, რომელიც თავს იჩენს მართებულისა და არამართებულის, ძველისა და ახლის, ხელოვნებისა და დიზაინის კონკრეტული მნიშვნელობების ძიებისას. ინსტალაციებში, ვიდეოებსა და სკულპტურებში გვანცა იყენებს კულტურული იდენტობის, უძველესი შეხედულებებს, პოპ-კულტურის ელემენტებს და საკუთარ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს.
გვანცას ხელოვნება შთაგონებულია შემთხვევითობებითა და ინტუიციით. თითოულ ნამუშევარზე მუშაობას ის, მართალია, გარკვეული ჩანაფიქრით და იდეით იწყებს, მაგრამ უმეტესად არ აქვს წინასწარ მომზადებული ესკიზები. მას აინტერესებს, თუ როგორ ახდენს გავლენას ტრადიციები, თანამედროვე ცრურწმენები და კიჩური სახეები ყოველდღიურ ცხოვრებაზე; თუ როგორ იქმნება ემოციები, მოგონებები, შეხედულებები, პიროვნული თვისებები და საგნის სენტიმენტალური ღირებულება.
ჯილდოები და სტიპენდიები:
2017 წინანდლის ჯილდო სახვით ხელოვნებაში, პირველი ადგილი; Transcultural ArtLab, იუსტი, გერმანია; Frauenkulturburo NRW e.V., დიუსელდორფი, გერმანია; 2016 Yarat, Contemporary Art Space, ბაქო, აზერბაიჯანი.
ჯგუფური და სოლო გამოფენები:
2018 არჩევანი, არადანი, გალერეა Project ArtBeat, თბილისი, საქართველო; 2017 შემთხვევები, გალერეა ნექტარი, თბილისი, საქართველო; Project ArtBeat ახალი საგამოფენო სივრცის გახსნა, თბილისი, საქართველო; ArtVerona, ვერონა, იტალია; თავიდან, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA), თბილისი, საქართველო; Avoiding the Thought of White Bears, Weltkunstzimmer, დიუსელდორფი, გერმანია; ჩახშობა პეპლის ეფექტით, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი, საქართველო; SAVANNA SAVAGE*, Project ArtBeat-ის მოძრავი გალერეა, ბათუმი, საქართველო; მომავალი მეხსიერება, ფესტინოვა, გარიყულა, საქართველო; პერსონალური სიყვარული, გალერეა ნექტარი, თბილისი, საქართველო; 2016 Witchcraft and Curiosity, A01, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ნეაპოლი, იტალია; Counterfait Goods, Yarat, ბაქო, აზერბაიჯანი; Monologue with Equipment, საგამოფენო სივრცე D.U.O., ვენა, ავსტრია; Advice to the Young, Laznia - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, გდანსკი, პოლონეთი; თბილისის მეორე ტრიენალე, რუსთავი, საქართველო; 2014 ალბომი, გალერეა ნექტარი, თბილისი, საქართველო; 2013 ხელოვნების წესები, პრეზიდენტის სასახლე, თბილისი, საქართველო; 10-დან 51-მდე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA), თბილისი, საქართველო;
Project ArtBeat ასევე წარმოდგენილი იქნება სახელოსნოების სექციაში მაკა ბატიაშვილის ნამუშევრებით.
მაკა ბატიაშვილი (დ. 1975, თბილისი, საქართველო)
მაკა ბატიაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1997 წელს დაამთავრა სახვითი ხელოვნების განხრით და მის მერე მუშაობს ზეთით ფერწერაში, გრაფიკის, ფოტოგრაფიისა და ფილმის სფეროში. მისი მხატვრული ნამუშევრები ასახავს ყოველდღიურ სცენებს. სიუჟეტის მიღმა ბატიაშვილი ეხება ეგზისტენციალურ საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლე და სიკვდილი. მის შემოქმედებაში ყოველდღიური ცხოვრება ემსგავსება სათამაშო მოედანს, სადაც სხვადასხვა სცენები თამაშდება. მარტივი ფიგურები და ინტენსიური ფერები ბატიაშვილის ფერწერაში ქართული და ევროპული ადრეული მოდერნისტული მხატვრობის ტენდენციებს იზიარებს. ბატიაშვილის შემოქმედება წარმოადგენს ტრადიციული და თანამედროვე მხატვრობის საინტერესო გადაკვეთას და ავითარებს ხატვის დამკვიდრებულ ტრადიციას პოპულარულს საქართველოში.
მაკა ბატიაშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო.
პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2015 – START Art Fair, საატჩი გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; სათამაშო მოედანი, TBC გალერეა, თბილისი, საქართველო; ქართველი მხატვრების გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თელ-ავივი, ისრაელი; 2013 - უსათაურო, არუნდელის გალერეა, არუნდელი, დიდი ბრიტანეთი; 2012 - უსათაურო, ინდუსტრიული გალერეა, ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა; 2011 - შავი და თეთრი, თბილისის ისტორიის მუზემი, თბილისი, საქართველო; 2008 - OFF EUROPA Festival, ლაიფციგი, გერმანია; ფოტოგრაფიის გამოფენა, ეროვნული მუზეუმი, ატლანტა, აშშ.