Art Dubai 2018
წარდგენილი ხელოვანები: კონსტანტინე მინდაძე და ლადო ფოჩხუა
კონსტანტინ მინდაძე (დ. 1977, თბილისი, საქართველო)
კონსტანტინ მინდაძე 1995-1999 წლებში სწავლობდა რითფელდის აკადემიაში. მისი შემოქმედება აკადემიაში შესრულებული ნამუშევრების განადგურებით დაიწყო. არის თემები, რომლებსაც იგი მუდმივად აანალიზებს. მსოფლიოს სინთეტური სტრუქტურა, გონებრივი და ბიოლოგიური რეაქციები, სიცოცხლის ციკლი და სიკვდილი, არსებობა და წარმავლობა, სიყვარული და დანაკარგი, განადგურება და ტრანსოფრმაცია, გლობალიზაცია და ტექნოლოგიები, შიში და რელიგიები, სტიმულირება და მეწვრილმანეობა, ისტორიული ფაქტები და უკუსვლის პროცესი-ეს ის ძირითადი თემებია, რომლებსაც მინდაძე ხშირად უბრუნდება. კონსტანტინე დაინტერესებულია საგნების და მოვლენების ცვლილებებზე დაკვირვებით. მისი ნამუშევრები რეალური მოვლენების პარალელურად განიცდის ტრანსფორმაციას და სხვადასხვა სახეს იღებს. ბოლო რამდენიმე წელია არტისტი ძირითადად ინვაირონემენტ-ინსტალაციებს აკეთებს, რომლებიც ხანგრძლივი გამოფენების სახით არის წარმოდგენილი სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში.
კონსტანტინე მინდაძე ამსტერდამის არტისტების და კურატორების ასოციაცია ARTI-ის წევრია. საქართველოში იგი არის დამფუძვნებელი CAI-ის თანამედროვე ხელოვნების ინდუსტრია). არტისტი ცხოვრობს და მუშაობს ამსტერდამში და თბილისში.
მინდაძის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო 2005 წელს, მეორე საერთაშორისო ხელოვნების ყრილობაზე - Art Caucasus, 2007-ში; Art Gotham Gallery-ში, ნიუ-იორკში; 2008 წელს, Gallery Arti et Amicitae-ში, ამსტერდამში. 2001 წლიდან მისი სოლო გამოფენები იმართება თბილისისა და ამსტერდამის სხვადასხვა გალერეებში.
ლადო ფოჩხუა (დ. 1970, სოხუმი, საქართველო)
ლადო ფოჩხუა ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი არტისტია. ფოჩხუა დაიბადა საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს 1970 წელს, სოხუმში. 1993 წელს დაასრულა სწავლა სოხუმის სამხატვრო სკოლაში. 1992-93 წლებში სამხედრო კონფლიქტის შედეგად არტისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სოხუმი და სხვა ლტოლვილებთან ერთად თბილისის მახლობლად, წყნეთში დასახლდა. 2001 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერისა და ბეჭდური გრაფიკის მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ პერიოდულად ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყებში: საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და აშშ. ფოჩხუა წლების განმავლობაში ეუფლებოდა აკადემიურ ცოდნას, აინტერესებდა კლასიკოსი მხატვრების ხელწერა და გამოცდილება. მისი შემოქმედების სხავდასხვა პერიოდები ახალი ტექნიკებისა და მედიების ათვისებას დაეთმო. არტისტი ხელით ხატავს, მუშაობს კალმით და ტუშით ხშირად დიდ ფორმატზე. მისთვის საინტერესოა კლასიკური სახეების და ხელწერის ახალი ფორმატით რეპრეზენტაცია. არტისტის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო 2009 წელს პრაღის ბიენალეზე საქართველოს პავილიონში. მისი სოლო გამოფენა მოეწყო 2013 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში; ამავე წელს მისი ნამუშევრები გამოიფინა Brooklyn Box Gallery-ში, ნიუ იორკი; 2012 წელს სოლო გამოფენა მოეწყო თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2014 წელს წარმოდგენილი იყო დუბაის ხელოვნების ბაზრობაზე.