Contemporary Istanbul 2017
წარდგენილი ხელოვანები: მაკა ბატიაშვილი, ირაკლი ბუგიანი, გიორგი გაგოშიძე, ლევან მინდიაშვილი, მაია ნავერიანი, ნიკა სახამბერიძე, ლადო ფოჩხუა და მაია სუმბაძე
მაკა ბატიაშვილი (დ. 1975, თბილისი, საქართველო)
მაკა ბატიაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1997 წელს დაამთავრა სახვითი ხელოვნების განხრით და მის მერე მუშაობს ზეთით ფერწერაში, გრაფიკის, ფოტოგრაფიისა და ფილმის სფეროში. მისი მხატვრული ნამუშევრები ასახავს ყოველდღიურ სცენებს. სიუჟეტის მიღმა ბატიაშვილი ეხება ეგზისტენციალურ საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლე და სიკვდილი. მის შემოქმედებაში ყოველდღიური ცხოვრება ემსგავსება სათამაშო მოედანს, სადაც სხვადასხვა სცენები თამაშდება. მარტივი ფიგურები და ინტენსიური ფერები ბატიაშვილის ფერწერაში ქართული და ევროპული ადრეული მოდერნისტული მხატვრობის ტენდენციებს იზიარებს. ბატიაშვილის შემოქმედება წარმოადგენს ტრადიციული და თანამედროვე მხატვრობის საინტერესო გადაკვეთას და ავითარებს ხატვის დამკვიდრებულ ტრადიციას პოპულარულს საქართველოში .
მაკა ბატიაშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო.
ირაკლი ბუგიანი (დ. 1980, თბილისი, საქართველო)
ბუგიანმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2001 წელს დაასრულა სახვითი ხელოვნების განხრით. ამის შემდეგ მან სწავლა გააგრძელა ნატიფი ხელოვნების სკოლაში რუანში, საფრანგეთში და სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში კარლსრუეში, გერმანიაში. 2010 წელს მაგისტრის ხარისხი აიღო ხელოვნების ისტორიაში დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტში გერმანიაში.
ბუგიანი მუშაობს ფერწერასა და კოლაჟებზე. მის ნამუშევრებში ასახულია ადამიანებისგან დაცლილი არქიტექტურის ინტერიერი და ექსტერიერი. ტილოზე ზეთის უხეში მონასმებით შექმნილი აბსტრაქტული გამოსახულება ჯერ კიდევ დაუსრულებელი ნამუშევრის შთაბეჭდილებას ტოვებს. იმპრესიონისტული პეიზაჟები, ზღვის ხედები და ფერდაკარგული პორტრეტები ადამიანის მეხსიერების გამოგონილსა და ისტორიულ ფაქტებში მოგზაურობას ასახავენ. არჩეული თემა და სტილის კომბინაცია მშფოთვარე გაურკვევლობას ქმნიან.
ირაკლი ბუგიანი ცხოვრობს და მუშაობს დუსელდორფი, გერმანია.
გიორგი გაგოშიძე (დ. 1983, თბილისი, საქართველო)
გიორგი გაგოშიძის ძირითადი სამუშაო დარგია ფერწერა და გრაფიკა. მისი ნამუშევრები ინსპირირებულია მთიანი ლანდშაფტებით, იმ გარემოთი, რომელშიც იზრდებოდა მხატვარი. მას აქვს სერიები: „აბასთუმანი“, „სახელოსნოს ვერანდიდან“ სადაც გარემოს რეალური სახე განზოგადებულია და აბსტრაქციას უახლოვდება. ამჟამად არტისტი აბსტრაქციასა და პეიზაჟს შორის საზღვარს ხატავს. კონტრასტული ფერადოვანი ლაქები, სიბრტყისა და ხაზის მონაცვლეობით, აბსტრაქტულად, რიტმულად განლაგებული მომრგვალებული სიბრტყეები ხან მთებთან იწვევს მნახველში ასოციაციას, ხან უბრალოდ აბსტრაქტულ ფორმებად, ესთეტურ შეხამებად აღიქმება.
გიორგი გაგოშიძე ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო.
პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2016- "ბაია გალერეა", თბილისი, საქართველო; 2015- Inner Mountains, უჟუპისის არტ ინკუბატორი, გალერეა "გალერა", ვილნიუსი, ლიტვა; 2012 - გალერეა "ვერნისაჟი", თბილისი, საქართველო; 2010 - "ღია გალერეა", ფონდი ღია საზოგადეობა საქართველო, თბილისი, საქართველო; 2009 - გალერეა "ვერნისაჟი", თბილისი, საქართველო; 2007 - გალერეა " ვერნისაჟი", თბილისი, საქართველო.
პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2015 – START Art Fair, საატჩი გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; სათამაშო მოედანი, TBC გალერეა, თბილისი, საქართველო; ქართველი მხატვრების გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თელ-ავივი, ისრაელი; 2013 - უსათაურო, არუნდელის გალერეა, არუნდელი, დიდი ბრიტანეთი; 2012 - უსათაურო, ინდუსტრიული გალერეა, ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა; 2011 - შავი და თეთრი, თბილისის ისტორიის მუზემი, თბილისი, საქართველო; 2008 - OFF EUROPA Festival, ლაიფციგი, გერმანია; ფოტოგრაფიის გამოფენა, ეროვნული მუზეუმი, ატლანტა, აშშ.
ლევან მინდიაშვილი (დ. 1979, თბილისი, საქართველო)
მინდიაშვილის შემოქმედება ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა მეხსიერება და იდენტობა, აქტუალური საკითხები საქართველოს პოსტ-საბჭოთა კულტურისთვის, სადაც არტისტი დაიბადა. როგორც სუბიექტისა და ობიექტის დიქოტომიას, მინდიაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზღვარს პირადსა და საჯაროს შორის. ნამუშევრების სერია, წარმოდგენილი საზღვრებში, ფრაგმენტულად ასახავს დიალოგს ადამიანის ინტიმური ფიზიკური სივრცისა და ნიუ-იორკის გარეუბნის არქტექტურის ექსტერიერს შორის.
ლევან მინდიაშვილი ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში, აშშ.
პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2016 - (extra)ordinary, the Hollows, ნიუ-იორკი, აშშ; Aesthetics of Repair in Contemporary Georgia, Tartu Art Museum, ტარტუ, ესტონეთი, 2015 - Structures, The Manny Cantor Center, New York, USA; KIOSK, Odetta Gallery, ნიუ-იორკი, აშშ; Suites for Unintended Archeology, the Vazquez Building, ნიუ-იორკი, აშშ; 2015 - Heritage, RICHMIX ხელოვნების ცენტრი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2014 - Borderlines, the Lodge Gallery, ნიუ-იორკი, აშშ; 2014 - Crossing the Boundaries, AT388, როტერდამი, ნიდერლანდები; 2013 - ურბანული იდენტობები, Kunstraub99 Art Gallery, კელნი, გერმანია; 2011 - Movistar Arte Joven 2011, Borges კულტურული ცენტრი, ბუენოს აირესი, არგენტინა.
ნიკა სახანბერიძე (დ. 1981, თბილისი, საქართველო)
ნიკა სახანბერიძე, როგორც მხატვარი ყოველგვარი პროფესიული სწავლების გარეშე ჩამოყალიბდა თბილისში. 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, არტისტი მრავალ სოლო თუ ჯგუფურ გამოფენაში იღებდა მონაწილეობას თბილისსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ლონდონი, მონრეალი და სხვ. 2008 - 2010 წლებში ნიკა სახანბერიძე ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმიტის კოლეჯში სწავლობდა ხელოვნების ფაკულტეტზე.
ნიკა სახანბერიძის შემოქმედება უმეტესად ფერწერასა და შერეულ მედიაში შესრულებულ ქანდაკებას მოიცავს. მისი შემოქმედების გარკვეული ნაწილი სტრიტ-არტისა და ინტერაქციული ხელოვნების ნიშნების მატარებელიცაა. ნიკას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს "ჩუტყვავილა" - ხუთ ფურცლიანი ყვავილის ფორმის გასავრცელებელი სთიქერი. 2000-იანების ეს ცნობილი "ვირუსი" მოედო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გასცდა მის საზღვრებს და დღემდე აგრძელებს გავრცელებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. 2015 წელს Project ArtBeat-ისთვის არტისტის მიერ სპეციალურად შექმნილი ნამუშევრების სერია შერეული ტექნიკისა და აკრილის ფერწერას მოიცავს. აქ ხელოვანისათვის დამახასიათებელი ტენდენციები ერთობლივად იყრის თავს. ხელოვანის მთავარი მიზანია ფერწერის ტექნიკური ამოცანების ამოხსნა. ფერი, როგორც მისი ერთ-ერთი მთავარი მხატვრული ამოცანა, აქაც კვლავ მისი სახელოვნებო კვლევის ფოკუსად რჩება. ხელოვანი დაინტერესებულია ისეთი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, როგორიცაა ოკეანოლოგია, ენტომოლოგია და ბოტანიკა. მისი ინსპირაცია მოდის ზღვის არსებების, სხვადასხვა მინერალების, მცენარეების და მწერების ფერებიდან და მათი სინათლესა და სიბნელესთან ურთიერთობიდან. თავის შემოქმედებაში ხელოვანი იყენებს ისეთ ფერებს, როგორიცაა ფოსფორი და სხვა ფლუროცენტული ფერები. მისი აბსტრაქციები სიბნელეში ანათებს და ხასიათს იცვლის ულტრაიისფერი სხივის ინტენსიობის მიხედვით. ამგვარად ხელოვანი გვაცნობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გავრცელებულ ფერებს და ხელოვნების ჭრილში მათ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 2015 წელს ნიკა სახანბერიძის პერსონალური გალერეა გაიმართა Project ArtBeat-ის მოძრავ გალერეაში. ამავე წელს არტისტის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ხელოვანების საერთაშორისო გამოფენაზე პარიზში, საფრანგეთში
ნიკა სახანბერიძე ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში, ამერიკაში.
ლადო ფოჩხუა
ლადო ფოჩხუა ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი არტისტია. ფოჩხუა დაიბადა საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს 1970 წელს, სოხუმში. 1993 წელს დაასრულა სწავლა სოხუმის სამხატვრო სკოლაში. 1992-93 წლებში სამხედრო კონფლიქტის შედეგად არტისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სოხუმი და სხვა ლტოლვილებთან ერთად თბილისის მახლობლად, წყნეთში დასახლდა. 2001 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერისა და ბეჭდური გრაფიკის მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ პერიოდულად ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყებში: საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და აშშ. ფოჩხუა წლების განმავლობაში ეუფლებოდა აკადემიურ ცოდნას, აინტერესებდა კლასიკოსი მხატვრების ხელწერა და გამოცდილება. მისი შემოქმედების სხავდასხვა პერიოდები ახალი ტექნიკებისა და მედიების ათვისებას დაეთმო. არტისტი ხელით ხატავს, მუშაობს კალმით და ტუშით ხშირად დიდ ფორმატზე. მისთვის საინტერესოა კლასიკური სახეების და ხელწერის ახალი ფორმატით რეპრეზენტაცია. არტისტის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო 2009 წელს პრაღის ბიენალეზე საქართველოს პავილიონში. მისი სოლო გამოფენა მოეწყო 2013 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში; ამავე წელს მისი ნამუშევრები გამოიფინა Brooklyn Box Gallery-ში, ნიუ იორკი; 2012 წელს სოლო გამოფენა მოეწყო თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2014 წელს წარმოდგენილი იყო დუბაის ხელოვნების ბაზრობაზე.
მაია სუმბაძე (დ. 1972, თბილისი, საქართველო)
სუმბაძის ნამუშევრები გრაფიკული დიზაინის ტრადიციდან მოდის და ემყარება ხაზის მეტყველებას. საბჭოთა საქართველოში დაბადებული არტისტი ინსპირაციას იღებს საბჭოთა კავშირის პერიოდის უტილიტარული ნივთების დიზაინის და არქიტექტურის ესთეტიკიდან. „საზღვრები“ წარმოაჩენს ხელოვანის აკვარელის საღებავებით შესრულებულ ნამუშევრებს და ციფრულ პრინტებს. ნამუშევრებში სუმბაძის მეხსიერების ფრაგმენტები საბჭოთა კავშირში გატარებული ბავშვობიდან, მისი ფანტაზია და ახლანდელი დრო, როგორც პოსტ საბჭოთა რეალობა ერთადაა წარმოდგენილი. იშლება საზღვრები განცდილ რეალობასა და წარმოსახვას შორის და ამ გზით იქმნება სხვა შესაძლებელი რეალობა.
მაია სუმბაძე ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველოში.
პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2016 - მეხსიერება და უწყვეტობა, ჰუმა კაბაკცის კოლექცია, პერას მუზეუმი, სტამბოლი, თურქეთი; 2015 - თბილისის მეორე ტრიენალე, S.O.S. თვითორგანიზებული სისტემები, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი, საქართველო; 2014 - უთქმელი ისტორიები, ევროპის სახლი, თბილისი, საქართველო; 2013 - Pulsart Restart, სკიო, იტალია; 2013 - Take me Out, არტარეას გალერეა, თბილისი, საქართველო; 2012 - თამადას ტუტორიალი, Gallery Meet Factory, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა; 2011 - გზაზე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი, საქართველო; 2009 - დაბადებული საქართველოში, CoBra Museum, ამსტელვენი, ნიდერლანდები.
ბესო უზნაძე (დ. 1968, თბილისი, საქართველო)
უზნაძის 2015–17 წწ ნამუშევრების სერია ინსპირირებულია ყვავილების ბაღით, რომელშიც ხელოვანი შემთხვევით მოხვდა ერთ საღამოს და შედგება ციფრულად მოდიფიცირებული ფოტოგრაფისა და შერეული ტექნიკის ფერწერისაგან. ერთმანეთზე დადებული ნახევრად გამჭვირვალე გამოსახულებები, მკვეთრად შეცვლილი ფერთა ტონები, ინტენსიურად მიახლოებული კომპოზიციები ჯადოსნური ბაღის ასოციაციას იწვევს. ამავდროულად, ეს მომაჯადოებლად ლამაზი გამოსახულებები გაჟღენთილია მელანქოლიით. ნამუშევრებში იგრძნობა დანაკარგისა და უსიცოცხლობის ძლიერი განცდა, რაც დრამატულობას მატებს ნამუშევრებს.
წარმოდგენილი სერია, ისევე როგორც უზნაძის სხვა ნამუშევრები, შთაგონებულია მისი პირადი გამოცდილებებით, რომლებიც შვებას ხელოვანის შემოქმედებაში პოულობენ. ხელოვანი საკუთარ მგრძნობელობას აძლევს საშუალებას, შექმნას ნამუშევრები, რომლებიც ასახავს ადამიანური ემოციურობის სპექტრს. გადაკვეთები, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებს იწვევს, სულისშემძვრელი მოულოდნელი შეხვედრები, და შემდეგ მოგონებები, რომლებიც ეფემერულ ხილვებად ილექება...
ჯილდოები და სტიპენდიები:
2008 British Journal of Photography საერთაშორისო ჯილდო, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2003 Ian Parry-ის სტიპენდია, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2003 Metro imaging კონკურსი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.
ბესო უზნაძე ცხოვრობს და მუშაობს ლონდონი, ინგლისში.
პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2016 START Art Fair, საატჩი გალერ, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი,. 2016 KONTAKTPHOTOS, შავი და თეთრი გალერეა, თბილისი, საქართველო; 2015 PULSE არტ ბაზრობაზე, ნიუ-იორკი, აშშ; 2015 Un Homme, Chapitre III, Galerie Hors-Champs, პარიზი, საფრანგეთი; 2014 Contemporary Istanbul არტ ბაზრობაზე, სტამბოლი, თურქეთი; 2014 არტისტერიუმი, თბილისი, საქართველო; 2011 თბილისი ფოტო ფესტივალი, თბილისი, საქართველო; 2011 Les Rencontres De La Photographie, არლი, საფრანგეთი; 2010 რტისტერიუმი, თბილისი, საქართველო; 2009 ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი, Palazzo delle Esposizioni, რომი, იტალია; 2008 Taylor-Wessing Photographic Competition, ეროვნული პორტრეტის გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2004 Schweppes Photographic Competition, ეროვნული პორტრეტის გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.