Contemporary Istanbul 2014
წარდგენილი ხელოვანები: მაკა ბატიაშვილი, ირაკლი ბუგიანი, თეა გვეტაძე, ბესო უზნაძე და სოფო ჩხიკვაძე.
2014 წლის 12-15 ნოემბერს Contemporary Istanbul-ის მე-9 საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობამ უმასპინძლა Project ArtBeat-ის‘ლურჯ გამოფენას’. ლურჯი გამოფენა პირველი გამოფენა-გაყიდვაა, რომელიც Project ArtBeat-მა ინტერნაციონალურ ბაზარზე წარადგინა. გამოფენა ასევე პირველია CI-ის საერთაშორისო ბაზრობის ისტორიაში სადაც ქართველი ხელოვანები წარდგენილნი იყვნენ ქართული გალერეის სახელით.
ლურჯი გამოფენა ჯგუფური გამოფენის პირობითი სათაურია, სადაც შერჩეულ ნამუშევრებში ლურჯი ფერის სხვადასხვა ვარიაცია ჭარბობს. აქ წარმოდგენილი იყო ხუთი სხვადასხვა თაობის ხელოვანის ფერწერული, შერეული ტექნიკისა და ფოტო ნამუშევრები.
მაკა ბატიაშვილის, ირაკლი ბუგიანის, ბესო უზნაძისა და სოფო ჩხიკვაძის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ Project ArtBeat-ის საიტზე.
ლურჯი გამოფენა პრესაში:
https://www.artsy.net/post/huma-kabakci-1-my-highlights-from-contemporary-istanbul-2014
http://www.nzz.ch/feuilleton/kunsthandel-auktionen/eine-eigene-welt-1.18425098
http://news.artnet.com/market/will-contemporary-istanbul-win-turkeys-art-fair-fight-169329
http://artradarjournal.com/2014/11/14/turkeys-art-market-highlight-of-the-year-contemporary-istanbul-2014/?utm_source=rss&utm_medium=rss&utm_campaign=turkeys-art-market
highlight-of-the-year-contemporary-istanbul-2014
http://viaggi.repubblica.it/articolo/istanbul-un-weekend-techno-art/230754?ref=HRLV-20
წაიკითხეთ მეტი ჩვენს ბლოგზე.