ომის დღიურები
28 მაისი - 18 ივნისი, 2022
ომის დღიურები არის მულტიმედიური პროექტი, რომელიც აერთიანებს მხატვრებს და მუსიკოსებს, მსახიობებსა და მწერლებს, რომელიც მიზნად ისახავს სიტყვის გავრცელებას უკრაინიდან. ხელოვნების ღონისძიებების სხვადასხვა ფორმა, როგორიცაა გამოფენები, მუსიკალური ცხოვრება და ხელმისაწვდომი გამოხატვის სხვა ფორმები წარმოდგენილია სხვადასხვა ღონისძიებებით.
თბილისში, პროგრამა აერთიანებს Gallery Weekend-ს და ლაივ სტრიმინგს MUTANT Radio-ში უკრაინელ და ქართველ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ნიკა მაჩაიძე, ტუსია ბერიძე, რეზო კიკნაძე, ანუშკა ჩხეიძე, მაიკლ ბალოგი, ანტონ სლეპაკოვი, ანდრეი სოკოლოვი, ოლეგ შპუდეიკო და Junket.
პროექტში 13-მდე გალერეა და ხელოვნების დაწესებულებაა ჩართული. როგორიცაა ARTBEAT, 4710, E.A. საერთო სივრცე და ჟურნალი დანართი, WINDOW PROJECT, PROPAGANDA NETWORK, Posta da Kona & LC Queisser, THE WHY NOT გალერეა, Patara გალერეა, JIBU/TASO, MAUDI და LifeNStyle. ამ გალერეებში წარმოდგენილი არტისტები არიან Kinder Album, ტარას ბიჩკო, ნიკიტა კადანი, ალევტინა კახიძე, ჟანა კადიროვა, ივან საუტკინი, ლესია ხომენკო, ვლადისლავ კრასნოშჩოკი, დანილო მოვჩანი, მიხაილო სკოპი, სტანისლავ ოსტროუსი, დანიილ გალკინი, ვლადა რალკო და ოლექსანდრ შატოხინი.
პროგრამის თითქმის ყველა მონაწილე უკრაინაში რჩება. ამიტომ, ღონისძიების მიზანია შეაგროვოს დაფინანსება მათ მხარდასაჭერად ამ რთულ დროს.
თბილისის ნაწილი მხრადჭერილია შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველო, თიბისი ბანკი, აჭარა გრუპი და რადიო მუტანტი.
კინდერ ალბომი (დ.ბ. 1982 წელს) ცხოვრობს ლვოვში, უკრაინაში. ხელოვანი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით: ფერწერა, გრაფიკა, სთრით არტი, ფოტოგრაფია, ვიდეო მედიუმი და ინსტალაცია. კინდერ ალბომის გამოფენების ჩამონათვალში შედის „ხაფანგი“ (კოტორი) და „L á lbatros mon amour in Jujooceanija“ (მონტენეგრო). ორივე გამოფენა გაიმართა 2016 წელს, პინჩუკის არტ ცენტრის საგამოფენო სივრცეში (კიევი) და სოლო გამოფენა „ანამნეზი“ პიეკნო პანის გალერეაში (პოლონეთის ქალაქი ლუბლინი) 2015 წელს.
2012 წელს ფსევდონიმი „კინდერ ალბომი“ გაჩნდა ამავე სახელწოდების ვირტუალური ხელოვნების ნამუშევრიდან. ხელოვანი კინდერ ალბუმი აღწერს „პრიმიტიულ ნახატთა ინტენციონალურ კოლექციად, რომელშიც ის ამბებს ასახავს ისე, როგორც ბავშვი მოუყვებოდა ისტორიას ზრდასრულებს“. შიშველი სხეულები მნახველთა თვალებისთვის მოწყვლად მდგომარეობაში არიან, ხოლო მისი მთავარი სუბიექტებია სექსი და სიკვდილი -ცხოვრების დაუფარავი არსი.
ნიკიტა კადანი დაიაბადა კიევში 1982 წელს. მან დაასრულა ხელოვნების ნაციონალური აკადემია 2007 წელს, სადაც ის პროფესორ მიკოლა სტოროჟენკოსთან სწავლობდა მონუმენტური მხატვრობის ფაკულტეტზე. ნიკიტა კადანი მუშაობს სხვადასხვა მედიუმში: მხატვრობა, გრაფიკა და ინსტალაცია. ხშირად ის ინტერდისციპლინარულ კოლაბორაციებს აკეთებს არქიტექტორებთან, სოციოლოგებთან და ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან. ის ხელოვანთა ჯგუფის REP-ის (რევოლუციური ექსპერიმენტული სივრცე) წევრი და Hudrada-ს დამფუძნებელია (არტისტული კომიტეტი), რომელიც კურატორებს და კოლექტიურ აქტივისტებს აერთიანებს.
ბოლო ჯგუფური გამოფენებია: „წინააღმდეგობის წერტილები IV “, 2022; „უნარები ზიონსკირხეს მშვიდობისთვის“, ზიონსკირხეპლაცი, ბერლინი; ეს უკრაინაა: თავისუფლების დაცვა სკუოლა გრანდე დელა მიზერიკორდიაში, ვენეცია, პინჩუკ არტ ცენტრი, La Biennale di Venecia. 2021 წელი - მიძღვნა, ნაკვალევები და ტაქტიკები, კონსტჰალ კრისტიანშტადი; ბოტანიკა, ჯგუფური შოუ FIAC-ში 2021, გრანდ პალე ეფემერა, პარიზი; Das – Dingenen-ის კოლექცია CC Zwanenberg Heist-op-den-Berg; ხელოვნების აუქციონი, დევნილებისთვის 2021, ვარშავის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი; უკრაინა. განსხვავებული ხედვა მეზობლობაზე, საერთაშორისო კულტურული ცენტრი კრაკოვში; ღმერთების შემდეგ ბაღია, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ნახტომი და პოლტავის გრვიმეტრიკის ობსერვატორიის ბაღი, პოლტავა; ZW-არტი, ტრანზიტული გალერეა, მეჩელენში; Der Katalysator. იოზეფ ბოისი და დემოკრატია დღეს, მორბროიხის მუზეუმი, ლევერკუზენი.
ჟანა კადიროვა დაიბადა 1981 წელს უკრაინაში, კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში, სადაც ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს. მან დაამთავრა ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო სამხატვრო სკოლა და მიიღო კაზიმირ მალევიჩის მხატვრის ჯილდო. ასევე, სერგეი კურიოხინის სახელობის თანამედროვე ხელოვნების პრემია საჯარო ხელოვნებისთვის, კიევის სკულპტურის პროექტის გრან პრი (მთელი 2012), პინჩუკის ხელოვნების ცენტრის სპეციალური პრიზი (2011) და გახდა მთავარი პრიზის მფლობელი (2013). მისი ნამუშევრები იფინება მსოფლიო მასშტაბით, ახლახან გამოიფინა M17 თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, კიევი (2021), შანხაის საერთაშორისო სკულპტურის პროექტი JISP, შანხაი, უკრაინის ინსტიტუტი ნიუ-იორკში (2020). მან მონაწილეობა მიიღო ვენეციის 58-ე, 56-ე და 55-ე ბიენალეში, შესაბამისად 2019, 2015 და 2013 წლებში. კადიროვას ნამუშევრები იფინება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის Pompidou Center-სა და Palais de Tokyo-ში, პარიზი, Bureau for Cultural Translations, ლაიფციგი, Kunstraum Innsbruck, ავსტრია, ლუდვიგის მუზეუმი, ბუდაპეშტი, უკრაინის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი პოლონეთში და პინჩუკის ხელოვნების ცენტრი (2012, 2013) კიევში, სადაც მისი პირველი დიდი რეტროსპექტივა გაიმართება 2023 წელს.
სტანისლავ ოსტროუსი დაიბადა 1972 წელს ჟმერინკაში, უკრაინაში. 2001 წელს დაამთავრა ხერსონის ნაციონალურ-ტექნიკური უნივერსიტეტი, ხერსონში, უკრაინაში. დაამთავრა ურბანული ეკონომიკის ო. მ. ბეკეტოვის ნაციონალური უნივერსიტეტი ხარკოვში, უკრაინაში 2016 წელს. ფოტოგრაფობა დაიწყო 2012 წელს. ის არის UPHA-ს წევრი - უკრაინელების ფოტოგრაფიული ალტერნატივა. ასევე, ხელოვანი არის MYPH-ის წევრი. ფესტივალის “Batumi Photodays” წევრი (2016-2019). წარმოადგენდა PhotoCULT-ის შორთლისტს 2019 წელს. ამჯერად, ცხოვრობს და მუშაობს ხერსონში, უკრაინაში.
თუ გსურთ ხელოვანების მხრადაჭერა, შეგიძლიათ გამოყენოთ შემდეგი ანგარიში:
GE18TB7881136060100002
მოძრავი გალერეა
გთხოვთ, გადმორიცხვისას დანიშნულებაში მიუთითოთ ქველმოქმედება.