დავით მესხი - გააგრძელე ვარდნა; ნატა სოფრომაძე - სიკვდილის მაღაზია
გალერეა Project ArtBeat და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ორი გამოჩენილი ქართველი ფოტოგრაფის პერსონალურ გამოფენებს.
დავით მესხი - გააგრძელე ვარდნა
‘რთულია სიტყვებით გადმოსცე ის მომნუსხველი მომენტი, რომელიც ნახტომსა და ვარდნას შორის ვითარდება. ის ხანმოკლე განცდა სიმსუბუქისა, როდესაც სხეული აღწევს უმაღლეს წერტილს, მიმართულების შეცვლის წინ წამიერი გაჩერება და მიზიდულობის ძალა აბრუნებს მას უკან მიწაზე, ეს უკანასკნელი ნაბიჯი არასდროს ხდება ჩემს ფოტოგრაფიაში... მტვრიანი კოსმოსი ტანვარჯიშის ხალიჩაზე, მაგნიუმის ფხვნილი აბუნდოვნებს ყველაფერს.
მესხის ნამუშევრებში მჟღავნდება აბსტრაგირების მზარდი ხარისხი, რაც წარმოქმნის გარკვეულ სირთულეს - მნახველისთვის მიაკუთვნოს ფოტოგრაფიული მოტივები კონკრეტულ სივრცეს. ის ართმევს ფოტოგრაფიულ გამოსახულებას დოკუმენტალურ ხასიათს. ხელოვნური ლინზების გამოყენებით კი მესხის გამოსახულებები მისტიკური და არამატერიალური ბუნებისაა, როგორც ქმნილებები სხვა სამყაროდან. ნახევრად შიშველი, კარგად გაწვრთნილი სხეულები როგორც ჩანს ციდან ჩამოვარდნილები არიან.’
მესხის სახასიათო სურათები გამოფენაზე დაწყვილებულია არა მხოლოდ იმ ფოტო ნამუშევრებით, რომლებიც ასახავენ მის მცირე დროით სამხედრო სწავლების პროგრამას, არამედ შორი და ახლო ხედიდან გადაღებულ მზესა და მთვარეს, რომელთა თვისებები იპყრობს არტისტს, ისეთივე ხარისხით, როგორიც ადამიანის სხეულის მოძრაობაა. ისინი ძირითადად ავრცობენ სხეულის თემატიკას და ადამიანს ანიჭებენ ციური სხეულის სხვადასხვა მნიშვნელობებსა და თვისებებს.
‘ჩემი ბავშვობის პირველი სურათები; ხმები და შეგრძნებები, რომელთა შეგროვებაც ორ ადგილას დავიწყე: პირველი - ეს არის ძველი პატარა ბინა, თბილისის ულამაზეს ქალაქში, საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში და სპორტულ სკოლაში, სადაც მამაჩემთან ერთად ხშირად მიწევდა სიარული, სადაც გავიზარდე... მამაჩემი ტანვარჯიშის მწვრთნელი იყო, როგორც მისი მამა. ჩვენი საოჯახო ალბომების უმეტესობა ჰგავდა სახელოვნებო წიგნებს, სადაც თავმოყრილი იყო სხვადასხვა ფოტოები სპორტული შეჯიბებრებიდან... ჩემს გარშემო ყველაფერი სპორტის გავლენას განიცდიდა.
საბჭოთა სამყაროში ცხოვრება ეფუძნებოდა კოლექტივიზმს, არა ინდივიდუალურობას, სამხედრო სტილის თანასწორობასა და კონსერვატიულ პრინციპებს. სახლში არავინ საუბრობდა გულწრფელად, პირდაპირ არაკონვენციური იდეების შესახებ და ზოგადად, ყველაფერი საკმაოდ კარგად იყო გახმოვანებული ჩვენი ქვეყნის იდეოლოგიით გარდა ერთი საკითხისა: ჩემმა ოჯახმა იხილა განსხვავებული, აკრძალული სამყარო. ჩვენი ყავის მაგიდა განსხვავდებოდა სხვა ყველა დანარჩენი ერთგვაროვანი მაგიდებისგან, რომლებიც, ასევე ერთნაირ, იდენტურ საცხოვრებელ სახლებში იყვნენ განთავსებულნი...
გარდა ამ ყველაფრისა, ყოველდღიური გაზეთები ხანშიშესული ადამინების მოსაწყენი სურათებითა და ბედნიერი ქარხნის მუშები, შესაძლოა, თქვენ ყოველთვის შეამჩნიოთ მფრინავი ტანმოვარჯიშის ფიგურა სპორტული შეჯიბრებების ბროშურიდან, რომელიც მამაჩემმა ერთი შორეული ადგილიდან ჩამოიტანა და ასევე, ვირტუოზულად შექმნილი საბჭოთა კავშირის ფოტო ჟურნალები. ეს მფრინავი სპორტსმენი ჰგავდა სუპერ ძალის მქონე გმირს სხვა სამყაროდან - სამყაროს, რომელიც საბჭოთა კავშირის მიღმა იყო. ბროშურების ყურება ფუნქციონირებდა როგორც ჯადოსნური ადგილების გასაღები ან კარი.’ - დავით მესხი
ფოტოხელოვანი დავით მესხი 1979 წელს თბილისში დაიბადა. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. მაგისტრის ხარისხი ჰიდროეკოლოგიის სპეციალობით მოიპოვა, შემდეგ კი პროფესია შეიცვალა და ხელოვნებით დაინტერესდა. მან, ფოტო ჟურნალისტის სპეციალობით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დაამთავრა. 2004 წლიდან მესხი, როგორც ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი, რამდენიმე ჟურნალთან თანამშრომლობს. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქათველოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ისრაელში, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთში.
მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:
2018/19 - I DO SPEAK LANDSCAPE, Braunsfelder Family Collection, კიოლნი, გერმანია; 2018 - Lara protects me, Angewandte Kunst-ის მუზეუმი, ფრანკფურტი, გერმანია; 2018 - Post-Soviet Visions, Calvert 22 Foundation, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2017/18 - Boundaries / Youth Culture in Contemporary Photography, რობერტ კაფა; 2011 IMAGO, Museum of Contemporary Art Leipzig (GfZK), ლეიფციგი, გერმანია; 2011 - Explications 1.2, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო.
ნატა სოფრომაძე - სიკვდილის მაღაზია
სიკვდილი
ფოტოგრაფიულ გამოსახულებებში, რომლებსაც წლების განმავლობაში ვიღებდი, აღმოვაჩინე, რომ იდენტური იმიჯების გამოვლინებას ჰქონდა ადგილი: ყვავილები საფლავებზე, ფერფლისფერი თმა, სისხლის ტბები მთათა ზეიმის ჟამს, დამჭკნარი მცენარეები, სასაფლაოები, გზის პირას დარჩენილი უსიცოცხლო ცხოველები… მე დავინახე მათ შორის კავშირი. თითოეული ვიზუალური გამოსახულება საუბრობს სიკვდილზე, ადამიანის გარეშე.
ასე დავიწყე სიკვდილის კვლევა ფოტოგრაფიის დახმარებით.
მიუხედავად იმისა, რომ ფოტო ობიექტივში აღბეჭდილი რეალობა ტრაგიკული ხასიათისაა, ის ჩემთვის მშვენიერია და სწორედ ეს განუსაზღვრელი მისტიციზმი მიზიდავს ამ უჩვეულო სერიაში.
სიკვდილის შეგროვება და თავმოყრა ხსენებული ფორმით იქცა ერთ დიდ მისტერიად.
უკვდავები
ფოტო სერია ”უკვდავები“ წარმოადგენს ტრადიციული ქართული შავი გრანიტის საფლავის ქვაზე დაბეჭდილ ვიზუალურ გამოსახულებებს. მე გადავუღე სურათები ჩვეულებრივ, რიგით ადამიანებს, რომლებსაც ჩემი არტ პროექტის ფარგლებში მოდელის ფუნქცია მოვარგე და ქართველი დიზაინერების სამოსში გამოვაწყვე. სწორედ, ქართულმა სასაფლაოებმა შთამაგონა გამომეყენებინა ეს ძველი ტრადიცია და საფლავის პორტრეტები გარდამექმნა მოდურ იმიჯებად. საინტერესო იყო როგორ რეაგირებდნენ ადამინები, როდესაც ვთავაზობდი გამხდარიყვნენ საფლავის ქვის მოდელები. ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს. ჩვენ ვქმნიდით გამოსახულებებს უბრალოდ გართობისთვის, სიკვდილთან სათამაშოდ ან შესაძლოა მის დასამარცხებლადაც.
ნატა სოფრომაძე თბილისში მცხოვრები ქართველი ფოტოგრაფია. 2007 წელს დოკუმენტური ფოტოგრაფიის სკოლის ”სეპია” დასრულების შემდეგ, მან დაარსა საკუთარი ფოტო სტუდია ”ბინა”. 2009 წელს არსებულ პლათფორმაზე თავის მეგობრებთან ერთად აფუძნებს არაკომერციულ პირველ ონლაინ ჟურნალს ”Beat”, რომელიც ეხმიანება თანამედროვე ხელოვნებასა და ფოტოგრაფიას. ონლაინ გამოცემამ 2012 წლიდან ვიდეოფორმატის სახით ”Artarea”-ს ეთერში გადაინაცვლა. 2015 წლიდან, ხელოვანი ქართული ფოტო სააგენტოს ”ERROR IMAGES” თანადამფუძნებელი და წევრია.
მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები: 2018 - გატეხილი ზღვა, თბილისი ფოტო ფესტივალი, თბილისი, საქართველო; 2018 - ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან, Project ArtBeat გალერეა, თბილისი, საქართველო; 2018 - რეალობის შიგნით და გარეთ: ფოტოგრაფიული გამოსახულება საქართველოში ბოლო სამი საუკუნის, თბილისი, საქართველო; 2017 - საიდუმლო ცხოვრება, თბილისი, საქართველო; 2012 - Photo off, პარიზი, საფრანგეთი; 2005 - მზიური ხელოვნების ფესტივალი, თბილისი, საქართველო.
ფოტოები: გურამ კაპანაძე