ნინო საკანდელიძე - ‘რვა ტილო, ორი დღე'
ორბელიანის მოედანი, თბილისი, საქართველო
ართბითის მოძრავი გალერეა პროექტი ‘ქარავანის’ ფარგლებში წარმოგიდგენთ ნინო საკანდელიძის პერსონალურ გამოფენას, 'რვა ტილო, ორი დღე'.
Attack the canvas
Chance and happening
The canvas dictates
Like in life
It’s not so philosophical
Dialogue with canvas
Contrast and tension
Body marked with paint
Directing walk
Objects
Its closer to you
You interact with it
Morphology of space as a result of the painting
When it becomes 3d it becomes closer to us
რვა ტილო, ორი დღე
ეს არც ისე ფილოსოფიურია
ნახატზე მუშაობა გამთლიანების პროცესია, ხოლო მხატვარი ტილოსთან მუშაობისას პროვოკაციული დიალოგის ფორმით შედის. ეს დიალოგი, როგორც ყველა სხვა დიალოგი, ღიაა შემთხვევითობებისადმი, ფლუქტუაციებისადმი, კონტრასტისადმი და დაძაბულობისადმი; ზოგჯერ იგი მანიფესტირდება დაუნდობელ შეტევად ტილოზე და მხატვრის სხეულს საღებავის ნაკვალევი „ჭრილობებით“ტოვებს.
მოძრაობის მიმართულება, ნახატების ირგვლივ, როგორც სივრცეში არსებული ობიექტების შემოვლის მიმართულება ბადებს დაძაბულობისა და უშუალობის განცდას. ნახატებთან, როგორც სივრცის მორფოლოგიასთან ინტერაქცია მნახველისთვის დინამიური შეხვედრას ნიშნავს.
ტილოსთან მხატვრის კონფრონტაცია, ხოლო შემდეგ კი მნახველისა ტილოსთან ისეთივე ცხოვრებისეული მოვლენაა, როგორც დიალოგი. ეს არც ისე ფილოსოფიურია.
ნინო საკანდელიძე ქართველი ხელოვანი და დამოუკიდებელი კურატორია. იგი ყოველწლიური გამოფენის OXYGEN _ Tbilisi No Fair თანადამფუძნებელი და კურატორი გახლდათ. საკანდელიძეს მიღებული აქვს ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიის ხელოვნების მაგისტრის ხარისხი. იგი ფერწერას ასწავლიდა თავისუფალ უნივერსიტეტში. ნინი საკანდელიძის სოლო გამოფენები იმართება როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ. საკანდელიძეს მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. მისი კურატორობით საქართველოსა და ავსტრიაში მრავალი გამოფენა გაიმართა.
გამოფენა 25 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაგრძელდება.
სამუშაო საათები: 25-26 ივლისი, 1-2, 7-8 აგვისტო, 18:00-23:00