თამარ ჩადუნელი - The best social conditions are those under which it is possible to lose one’s identity.obj
ექსპო ჯორჯია, აკაკი წერეთლის გამზირი 118, თბილისი, საქართველო
თამარ ჩადუნელის ახალი ნამუშევრის სათაური პირდაპირი სახით არ ითარგმნება, რადგან ის წარმოადგენს ციფრული ფაილის სახელს. მისი შინაარსი ამბობს, რომ საუკეთესო სოციალური მდგომარეობა არის ის, რომელიც იძლევა იდენტობის დაკარგვის საშუალებას.
ხელოვანი ცენტრალური თაღოვანი კონსტრუქციითა და პერიფერიული ორგმინის ობიექტებით გარდაქმნის სივრცის არქიტექტურას და გვთავაზობს ახალი ხედვის კუთხეს. სადაც კიდევ ერთხელ იკვეთება მისი არტისტული ლექსიკა, კონკრეტული მასალების ერთ ფორმაში თანაარსებობის შესაძლებლობით. გამოსახულებები და ფორმები მოქნილად მოძრაობს ციფრული ტექნოლოგიებისა და ტრადიციული ფორმების ზღვარზე და მიგვითითებს კულტურის გენერირებად ხასიათზე.
თამარ ჩადუნელი დაიბადა 1991 წელს, რუსთავში, საქართველო. 2013 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტი, ამავე წელს სწავლობდა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA-T). 2017 წელს დაიწყო სწავლა Staatliche Hochschule fur Bildende Kunste – Staedelschule, უილიამ დე რუიჯის კლასში. მიწვეული იყო რეზიდენციებში, 2016 წელს დიუსელდორფში (FKB), 2017 წელს კი უკრაინაში (Office for Art). ჯგუფ ‘block 21’-თან ერთად ის თავადვეა რუსთავში ხელოვანთა რეზიდენციის პროგრამის დამფუძნებელი, რომლის გახსნაც თბილისის ტრიენალეს ფარგლებში შედგა.
თამარ ჩადუნელი სახვითი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს: სკულპტურა, ფერწერა, გრაფიკა, ვიდეო არტი, ანიმაცია, ინსტალაცია. მისი ნამუშევრები შემოქმედებითი პროცესისა და ვიზუალური სამეტყველო საშუალებების ერთგვარი კვლევაა. მეხსიერებაში ჩარჩენილი არქიტექტურული კონსტრუქციებისა და მასობრივი პროდუქციის დიზაინის რეფერენსების გამოყენებით ის იკვლევს იმიჯის, როგორც პროდუქტის გავლენას ინდივიდის ჩამოყალიბებაზე.
პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2018 Shots Across the Plane, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისი, საქართველო; One was Going Down the Road//Transitory Reflections, Dienstgebäude, ციურიხი, გერმანია; BAYWATCH, Kunstverein Ost, ბერლინი, გერმანია; არჩევანი, არადანი, Project ArtBeat, თბილისი, საქართველო; Apexart, Illegal Kosmonavtika, კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი, საგურამო, თბილისი, საქართველო; თავიდან, არტისტული დიალოგი საქართველოსა და გერმანიას შორის, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA), თბილისი, საქართველო; Amazing Perplexities, გალერეა Lavra, კიევი უკრაინა; FAR OFF, კელნი, გერმანია; Fair and fear in China- 2017, თბილისი, საქართველო; Spying Future, KKKC, კლაიპედა, ლიტვა; Endurance or Validity’ solo show, დიუსელდორფი, გერმანია; SOU ფესტივალი, ლაივ ვიდეო პერფორმანსი ანა ჩადუნელთან ერთად; თბილისი, საქართველო; 2015 თბილისის ტრიენალე, S.O.S. (self-organized system) თბილისი, რუსთავი, საქართველო; Advice to the Young, Laznia - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, გდანსკი, პოლონეთი; Spontaneous Frameworks, ლაიფციგი, გერმანია.