კონსტანტინე მინდაძე - გადაულახავი სივრცეების პირისპირ
"გადაულახავი სივრცეების პირისპირ" [აუდიო ვიზუალური ინსტალაცია სამ სივრცეში]
“ყველაფერი ცეცხლის ფესვებიდან აღმოცენდა, როგორც ორმაგი დაბადება – ნათელსა და ბნელში.” – იაკობ ბომე
სამი წლის წინ, ჩემი სოლო პროექტით, “სიცოცხლის ფორმები 2 – გადახრები”, ხშირი საჯარო წარდგენები დავასრულე. დიახ, უნდა ვაღიარო, რომ მიყვარს ყველაფერში საკმაოდ ღრმად ჩახედვა, ისე, რომ ყოველ ჯერზე დანის პირზე მიწევს გავლა, მაგრამ ზემოთ ხსენებული შედეგი გამოწვეული იყო შემაძრწუნებელი რეალური ფაქტითა და სხვისი ქმედებით აღძრული უნებლიე აზრებით, რომლებსაც ჩემი ოპტიმისტური ბუნება არ ეთანხმება. დიახ, სუიციდი ანტიმატერიაა, პარადოქსი, ბევრი ფილოსოფოსისა და მეცნიერთათვის ვისაც კი ოდესმე უცდია გამოეკვლია ამ არაკონფიგურირებადი, აბსურდული საკითხისთვის რაიმე გამართლების მცდელობები. შედეგად, ემოციურად სრულიად გამოვიფიტე და დროებით უარი ვთქვი გამოფენებზე. სულ მცირე, იმით მაინც ვიყავი კმაყოფილი, რომ ეს მძიმე პროექტი დამთავრდა. ამრიგად, რაიმე განსაკუთრებული გეგმის გარეშე, პირად ცხოვრებაში ჩავიძირე და დანარჩენ დროს მხოლოდ სტუდიაში ვატარებდი. სხვადასხვა სამეცნიერო თეორიებისა და ფაქტების კითხვამ უამრავი შეკითხვა და უთვალავი შესაძლო ვარაუდი აღმიძრა, რომლებიც არა მხოლოდ ირიბ ხელოვნურ ტრანსფორმაციებად ღირდა. სრულიად გაუცნობიერებლად, ახალი პროექტის შემუშავება დავიწყე, რასაც საკმაოდ დიდი დრო დაუთმე.
საკუთარ თავზე სიბრაზის განცდა, შესაძლოა ეს აღწერდეს ყველაზე კარგად იმას რამაც მიბიძგა არეულად ტილოების გადაჭიმვისა და შუაში გაგლეჯვისკენ. ბევრი მუქი შავი ფერის პიგმენტით ამოვსებული სხვადასხვა ზომის ხვრელები იქცნენ ესკიზებად. სკულპტურული ინსტალაცია “მწუხრის ვარსკვლავი”, რომელზეც აგებულია ძირითადი პროექტი, წარმოადგენს ჩანახატების ასეთი სერიის ერთ-ერთ პირველ რეალიზაციას. როგორც უკანა ფონის, ასევე თავად ფორმის არაარეკვლადი ზედაპირის გამო, ის დიდ, უსასრულო შავი ხვრელივით გამოიყურება, როდესაც წინიდან უყურებ. მესამე განზომილება მხოლოდ გვერდიდან ჩანს. სტატიკური სკულპტურის წინ გამჭვირვალე ჰოლოგრაფიულ ეკრანზე პროექტირებული ანიმაცია აგრეთვე მისი განუყოფელი ნაწილია. ძირითადი სივრცის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განთავსებულია რვაკუთხა დიპტიქი, როგორც შესასვლელი და გასასვლელი ნათელსა და ბნელში და პირიქით – მათ რუხი შკალის ყველაზე გრძელი გრადაცია აქვთ “პორტალის” სერიაში. კომპოზიციის მოპირდპირე კიდეში განთავსებული მუქი მინისა და ინდექსირებული ლედ ნათებისგან შექმნილი შვიდერთეულიანი კედლის სკულპტურა “ორღანი ს-3” ბგერის ტალღის ტრაექტორიით არის სინქრონიზირებული ღრმა კოსმიური სივრცის რეალურ ბგერასთან გაძლიერებული სიხშირით – როგორც ჩვენი სამყაროს ექსპანსიის მეტაფორა.
კიდევ არსებობს ორი დამატებითი სივრცე, რომლებიც განავრცობენ პროექტს – წინააღმდეგობრივად გამოაქვთ წინა პლანზე მრავალმნიშვნელოვნება. განსაკუთრებით, დიპტიქს “მე არ ვწუხვარ” – ჩემი აზრით, ეს უფრო მეტად განასახიერებს იდეას, რომ თვით გამოუსწორებელმა ათეისტმაც კი, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, შეიძლება, ქვეცნობიერად მოინანიოს (თუმცა, ეს ძალიან დელიკატური და პირადული საკითხია), შეუცნობადის ხათრით, მაგრამ მისი ეგო და მეტის შეცნობის მუდმივად პროგრესირებადი სურვილი ვერ იქნება გულუბრყვილო, ან, თუნდაც, ღრმა ფილოსოფიებზე, როგორც ერთადერთ მონოტონურ აზრზე, ან რომელიმე ინსტიტუციურ გაგებაზე დაფუძნებული. ამრიგად, ასეთ შემთხვევაში, “ქაოსი” ყოველთვის ძლიერდება და იხსნება მრავალფეროვნებისთვის. იმავე მესამე ადგილზე დგას რუხის შკალის პორტალი, რომელიც წარმოადგენს მეორე ვერსიას სეპია ტონალობის დამატებით და პირველისგან განსხვავებით მეტი სიღრმე გააჩნია და მცირე გრაფიკები საკუთარ თავზე სიბრაზისა და მის გადალახვის შესახებ.
პირველ სივრცეში, შესასვლელთან გვხვდება როგორც სამეცნიერო ფაქტების, ასევე ლიტერატურის მიერ შთაგონებული სხვადასხვა ნამუშევრები. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მინდოდა დამეხატა ძალიან შემაწუხებელი დიდი, თვალისმომჭრელი მზე, (როგორც ალბერტ კამიუს “უცნობშია” აღწერილი) – მე უფრო პატარა, მისი უფრო შორეული ვერსიაც შევქმენი. ისინი, თითქოს, დიპტიქივით გაერთიანდნენ და პირდაპირ ახმოვანებენ იოჰანე კეპლერის სიტყვებს – “მზის გარშემო ნებისმიერი ციური სხეულის ორბიტის ‘პერიოჰელიონი’ არის წერტილი, რომელშიც სხეული უახლოვდება მზეს. ის არის ‘აფელიონის’, ორბიტის იმ წერტილის საპირისპირო, რომელშიც ციური სხეული ყველაზე მეტად შორდება მზეს.”
ნამუშევრები, როგორებიცაა “მეთანი” და “ქლორინი”, ძირითადად, უკავშირდება ზოგიერთი ძირითადი ქიმიური ნივთიერებების აუცილებლობას ამგვარი შემთხვევითი სიცოცხლისათვის. დამკვირვებლისა და მკვლევარის გამოცდილებებს შორის სხვაობისაგან განსხვავებით, ჩემი არსებული ნამუშევარი “შავი სფერო” (რომელიც შექმნილია ნამდვილი მეტეორიტებისგან) მორგებულია შავ ტექსტურულ სიბრტყეზე, “შავ მორევზე”. ბოლო დროს, ბევრს ვფიქრობდი სივრცულ-დროზე, ფარდობითობასა და ჩვენს ინციდენტურ არსებობაზე და ოდესღაც ვიზუალურად წარმოვიდგინე ბნელი ენერგიისა და მატერიის შერწყმა მილიარდობით გალაქტიკასთან ცოცხალი ანატომიური ორგანიზმის სახით, როგორც მაკროკოსმოსისა და მიკროკოზმის უსასრულობა. ამრიგად, მეც შევქმენი ჩემი პატარა მოდელი – სკულპტურული ობიექტი, სახელად “უცნობი გენეტიკა”, ჩემი სისხლის ნიმუშებითა და დნმ-ით თვითნათებადი პოლიესტერის ფორმის შიგნით.
ექვსკუთხა სპექტრის ტრიპტიქი „დანარჩენი ყველა-ფერი შეგრძნებადია“ შექმნილია ზეთის საღებავის, ცვილისა და ქარვის ექსტრაქტისგან, ერთადერთი ნაშრომია, რომელშიც აკუმულირებულია ყველა ხილული ფერი – ყველა დანარჩენს ჩვენ მხოლოდ შევიგრძნობთ, ან, ვერც კი. მაგრამ ამჯერად უმეტესი ნაწილი რუხის ტონებშია, ირევა შავისა და თეთრის უკიდურესობებში, შეიძლება, იმისთვის, რომ ძნელად შესამჩნევის, თითქმის მიუწვდომლის შეგრძნება აღძრას და ხაზი გაუსვას შეუცნობადი განზომილებების უსასრულო გარემოცვას. ამ გზით მე ვუბრუნდები სიცოცხლეს.
კონსტანტინე მინდაძე © 2019
ფოტოები: ანგუს ლედლი ბრაუნი