artbeat_gallery
  • ჩვენს შესახებ
  • ხელოვანები
    თამარ ბოჭორიშვილი
    ირაკლი ბუგიანი
    ქეთი კაპანაძე
    ავთო მესხი
    დავით მესხი
    მაია ნავერიანი
    გიო სუმბაძე
    ბესო უზნაძე
    ნიკა ქუთათელაძე
    თამუნა ჭაბაშვილი
    მამუკა ჯაფარიძე
    თამო ჯუღელი
  • გამოფენები
    მიმდინარე
    წარსული
  • მოძრავი გალერეა
    წარსული
  • Off Site
    წარსული
  • ხელოვნების ბაზრობები
    წარსული
  • პრესა
  • კონტაქტი
EN / ქა
English / ქართულად
წინა შემდეგი
წარსული
წარსული
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
წინა შემდეგი

ლადო ფოჩხუა - წიგნი ახალი არისტოკრატიისთვის

ლადო ფოჩხუა ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი არტისტია. ფოჩხუა დაიბადა საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს 1970 წელს, სოხუმში. 1993 წელს დაასრულა სწავლა სოხუმის სამხატვრო სკოლაში. 1992-93 წლებში სამხედრო კონფლიქტის შედეგად არტისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სოხუმი და სხვა ლტოლვილებთან ერთად თბილისის მახლობლად, წყნეთში დასახლდა. 2001 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერისა და ბეჭდური გრაფიკის მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ პერიოდულად ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყებში: საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და აშშ.

ფოჩხუა წლების განმავლობაში ეუფლებოდა აკადემიურ ცოდნას, აინტერესებდა კლასიკოსი მხატვრების ხელწერა და გამოცდილება. მისი შემოქმედების სხავდასხვა პერიოდები ახალი ტექნიკებისა და მედიების ათვისებას დაეთმო. არტისტი ხელით ხატავს, მუშაობს კალმით და ტუშით ხშირად დიდ ფორმატზე. მისთვის საინტერესოა კლასიკური სახეების და ხელწერის ახალი ფორმატით რეპრეზენტაცია.

არტისტის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო 2009 წელს პრაღის ბიენალეზე საქართველოს პავილიონში. მისი სოლო გამოფენა მოეწყო 2013 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში; ამავე წელს მისი ნამუშევრები გამოიფინა Brooklyn Box Gallery-ში, ნიუ იორკი; 2012 წელს სოლო გამოფენა მოეწყო თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2017 წელს წარმოდგენილი იყო დუბაის ხელოვნების ბაზრობაზე.