Georgian Designers and Brian Griffin's exhibition - What’s New, Georgia?
19 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, ტოკიოში, ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ქართველ დიზაინერებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი ნამუშევრები გაეცნოთ უცხოელი აუდიტორიისათვის, რათა სახელი გაეთქვათ იაპონურ ბაზარზე.
Project ArtBeat - მა აღნიშნული კვირეულის ფარგლებში გამართა ფოტოგამოფენა სახელწოდებით Mother Georgia by Brian Griffin. ფოტო სერია გადაღებულია თბილისიში, 1989 წელს, Comme des Garçons-ისათვის. Comme des Garçons, რომელიც უკვე ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია იაპონიაში, ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებით მოიხიბლა და სთხოვა ბრაინ გირიფნს იმ დროინდელ საბჭოთა საქართველოში გადაეღო ფოტოები.
გრიფინი და კავაკუბო იაპონიიდან და დიდი ბრიტანეთიდან ეწვივნენ საქართველოს ამ პროექტისთვის. ფოტოები გადაიღეს თელავში, მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოში. პროფესიონალი მოდელების დაქირავებას მათ იქვე მცხოვრები გლეხების გადაღება არჩიეს. გლეხებს უმეტესწილად საკუთარი სამოსი ეცვათ და მხოლოდ რამდენიმე დეტალს ამატებდა კავაკუბო CDG-ის კოლექციიდან. ამ ფოტოების კონცეფცია იყო CDG-ის დიზაინების შერწყმა გლეხების ტანსაცმელთან.
ბრაიან გრიფინი იხსენებს მათთვის რამდენად უჩვეულო გარემოში აღმოჩნდნენ სტუმრები საბჭოთა საქართველოში ჩამოსვლისას. ამ დროს ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების ზღვარზე იყო (საქართველო დამოუკიდებელი გახდა 1991 წელს). ფოტოგრაფი იგონებს, რომ მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და სასტუმროს მასპინძელი მათ პირად სატელეფონო საუბრებს ისმენდა. გადაღებების შემდეგ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ლხინის პარალელურად, სტუმრები გახდნენ სტალინის ქანდაკებების განადგურებისა და ტაძრის ეზოში ცხოველთა მსხვერპლთშეწირვის მოწმენი.
ის საკულტო ფოტოსურათი, რომლის სახელიც ჰქვია ამ გამოფენას, გრიფინმა მომდევნო დღეს გადაიღო. ამ დროს კავაკუბო უკვე წასული იყო საქართველოდან, მაგრამ ეს ფოტო მაინც ცენტრალური გახდა ამ ფოტოსერიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გრიფინი ამ დროს თავის თავს მოდის ფოტოგრაფად არ თვლიდა, მან კავაკუბოსთან საერთო ენა გამონახა, რისი შედეგიც Comme des Garçons-ის ყველაზე განსაკუთრებული კამპანია გახდა.
ბრაიან გრიფინი (დაიბ. 1948, ქ ბირმინგემში, ინგლისში) ჰქონდა ხანგრძლივი და მრავალფეროვანი კარიერა ფოტოგრაფიაში. ის 1989 წელს გარდიანმა ათწლეულის საუკეთესო ფოტოგრაფად აღიარა. ფოტოების გარდა, ის იღებს სატელევიზიო რეკლამებს, მუსიკალურ ვიდეოებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს. მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი. გრიფინის ნამუშევრები ისეთი მუზეუმებისა და გალერეების კოლექციებში ინახება, როგორებიცაა ვიქტორია და ალბერტის მუზეუმი და ეროვნული გალერეა ლონდონში და ხელოვნების მუზეუმი რეიკიავიკში.
გრიფინი ყველაზე ცნობილია თავისი პორტრეტებითა და ალბომის გარეკნებით. მას გადაღებული ჰყავს საკულტო ხელოვანები, კეით ბუში, ელვის კოსტელო, პოლ მაკარტნი და იგი პოპი. გრიფინის ფართო პორტფოლიო მოიცავს ისეთი მუსიკოსების ალბომის გარეკანებს, როგორებიც არიან The Clash, Queen, Placebo, Brian Eno and Echo and the Funnymen.