artbeat_gallery
  • ჩვენს შესახებ
  • ხელოვანები
    თამარ ბოჭორიშვილი
    ირაკლი ბუგიანი
    ქეთი კაპანაძე
    ავთო მესხი
    დავით მესხი
    მაია ნავერიანი
    გიო სუმბაძე
    ბესო უზნაძე
    ნიკა ქუთათელაძე
    თამუნა ჭაბაშვილი
    მამუკა ჯაფარიძე
    თამო ჯუღელი
  • გამოფენები
    მიმდინარე
    წარსული
  • მოძრავი გალერეა
    წარსული
  • Off Site
    წარსული
  • ხელოვნების ბაზრობები
    წარსული
  • პრესა
  • კონტაქტი
EN / ქა
English / ქართულად
წინა შემდეგი
წარსული
წარსული
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
წინა შემდეგი

მაკა ბატიაშვილი - სათამაშო მოედანი

გამოფენა “სათამაშო მოედანი” სთავაზობდა მნახველს მაკა ბატიაშვილის უახლესი ფერწერული ნამუშევრების სელექციას. ღონისძიება ფროჯექთ ართბითის და თიბისი ბანკის ორგანიზებით ჩატარდა. თიბისი გალერეაში წარმოდგენილი იყო 2014-2015 წლებში შესრულებული ნამუშევრები.

“სათამაშო მოედანი” ასახავს მხატვრის შემოქმედების ზოგად მიმართულებას და არამხოლოდ კონკრეტულ კონტექსტში. წარმოდგენილ ნამუშევრებში ფიგურების თამაში როგორც თემა, თუ როგორც მიდგომა, ხშირად მეორდება.

“თამაში იწყება ბავშვობიდან და გრძელდება ცხოვრების ბოლომდე , ის ვლინდება მრავალფეროვანი ფორმებით და ყოველთვის მოიცავს გარკვეულ მიზანს . ბავშვობაში ჩვენ გვჭირდება სათამაშოები, რასაც მოგვიანებით დიდობაში სხვა, უფრო ძვირად ღირებული საგნები ცვლის. ასევე ვირგებთ როლებს, რომელიც ძირითადად რეალური სახის დასაფარავად გვჭირდება და ვთამაშობთ იმას, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ. ჩვენ ზუსტად თამაშით ვაბალანსებთ და ვაკონტროლებთ ჩვენს ქცევებს და ემოეციებს იმ მოედანზე, სადაც ჩვენ დავიბადეთ და ვერსად ვერ გავიქცევით თამაშის დროსაც კი;” - მაკა ბატიაშვილი.

მაკა ბატიაშვილი (დ. 1975, თბილისი, საქართველო)

მაკა ბატიაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1997 წელს დაამთავრა სახვითი ხელოვნების განხრით და მის მერე მუშაობს ზეთით ფერწერაში, გრაფიკის, ფოტოგრაფიისა და ფილმის სფეროში. მისი მხატვრული ნამუშევრები ასახავს ყოველდღიურ სცენებს. სიუჟეტის მიღმა ბატიაშვილი ეხება ეგზისტენციალურ საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლე და სიკვდილი. მის შემოქმედებაში ყოველდღიური ცხოვრება ემსგავსება სათამაშო მოედანს, სადაც სხვადასხვა სცენები თამაშდება. მარტივი ფიგურები და ინტენსიური ფერები ბატიაშვილის ფერწერაში ქართული და ევროპული ადრეული მოდერნისტული მხატვრობის ტენდენციებს იზიარებს. ბატიაშვილის შემოქმედება წარმოადგენს ტრადიციული და თანამედროვე მხატვრობის საინტერესო გადაკვეთას და ავითარებს ხატვის დამკვიდრებულ ტრადიციას პოპულარულს საქართველოში .

მაკა ბატიაშვილმა ცხოვრობს და მუშაობს თბილისი, საქართველო.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2015 – სათამაშო მოედანი, TBC გალერეა, თბილისი, საქართველო; ქართველი მხატვრების გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თელ-ავივი, ისრაელი; 2013 - უსათაურო, არუნდელის გალერეა, არუნდელი, დიდი ბრიტანეთი; 2012 - უსათაურო, ინდუსტრიული გალერეა, ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა; 2011 - შავი და თეთრი, თბილისის ისტორიის მუზემი, თბილისი, საქართველო; 2008 - OFF EUROPA Festival, ლაიფციგი, გერმანია; ფოტოგრაფიის გამოფენა, ეროვნული მუზეუმი, ატლანტა, აშშ.