artbeat_gallery
  • ჩვენს შესახებ
  • ხელოვანები
    თამარ ბოჭორიშვილი
    ირაკლი ბუგიანი
    ქეთი კაპანაძე
    ავთო მესხი
    დავით მესხი
    მაია ნავერიანი
    გიო სუმბაძე
    ბესო უზნაძე
    ნიკა ქუთათელაძე
    თამუნა ჭაბაშვილი
    მამუკა ჯაფარიძე
    თამო ჯუღელი
  • გამოფენები
    მიმდინარე
    წარსული
  • მოძრავი გალერეა
    წარსული
  • Off Site
    წარსული
  • ხელოვნების ბაზრობები
    წარსული
  • პრესა
  • კონტაქტი
EN / ქა
English / ქართულად
წინა შემდეგი
წარსული
წარსული
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
წინა შემდეგი

ჯესი დარლინგი ტაკეში შიომიცუ - იგივე იგივე

კურატორი: ელენე აბაშიძე

2014 წლის 2 ოქტომბერს ბათუმის CAC 41N/41E თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა უმასპინძლა მოწვეული კურატორის ელენე აბაშიძის პროექტს ‘იგივე იგივე’.

‘იგივე იგივე’ - ორ პლატფორმანი გამოფენაა, რომელიც ერთის მხრივ საგამოფენო სივრცეში წარადგენდა ორი მოწვეული ხელოვანის, ჯესი დარლინგისა და ტაკეში შიომიცუს კოლაბორაციულ ნამუშევარს, მეორეს მხრივ კი მაყურებელს სთავაზობდა ანაკლიის სანაპირო ზოლს როგორც ღია ცის ქვეშა გამოფენას - გამოფენას როგორც რედი-მეიდს.

გამოფენის კონცეპტუალური ათვლის წერტილს წარმოადგენდა ანაკლიის ზღვისპირა ზოლზე წარმოებული ტალღადამცავი სტრუქტურების - ტეტრაპოდების ფერმა. ტეტრაპოდები, მათი მრავალმხრივი დანიშნულება და უკრაინა-რუსეთის იმჟამინდელი პოსტ-ომის მდგომარეობის გათვალისწინებით კი გამოფენის თემა, პირობითად, ‘საგანგაშო მდგომარეობა’ გახდა.

დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ხელოვანები ე.წ. ადგილისათვის სპეციფიურ ერთობლივ ნამუშევარზე ათი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ქალაქ ბათუმში ნაპოვნი და შეძენილი მასალით. ‘იგივე იგივე’ ამ ორი ხელოვანის პირველ კოლაბორაციულ ნამუშევარს წარმოადგენს.

გამოფენის მეორე პლატფორმა, ანაკლიის სანაპირო, ხელოვანთა მიერ ხელშეუხებელი დარჩა. აქ ზღვის ნაპირს დღემდე მიუყვება ტალღადამცავი ტეტრაპოდების რიგები, რომელთა წარმოება 2012 წელს დაიწყო და ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ტეტრაპოდი ცემენტისაგან დამზადებული ოთხფეხა სტრუქტურაა რომელიც სანაპირო ზოლის გამაგრებისათვის და მაღალი ტალღებისაგან დაცვისთვის გამოიყენება. იგივე, ოთხფეხა ცემენტის ობიექტი უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის დროს კი რუსული ტანკისაგან იცავდა უკრაინის საზღვარს. ანაკლიის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, აქ წარმოდგენილმა სტრუქტურებმა ორმაგი ფუნქციური დატვირთვა შეიძინა. სწორედ ობიექტთა, სტრუქტურათა და მასალათა ამგვარ ორმაგ ბუნებაზე ლაპარაკობს დარლინგისა და შიომიცუს ერთობლივი ნამუშევარიც.

პროექტის მხარდამჭერია:

 

 

 

,,იგივე იგივე" პრესაში:

http://www.aqnb.com/2014/10/25/the-making-of-same-same/

http://tv25.ge/?page=news&news_id=13688

http://41n41e.wordpress.com/2014/10/03/იგივე-იგივე-თანამედრო/

თბილისი აუთი, #44, ნოემბერი

2014: http://i1.minus.com/iVdHH7WlWpx0R.jpg

ფოტო: ჯესი დარლინგი, ტაკეში შიომიცუ