Anna K.E.: REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation
23 სექტემბერი - 9 ოქტომბერი, 2022
ანნა კ.ე. 1986 წელს საქართველოში, ქ. თბილისში დაიბადა. 1995-2000 წლებში სწავლობდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკურ საბალეტო სასწავლებელში, 2000 წელს საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში. 2002 წელს, 15 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი, რომელიც შტუდგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა. 2004 წელს მიიღეს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხელოვნების აკადემიაში, დუსელდორფში, სადაც მან 2010 წელს პროფესორების, გეორგ ჰეროლდის და ქრისტოფერ ვილიამსის ხელმძღვანელობით საბაკალავრო და სამაგისტრო დიპლომები დაიცვა.
სწავლის პერიოდში გახდა მრავალი ჯილდოს/დაფინანსების/პრიზის მფლობელი, მათ შორის Rotary Club-ის დაფინანსება 2007 წელს, The Audi Art Award 2008 წელს პროგრესული პერფორმანსისთვის, The ISCP-ის რეზიდენტურა 2009 წელს ნიუ იორკში და Herbert Zapp-ის ჯილდო-ახალგაზრდა არტისტი 2012-ში.
2010 წელს გერმანიაში სწავლის დასრულებისთანავე, გადავიდა ნიუ-იორკში და ISCP-ის საერთაშორისო სტუდია კურატორულ პროგრამაში იმონაწილევა, რომლის დაფინანსებაც DAAD Scholarship; NRW Travelscholarship; Kunststiftung NRW-სგან მიიღო. პროგრამის დასრულების შემდეგ ცხოვრობს და მუშაობს ნიუ -უორკსა და ბერლინში.
ანნა კ.ე. თანამშრომლობს ნიუ-იორკში Simone Subal Gallery-ისთან, სადაც 2013, 2015, 2018, 2020 და 2022 წლებში მისი სოლო გამოფენები გაიმართა, ასევე ბერლინში, Galerie Barbara Thumm-ის გალერეასთან, სადაც 2013, 2015, 2020 წლებში მისი პერსონალური გამოფენები ჩატარდა. გალერეები მის ნამუშევრებს ისეთ ცნობილ საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობებზე გამოფენენ, როგორებიცაა: Frieze New York, Art Basel Miami, Armory New York, ARCO Madrid, LISTE Basel, და ZONAMACO Mexico.
მისი პირველი ინსტიტუციონალური სოლო გამოფენა 2017 წელს the Queens Museum-ში გაიმართა, ასევე გამოფენები ქონია The Delaware Contemporary, Wilmington, De (2020); Kunstpalais Erlangen, Germany (2019); Queens Museum, New York, USA (2017-2018); Primary, Nottingham, UK (2017); The Kitchen, NYC (2015); the Museum of Contemporary Art, Santa Barbara, CA (2015); the Museum of Contemporary Art, Atlanta, USA (2015); The Renaissance
Society, Chicago, IL, USA (2012); The III Moscow International Biennale for Young Art, Moscow, Russia (2012); Kunsthalle Recklinghausen, Germany (2011); Museum K21, Düsseldorf (2010); Cobra Museum, Amsterdam, The Netherlands (2009); და Kunstverein Ludwigshafen, Germany (2009).
2012 წელს თანამედროვე ხელოვნების დარგში გერმანიის საუკეთესო გამომცემლობამ HatyeCantz-მა გამოსცა მისი პირველი მონოგრაფია: „A well-to-do man is cruising in his fancy car when a small hen runs out on the road in front…
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სატელიტური პროექტი.
სპონსორები: აჭარა ჯგუფი, D ბლოკი, იუაი საქართველო, SOLO, გოეთეს ინსტიტუტი.