FEARLESS
11 იანვარს, 15:00 საათზე, გიწვევთ ხელოვნების მხარდამჭერ საგანგებო სახელოვნებო ბაზრობაზე - FEARLESS.
FEARLESS სახელოვნებო პასუხია იმ საგანგებო მდგომარეობაზე, რომელშიც მთელი ქვეყანა და, მათ შორის, ვიზუალური ხელოვნება, იმყოფება.
მაშინ, როცა დაკეტილია სახელოვნებო სივრცეები და იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც ვიზუალური ხელოვნების განვითარებაზე ზრუნავს, დღეებს და ღამეებს ქუჩაში, საპროტესტო აქციებზე ატარებს, FEARLESS ცდილობს შექმნას შეხვედრის ადგილი სფეროს წარმომადგენლებისა და მათი გულშემატკივრებისთვის.
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, რამდენიმე დღით, საკუთარ სივრცეს აქტიურ გალერეებსა და სახელოვნებო გაერთიანებებს დაუთმობს. ამ დღეების განმავლობაში, დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს ერთ სივრცეში გაერთიანებული თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნება და ნამუშევრების შეძენით, მხარი დაუჭიროს როგორც ცალკეულ ხელოვანებს, ასევე, ზოგადად, ვიზუალური ხელოვნების სფეროს.
FEARLESS ერთგვარი სოლიდარობის აქტი და ერთობის ვიზუალური მანიფესტია, რომელიც ხელოვნების გარშემო ადამიანების თავმოყრას ისახავს მიზნად.
სახელოვნებო ბაზრობაზე მონაწილე გალერეები, სახელოვნებო ჯგუფები და პლატფორმები:
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი
კუნსტჰალე თბილისი
გალერეა ართბითი
Dédicace Gallery
Window Project
გალერეა 4710
ხელოვნების სახლი
Kona Books
ობსკურა
LC Queisser
პატარა გალერეა
კორიდორი
კურორტი
ე.ა. საგამოფენო სივრცე
გალერეა კონტეინერი
ყველაფრის მაღაზია
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი
გახსნა: 11 იანვარი, 15:00 - 20:00
ხანგრძლივობა: 11-14 იანვარი, 2025
სამუშაო საათები: 13:00 - 19:00
მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო
"სტამბა", დ ბლოკი, მეორე სართული.
ნამუშევარი ქავერის ფოტოზე: streetdefault