ანა გზირიშვილი
ანა გზირიშვილი (1992, თბილისი, საქართველო) მულტიმედია არტისტია, რომელიც ბერლინსა და თბილისში მუშაობს. იგი DAAD-ის სტიპენდიანტია და პროფესორ ჰიტო შტეიერლის ხელმძღვანელობით დაამთავრა ბერლინის ხელოვნების სკოლა (UDK) ახალი მედიისა და ფილმების მიმართულებით.
ანა გზირიშვილის ექსპერიმენტული პრაქტიკა მოიცავს სხვადასხვა მედიუმს, დაწყებული ფილმიდან და ლინზაზე დაფუძნებული ხელოვნებიდან – მუსიკამდე, ბეჭდურ ნამუშევრებსა და კომპიუტერულ გრაფიკამდე, ნახატებიდან პოეზიამდე და კითხვით პერფორმანსებამდე. მისი ხელოვნების პრაქტიკა, რომელიც შთაგონებულია ობიექტზე ორიენტირებული პერსპექტივით, ხშირად იკვლევს ობიექტებს, ადგილებსა და ნარატივებს შორის არსებულ სივრცეებსა და შეერთების წერტილებს მათი დაშლისა და ხელახალი კონტექსტუალიზაციის გზით.
ანას ნამუშევრები გამოფენილია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის: ვესტ დენ ჰააგში; გალერეა ართბითში, თბილისი; LC Queisser, თბილისი; Kristina Kite Gallery, ლოს-ანჯელესი, აშშ; MAXXI, 21-ე საუკუნის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რომი, იტალია; და Kopavogur-ის ხელოვნების მუზეუმი, რეიკიავიკი, ისლანდია.