მამუკა ჯაფარიძე

მამუკა ჯაფარიძე (დაბ. 1962, თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში. მისი ნამუშევრების მედიუმი იცვლება კონტექსტიდან, სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე და მოიცავს ჰეფენინგს, საგნების და სურათების კოლექციებს და ფოტოების არქივს, რომლებიც დიდი დროის მანძილზე გროვდება, ვიდეო პროექციებს, ფოტოგრაფიას, ლინგვისტურ თამაშებს, ნახატებს, ხმის დიზაინს, პრინტებს და სხვა.

1987 წლიდან
მხატვარი კონცეპტუალურ პროექტებზე მუშაობს. მისი ნამუშევარი ARTRA წარმოდგენილი იყო 1999 წელს ვენეციის 48 ბიენალეზე საქართველოს პავილიონში. ამავე წელს ვიდეო პროექცია Eye Trees მოეწყო ატლანტაში. არტისტის ნამუშევრები რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი საქართველოს ეროვნულ გალერეაში მათ შორის 2012 Reframing the 80s და 2014 Re:Museum. ნიუ-იორკში გალერეა Art in General-ში 2016 წელს მოეწყო გამოფენა Beyond Credit, სადაც სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად ჯაფარიძის ინსტალაცია იყო წარმოდგენილი.