ნინა კინწურაშვილი

ნინა კინწურაშვილი (დაბ. 1992, თბილისი) თბილისში მოღვაწე ინტერდისციპლინარული ხელოვანი და ფერმწერია. თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (2010-2014) , მან სწავლა გააგრძელა ფულბრაიტის სტიპენდიით აშშ ში , აიოვას უნივერსიტეტის ახალი მედია ხელოვნების ფაკულტეტზე (2017-2020).

ნინას ნამუშევრები გამოფენილა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში (მესტია, სვანეთი), გალერეა LC Queisser-ში (თბილისი), E.A. Shared Space-ში (თბილისი), არკო მადრიდზე (ესპანეთი), PS1 Iowa City-ში (აშშ), Levitt Gallery UofI-ში (აშშ), Ortega y Gasset Projects -ში (აშშ), Everywoman Biennial-ზე (ბრიტანეთი) და Ekru Projects- ში (აშშ).