artbeat_gallery
  • ჩვენს შესახებ
  • ხელოვანები
    დავით აფაქიძე
    თამარ ბოჭორიშვილი
    ირაკლი ბუგიანი
    ანა გზირიშვილი
    ქეთი კაპანაძე
    ნინა კინწურაშვილი
    ავთო მესხი
    მაია ნავერიანი
    ნატო სირბილაძე
    გიო სუმბაძე
    ბესო უზნაძე
    ნიკა ქუთათელაძე
    სალომე ჩიგილაშვილი
    თამუნა ჭაბაშვილი
    მამუკა ჯაფარიძე
    თამო ჯუღელი
  • გამოფენები
    მიმდინარე
    წარსული
  • მოძრავი გალერეა
    წარსული
  • Off Site
    წარსული
  • ხელოვნების ბაზრობები
    წარსული
  • პრესა
  • კონტაქტი
EN / ქა
English / ქართულად
წარსული
მიმდინარე
მიმდინარე წარსული
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017

ლაშა კინწურაშვილი: 90-იანი წლების ფერწერა

26 ნოემბერი, 2025 - 25 იანვარი, 2026

გალერეა ართბითი მასპინძლობს ქართველი მხატვრის, ლაშა კინწურაშვილის პერსონალურ გამოფენას, რომელიც აერთიანებს 1990-იან წლებში შესრულებულ ფერწერულ ნამუშევრებს. ექსპოზიცია ორი თემატური შრის ირგვლივ იშლება: თბილისის ურბანული სივრცე და სოფელ რუისის ყოველდღიური ყოფა — ორი განსხვავებული სივრცობრივი გამოცდილება, რომლებიც ერთად ასახავენ გარდამავალი ეპოქის გამოცდილებას.

ლაშა კინწურაშვილის მრავალშრიანი შემოქმედება, რომელიც თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყალიბდებოდა, მოიცავს ფერწერას, ხატებს, კალიგრაფიულ წიგნებსა და ათეულობით საეკლესიო ფრესკას. საქართველოს კომპლექსურმა ისტორიულმა რეალობამ — ოკუპაციის გამოცდილებამ, ომმა და სუვერენიტეტის მუდმივმა ძიებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მისი ხედვის ფორმირებაზე.

ხელოვანის შემოქმედებითი ორიენტირი ორი ძირითადი კონტექსტით ისაზღვრება: ერთის მხრივ, ეს არის კულტურული მეხსიერების დეკოლონიზაცია და იმ ვიზუალური შრეების სიმბოლური რეაბილიტაცია, რომლებიც საბჭოთა იმპერიამ კოლექტიური ნარატივიდან განდევნა; მეორეს მხრივ კი — 1990-იანი წლების გარდამავალი პერიოდის რეალობა, რომელიც გამოირჩეოდა მწვავე სოციალურ-ეკონომიკური ფონით.

ხელოვანისთვის მხატვრობა განისაზღვრა, როგორც თანაგრძნობის, სოციალური პრობლემატიკისა და ყოფიერების ანალიზის საშუალება. ტემპერით შესრულებული ფერწერები ასახავს 90-იანი წლების თბილისის ეპიზოდებსა და კინწურაშვილის მშობლიური ‘რუისის’ ყოველდღიურობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამუშევრები შექმნილია სამოქალაქო ომის, პოლიტიკური, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ისინი გაჯერებულია იუმორით, სითბოთი და ოჯახური რიტუალების მნიშვნელობით.  გამოსახულებებში ხშირად გვხვდება კალიგრაფიული ელემენტები, რომლებიც სათაურის ფუნქციას ასრულებენ. ეს ტრადიცია ჩამოყალიბდა როგორც ქართულ, ისე ბიზანტიურ ხატწერაში, სადაც ტექსტი და ფერწერა ერთიან კომპოზიციურ მთლიანობას ქმნიდა. შედეგად ყალიბდებოდა ვიზუალური ენა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მარტივად გასაგები იყო.

კინწურაშვილის ფერწერა ქმნის უნიკალურ იკონოლოგიურ სივრცეს, სადაც ქართული და კერძოდ სვანური  ხატწერის ვიზუალური ტრადიცია გარდაიქმნება თანამედროვე ყოფის გამოხატვის ენად. მისი კომპოზიციები აგებულია ხატწერის არქიტექტონიკაზე — ფრონტალურ წყობაზე, ორნამენტის რიტმულ სტრუქტურასა და ფერის სიმბოლურ დატვირთვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ელემენტები ინარჩუნებს საკრალური გამოსახულების კანონიკას ავტორი მათ ყოფით სიუჟეტებში აინტეგრირებს და ახალ კონტექსტუალურ მნიშვნელობას ანიჭებს.  შედეგად ფორმირდება ყოფითობის განახლებული იკონოლოგია: ყოველდღიური ჟესტი, მოძრაობა ან სოციალური გარემოს ჩვეულებრივი სცენა გარდაიქმნება სიმბოლურ ნიშნად, რომელიც ერთდროულად ეყრდნობა ხატწერის კომპოზიციურ სქემებს და 1990-იანი წლების სოციალური გარემოს გამოცდილებას.

ლაშა კინწურაშვილი (დ. 1968) — ქართველი მხატვარი, ხატმწერი, ფრესკების რესტავრატორი და კალიგრაფია. 1985 წელს მან დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. ამავე დროს ის სწავლობდა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დაარსებულ სპეციალიზებულ სახელოვნებო სკოლაში. იმავე წელს ლაშა კინწურაშვილმა სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც 1991 წელს დაამთავრა. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ ლაშა კინწურაშვილი ქართული ხატწერის ტრადიციის აღდგენაზე მუშაობდა. 1990-იანი წლებში მან დაიწყო მთის შორეულ რეგიონებში მოგზაურობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხატმწერთა მცირე ჯგუფთან ერთად, რომელშიც შედიოდნენ ამირან ბაკურაძე,  თემურ ჯაფარიძე და სხვები. მათი მიზანი მივიწყებული ქართული ფრესკული ტრადიციის შესწავლა იყო. 1989-90 წლებში მან მონაწილეობა მიიღო სვანეთის შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოებში. 2025 წელს ლაშა კინწურაშვილისა და ნინა კიწნურაშვილის მონაწილეობით შედგა დუო გამოფენა ‘უდაბნო’, რომელიც გაიმართა სტოკჰოლმში, შვედეთის Konsthall C საგამოფენო სირვცეში.