არტისიმა 2018
წარდგენილი ხელოვანები: თამარ ჩადუნელი და გვანცა ჯიშკარიანი
Follow for follow-ს კონცეფცია ეფუძნება ე.წ. ჰაშთაგს, რომლის ფორმირება ციფრულად ორ მომხმარებელს შორის გარიგების წარმართვისას ხდება და ეპითეტურად ონლაინ გარიგებებისა და შეთავაზებების სიმბოლოს მოგვაგონებს ხელოვნებისა და კულტურის სფეროებს შორის. რას მოითხოვენ ე.წ. "პერიფერიული" ქვეყნებიდან მომდინარე არტისტებისგან? ალბათ იმას, რომ ისინი კონტექსტუალურად განსხვავდებოდნენ სხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილ მხატვრებთან მიმართებაში, რაც გარკვეულწილად იმ ფაქტის დამადასტურებელია, რომ ისინი კვლავ აქტუალურობას ინარჩუნებენ ზოგად კულტურულ ფონზე, რომლის ფარგლებშიც ისინი სხვადასხვაგვარად "დააპატიმრეს". ვინ არის "ჩვენ"? - დღეს, როდესაც იდენტობის ცნება გამქრალია, კულტურული გავლენების, ესთეტიკური ტენდენციებისა და ციფრული კომუნიკაციების ჰომოგენურ რეალობის ჭრილში. რა არის ის სასიცოცხლო რამ, რომელიც რაიმეს წარმოშობის ნაწილი ან ინდიკატორი შეიძლება იყოს ?
ქართველი არტისტები თამარ ჩადუნელი და გვანცა ჯიშკარიანი მუდმივად კულტურის გადამუშავებისა და დუბლირების ნიმუშებზე მუშაობენ. მათი სამუშაო სივრცე და ცნობიერება ორიენტირებულია ინსტალაციების ფუნდამენტირების, როგორც ორიგინალური აზრის გამრავლების გზებზე.
ქანდაკებების, ნახატებისა და ფერწერული ტილოების გამომსახველობისას, მათი უშუალო წარმოების პროცესი მიმართულია მრავალფუნქციური ვიზუალების, ხატოგრაფიული ენის გადახედვასა და გადამუშავებაზე.
გვანცა ჯიშკარიანი არის ქართველი ხელოვანი რუსთავიდან. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გვანცამ გაიარა არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა ინკლუზიურ მედიაციაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. 2017 წელს დაჯილდოვდა წინანდლის პრემიით სახვით ხელოვნებაში. არტისტი ძირითადად ინსტალაციის, სკულპტურის მედიებს იყენებს. მისი ნამუშევრები ძირითადად იმ პარადოქსზეა, რომელიც თავს იჩენს მართებულისა და არამართებულის, ძველისა და ახლის, ხელოვნებისა და დიზაინის კონკრეტული მნიშვნელობების ძიებისას. ინსტალაციებში, ვიდეოებსა და სკულპტურებში გვანცა იყენებს კულტურული იდენტობის, უძველესი შეხედულებებს, პოპ-კულტურის ელემენტებს და საკუთარ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს.
ჯიშკარიანის ხელოვნება შთაგონებულია შემთხვევითობებითა და ინტუიციით. თითოულ ნამუშევარზე მუშაობას ის, მართალია, გარკვეული ჩანაფიქრით და იდეით იწყებს, მაგრამ უმეტესად არ აქვს წინასწარ მომზადებული ესკიზები. მას აინტერესებს, თუ როგორ ახდენს გავლენას ტრადიციები, თანამედროვე ცრურწმენები და კიჩური სახეები ყოველდღიურ ცხოვრებაზე; თუ როგორ იქმნება ემოციები, მოგონებები, შეხედულებები, პიროვნული თვისებები და საგნის სენტიმენტალური ღირებულება.
2014 წელს გვანცამ ათ ქართველ ქალ არტისტთან ერთად, ჩამოაყალიბა არტ-ჯგუფი „ახალი კოლექტივი“. 2017 -ში, ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელის ტერიტორიაზე დააარსა Patara Gallery, რომელიც წარმოადგენს ექსპერიმენტულ სივრცეს ახალგაზრდა მხატვრებისთვის, უარყოფილი ან ჯერ არ-ნახული ალტერნატიული ხელოვნების გამოსაფენად. 2018 წელს კი გახდა თბილისში Why Not Gallery -ს თანადამფუძნებელი.
2017 წელს დაიწყო სწავლა Staatliche Hochschule fur Bildende Kunste – Staedelschule, უილიამ დე რუიჯის კლასში. მიწვეული იყო რეზიდენციებში, 2016 წელს დიუსელდორფში (FKB), 2017 წელს კი უკრაინაში (Office for Art). ჯგუფ ‘block 21’-თან ერთად ის თავადვეა რუსთავში ხელოვანთა რეზიდენციის პროგრამის დამფუძნებელი, რომლის გახსნაც თბილისის ტრიენალეს ფარგლებში შედგა.
თამარ ჩადუნელი სახვითი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს: სკულპტურა, ფერწერა, გრაფიკა, ვიდეო არტი, ანიმაცია, ინსტალაცია. მისი ნამუშევრები შემოქმედებითი პროცესისა და ვიზუალური სამეტყველო საშუალებების ერთგვარი კვლევაა. მეხსიერებაში ჩარჩენილი არქიტექტურული კონსტრუქციებისა და მასობრივი პროდუქციის დიზაინის რეფერენსების გამოყენებით ის იკვლევს იმიჯის, როგორც პროდუქტის გავლენას ინდივიდის ჩამოყალიბებაზე.
ჩადუნელის უახლეს კოლაბორაციებში, ციფრული და ტექნოლოგიური განვითარება დაპირისპირებულია მუშაობის ტრადიციულ ტექნიკასთან, რაც საბოლოოდ პიროვნული მდგომარეობის გადააზრებას ემსახურება. მისი ნამუშევრები სვამს კითხვებს იდენტობის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან თავისებურებებზე, თუ როგორ გარდაიქმნება ისინი უფრო დიდი პოლიტიკური და კულტურული სტრუქტურების კუთვნილებად.