artbeat_gallery
  • ჩვენს შესახებ
  • ხელოვანები
    დავით აფაქიძე
    თამარ ბოჭორიშვილი
    ირაკლი ბუგიანი
    ანა გზირიშვილი
    ქეთი კაპანაძე
    ნინა კინწურაშვილი
    ავთო მესხი
    მაია ნავერიანი
    ნატო სირბილაძე
    გიო სუმბაძე
    ბესო უზნაძე
    ნიკა ქუთათელაძე
    სალომე ჩიგილაშვილი
    თამუნა ჭაბაშვილი
    მამუკა ჯაფარიძე
    თამო ჯუღელი
  • გამოფენები
    წარსული
    მომავალი
  • მოძრავი გალერეა
    წარსული
  • Off Site
    წარსული
  • ხელოვნების ბაზრობები
    წარსული
  • პრესა
  • კონტაქტი
EN / ქა
English / ქართულად
წინა შემდეგი
წარსული
წარსული
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
წინა შემდეგი

ცვალებადი პეიზაჟი: Cityscape

ჭადრების ბაღი, ოზურგეთი, საქართველო

მონაწილეობს: ბეზო უზნაძე

ArtBeat-ის მოძრავი გალერეის პროექტი აერთიანებს სამ გეოგრაფიულ ლოკაციას დასავლეთ საქართველოში. მოძრავი გალერეის პროექტი განხორციელდება სამი გამოფენით- ნოქალაქევში, ბათუმსა და ოზურგეთში. გეოგრაფიული ლოკაციები რამდენადმე წარმოადგენს არამატერიალურ-ლანდშაფტურ კულტურულ მემკვიდრეობას. კონტრასტულ ლანდშაფტურ ფონებზე განთავსებულ მოძრავ გალერეაში წარმოდგენილი იქნება ორი პერსონალური და ერთი დიალოგის ფორმის გამოფენა. ხელოვანების ნაწილი გალერეის მუდმივი, ხოლო ნაწილი კი მოწვეული არტისტები არიან. გამოფენების ციკლი გაერთიანებულია შემდეგი სათაურის თუ საგამოფენო კონცეფციის ქვეშ: Landscape, Cityscape, Seascape. ნოქალაქევის ისტორიული მეხსიერება, პოსტსაბჭოთა ოზურგეთი და ეკლექტური ბათუმი მკაფიოდ აღნიშნავს თუ კრავს პროექტის სათაურს. მოცემული სათაური ერთგვარი ვარიაციაა ლოკაციების, რომელთა იდენტობას განაპირობებს პეიზაჟი, როგორც ვიზუალურ-შინაარსობრივი მოცემულობა. 

Cityscape ეკუთვნის ოზურგეთს. გურიის პოსტსაბჭოთა ქალაქის ცენტრში თანამედროვე ხელოვნების შემოჭრა ცოტათი აბსტრაქტულად ჟღერს. ბესო უზნაძის აბსტრაქტული ტილოები და ფოტონამუშევრები ერთგვარი მცდელობაა ოზურგეთში თანამედროვე ხელოვნების შეღწევის თუ მისი პოპულარიზაციის, რითაც წარმოიქმნება ახალი ურბანულ-აბსტრაქტული პეიზაჟი, პოსტსაბჭოთა და თანამედროვე გაგებებს შორის.

პროექტი დაფინანსებულია სსიპ "შემოქმედებითი საქართველოს" მიერ, რომლის მისიაც შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა.

კურატორი: კონსტანტინე ბოლქვაძე

პროექტი დაფინანსებულია სსიპ "შემოქმდებითი საქართველოს" მიერ. https://www.facebook.com/creativegeorgiaLepl/