artbeat_gallery
  • ჩვენს შესახებ
  • ხელოვანები
    დავით აფაქიძე
    თამარ ბოჭორიშვილი
    ირაკლი ბუგიანი
    ანა გზირიშვილი
    ქეთი კაპანაძე
    ნინა კინწურაშვილი
    ავთო მესხი
    მაია ნავერიანი
    ნატო სირბილაძე
    გიო სუმბაძე
    ბესო უზნაძე
    ნიკა ქუთათელაძე
    სალომე ჩიგილაშვილი
    თამუნა ჭაბაშვილი
    მამუკა ჯაფარიძე
    თამო ჯუღელი
  • გამოფენები
    მიმდინარე
    წარსული
  • მოძრავი გალერეა
    წარსული
  • Off Site
    წარსული
  • ხელოვნების ბაზრობები
    წარსული
  • პრესა
  • კონტაქტი
EN / ქა
English / ქართულად
წინა შემდეგი
წარსული
წარსული
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
წინა შემდეგი

მაკა ბატიაშვილი - გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა

ე. ნინოშვილის ქ. #8, თბილისი, საქართველო

Project ArtBeat წარმოგიდგენთ მაკა ბატიაშვილის პერსონალურ გამოფენას, რომელზეც 2015-17წ. შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. 

,,ქაღალდზე ტუშის მინიმალური შეხება სულ რამდენიმე წამს გრძელდება და დამწერლობის ესთეტიკითაა შთაგონებული. მარტივი ხაზები თეთრ ფონზე ფიგურების ერთგვარ ლაქებს წარმოადგენენ, სიტყვებს ცვლიან და ქმნიან სახეს, რომელიც ყოფითი ცვლილებების იგივეობასა და დაუსრულებელ დინებაში ცხოვრობს. ადამიანი, რომელიც სახლიდან გარეთ გავიდა, თავისუფალია წარსულისა და მომავლისაგან. იგი მოქმედებს მხოლოდ აწმყოში, სადაც არ არსებობს რაიმე აქტუალური და ტენდენციური“- მაკა ბატიაშვილი. 

მაკა ბატიაშილი (დაბ.1975 წელს, საქართველო) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 1992-97 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2015 – სათამაშო მოედანი, TBC გალერეა, თბილისი, საქართველო; ქართველი მხატვრების გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თელ-ავივი, ისრაელი; 2013 - არუნდელის თანამედროვე ხელოვნების გალერეა, არუნდელი, დიდი ბრიტანეთი; 2012 - ინდუსტრიული გალერეა, ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა; 2011 - შავი და თეთრი, თბილისის ისტორიის მუზემი, თბილისი, საქართველო; 2008 - OFF EUROPA Festival, ლაიფციგი, გერმანია; ეროვნული მუზეუმი, ატლანტა, აშშ. 
Project ArtBeat-მა წარადგინა ბატიაშვილის ნამუშევრები სტამბულში - Contemporary Istanbul Art Fair (2014-16), კიევში - Kyiv Art Week (2016), ლონდონში - START Art Fair, Saatchi Gallery (2015). 

პროექტი ხორციელდება ფაბრიკასა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.