artbeat_gallery
  • ჩვენს შესახებ
  • ხელოვანები
    დავით აფაქიძე
    თამარ ბოჭორიშვილი
    ირაკლი ბუგიანი
    ანა გზირიშვილი
    ქეთი კაპანაძე
    ნინა კინწურაშვილი
    ავთო მესხი
    მაია ნავერიანი
    ნატო სირბილაძე
    გიო სუმბაძე
    ბესო უზნაძე
    ნიკა ქუთათელაძე
    სალომე ჩიგილაშვილი
    თამუნა ჭაბაშვილი
    მამუკა ჯაფარიძე
    თამო ჯუღელი
  • გამოფენები
    მიმდინარე
    წარსული
  • მოძრავი გალერეა
    წარსული
  • Off Site
    წარსული
  • ხელოვნების ბაზრობები
    წარსული
  • პრესა
  • კონტაქტი
EN / ქა
English / ქართულად
წინა შემდეგი
წარსული
წარსული
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
წინა შემდეგი

ნიკა სახანბერიძე - დიპტიქები, ღმერთი სტიკერი 5, 6, 7, 8, 9. ფერის ღმერთი 1

ვარდების რევოლუციის მოედანი, თბილისი, საქართველო

კურატორი: ელენე აბაშიძე 

Project ArtBeat მოძრავი გალერეა წარმოგიდგენთ ნიკა სახანბერიძის პერსონალურ გამოფენას "დიპტიქები, ღმერთი სტიკერი 5, 6, 7, 8, 9. ფერის ღმერთი 1". ამ გამოფენით იწყება არტისტის და Project ArtBeat -ის ინტერნეტ გალერეის კოლაბორაცია. ამიერიდან არტისტის პროფილის ნახვა შესაძლებელია www.projectartbeat.com - ზე.

გამოფენა "დიპტიქები, ღმერთი სტიკერი 5, 6, 7, 8, 9. ფერის ღმერთი 1" აერთიანებს სახანბერიძის ზოგადი პრაქტიკისათვის დამახასიათებელ ტენდენციებს და მათ ერთ სივრცეში განათავსებს. გამოფენაზე წარმოდგენილია აკრილის საღებავის ერთი ფერის აბსტრაქცია; დიპტიქები, სადაც ერთი მოტივი ორ სიბრტყეზე მეორდება; არტისტისათვის დამახასიათებელი სამგანზომილებიანი ობიექტები კი აქ ორ განზომილებიან სიბრტყეზეა წარმოდგენილი. ფერი, როგორც არტისტის პირველადი ინსპირაცია, აქაც მისი შემოქმედების ცენტრალურ ღერძად რჩება, აბსტრაქცია კი კვლავ მის პირველად ენად. 

ნიკა სახანბერიძე 1981 წელს თბილისში დაიბადა, 2008 - 2010 წლებში განათლება დიდ ბრიტანეთში, ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმიტის კოლეჯში მიიღო. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში, როგორიცაა: 2015 წლის "ხელოვნება მართავს", პრეზიდენტის სასახლე, თბილისი; 2011 - "დროის ჩაუწერელი ფრაგმენტი", თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი; 2005, 2004, 2003 წლებში კი ნიუ იორკის A Jain Marunouchi Gallery - ში. სახანბერიძეს ახალგაზრდა ასაკიდან აქვს პერსონალური გამოფენები, მათ რიცხვშია: 1999 - ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო; 2002 - გალერეა "გორა", მონრეალი, კანადა; 2006 - A Jain Marunouchi Gallery, ნიუ იორკი, აშშ; 2007 - ფესტივალი "მზიური", 2010 - "28 სკულპტურა", ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმიტის კოლეჯი და სხვ.

ფოტო: სანდრო სულაბერიძე