Anna K.E. REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation...
2019 წლის, ვენეციის 58-ე საერთაშორისო ბიენალეზე, ქართული პავილიონისთვის, Anna K.E. გვთავაზობს შექმნას მაშტაბური ნამუშევარი — სპეციფიური არქიტექტურული გარემო სახელად “REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation...” (2019).
მისი ამ დროისთვის ყველაზე ამბიციური პროექტი ხელოვანის ბევრ წამყვან მოტივს აერთიანებს, რომლებიც მან თავისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში ღრმად იკვლია და დაამუშავა.
K.E.-ს შემოთავაზებული არქიტექტურული სტრუქტურა ერთბაშად აქტიური და პასიური ხასიათისაა, თანაბარწილად საზოგადოებრივი სივრცეა, ასევე აღმავალი და დაღმავალი ტრიბუნა-პლათფორმა, კიდევ საზოგადოებრივი სივრცის შადრევანად შეიძლება იყოს წარმოდგენილი და რაც უმთავრესია, დაკვირვების და ღრმა რეფლექსიის ინსტალიაცია-ობიექტია.
Anna K.E.-ს ეს ზე-აღმავალი, რკინის საყრდენებზე შემდგარი და ფხვნილით დაფერილი კერამიკული ფილებისგან შემდგარი პლათფორმები მნახველს ისეთ ქორეოგრაფიულ გეგმარებას სთავაზობს, რომლის გავლითაც მან ეს სტრუქტურა ტრანზიტულ ლანდშაფტად უნდა განიცადოს. ზედაპირის პრიალა, ფერადად შეღებილი ფილები დაბალ ხარისხში გაცხადებული მატრიცის ციფრულ პიქსელებს მოგვაგონებს და მნახველი ისეთ გარემოში გადაჰყავს, რომელიც გლუვ, სინთეტურ მოდელად აღიქმება. როგორც ნამუშევრის სახელწოდება მიგვანიშნებს, K.E. ამ ნამუშევარში ქმნის სარკეს, სადაც ტრანზიტული პროცესები უკუ დინამიკას ანხორციელებს — დიგიტალურად შექმნილი და სიბრტყობრივი, ხელნაკეთი და ხელშესახები სიცოცხლით სავსე მრავალგანზომილებიან ლანშაფტად გარდაიქმნება. უკუქცევის (ინვერსიის) იდეის მანიფესტაცია კიდევ უფრო გაღრმავებულად იჩენს თავს K.E.- ს ორმხრივ სტრუქტურაში, სადაც ყოველი ტრიბუნა-პლათფორმა მეორის ნეგატიური ხატია — შავიდან თეთრისკენ — რაც დაპირისპირებულთა დუალობის ნიშნად გვევლინება.
აქ პლათფორმათა მხარეები თითქმის იდენტურია და ამავდროულად საწინააღმდეგო — იმის და მიუხედავად, რომ ყოველი მოცემული დროის მონაკვეთში მაყურებელს შეუძლია პლათფორმის მხოლოდ ერთი მხარე აღიქვას და შესალებელია, რომ ყველა მნახველს მათ სრუილად განსხვავებული წაკითხვა ჰქონდეს, ეს ორივე ტრიბუნა-პლათფორმა ფიზიკურად მაინც ურთიერთს ამაგრებენ და ასე თანაარსებობენ ერთიან სიბრტყეში.
ერთდროულად მრავალი პერსპექტივის გაერთიანების K.E.-სეული იდეა, უშუალოდ უკავშირდება ვენეციის 58-ე ბიენალეს მთავარ კონცეფციას — „May You Live in Interesting Times“ („შესაძლოა ვიცხოვროთ საინტერესო დროში“), რახან ეს ინსტალიაცია-ობიექტი იაზრებს “დაპირისპირებულ ფენომენთა შინაგანი კავშირის” კონცეფციას და ასევე, კავშირშია ლეონარდო დავინჩის და ვლადიმერ ილიას ძე ლენინის მტკიცებულებასთან, რომ “ყველაფერი დაკავშირებულია ყველაფერ დანარჩენთან.”
K.E.-ს შემოქმედებითი კარიერის განმავლობში შექმნილი ვიდეო ნამუშევრები “REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation...”-ში პირველად არის ერთად თავმოყრილი. კონსტრუქციის დაძრულ სიბრტყეებს შორის ნაპრალში ჩაშენებული ვიდეო მონიტორები ნამუშევრებს როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ პოზიციაში გვაჩვენებენ.
თავის ვიდეო-კლიპებში Anna K.E. საკუთარი სხეულის მეშვეობით ერთი შეხედვით წარმოუდგენელ მოქმედებებს ასრულებს — თავის ობიექტების ფორმირების და კონსტრუირებისას წარმატებულად ართმევს თავს კონტროლსა და დაუინტერესობლობას შორის დაძაბულობის მართვას იმ მომენტში, როდესაც უმისამართოდ მოძრაობს თავის ქაოტურ მდგომარეობაში მყოფ სახელოსნოში.
ასეთ ვიდეოებში K.E. ანც-მოთამაშე არსებად იქცევა, რომელიც სურეალისტურ თამაშებს თამაშობს: აერთიანებს რა მომრიგებლის და მებრძოლის, მშენებელისა და დეკონსრუქტორის როლებს. ამ წარმტაც ვიდეოებში იგი შემოქმედებითი აქტის აბსურდულობას გვიჩვენებს.
2011 წლის ვიდეო ნამუშევარში "Enough Sugar", იგი ფილებიან ყუთზე მჯდომი მოძრაობს და ორი ჯოხით ისე ოპერირებს, როგორც ნიჩბებით; 2014 წლის "Multiple Keyholes", იგი საკუთარ სხეულს ფანჯრის უჯრედის ჩარჩოებს უსადაგებს; 2015 წლის "Teenage Factory"-ში კი K.E. საკუთარ სხეულს გარსშემოხვეული ხელებით რაღაც უჩინარ დაპირისპირებულ ძალას ებრძვის.
ამ ვიდეო-კლიპებში ანნა ხან მომრიგებლის და ხან მებრძოლის როლს ირგებს, ხან შემქმნელი და მაშენებელია და ხან დამანგრეველი — ეს ყველაფრი ყოველთვის მის საკუთარ სახელოსნოში ხდება და ამით იგი მიგვითითებს შემოქმედებითი აქტის აბსურდული ბუნების შეგნებულობაზე.
“REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation...”-ის სტრუქტურის ზედაპირზე უსისტემოდ მიმოფანტულია პოლირებული რკინისგან გაკეთებული, ონკანების მსგავსი სკულპტურული-ობიექტები, რომლებშიც წყალი განუწყვეტლივ ცირკულირებს. K.E. ამელემენტებით ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ სუბსტანციას უსვავს ხაზს. წყალი მუდმივობას, განწმენდასა და ენერგიას გულისხმობს და საქართველოს ტერიტორიაზე მრავლად არსებულ „წმინდა” სამკურნალო (ასეთად თვლის მათ მოსახლეობა) მინერალურ წყლებზე მიუთითებს. ვერცხლისფერი ონკანების იეროგლიფური ფორმები ქართული ანბანის, ასომთავრულის პროტოტიპებია, რომელიც ძ.წ. 430 წელს გაფორმდა. ქართული წერის ეს ფორმა, დღეს მე-19 საუკუნეში გაფორმებული “მხედრული” შრიფტით არის ჩანაცვლებული. ზოგადად ქართული ანბანი უნიკალურია, მისი წარმომავლობა ჯერ კიდევ გაურკვეველია და მისი სხვა დამწერლობებთან პირდაპირი კავშირის მოძიება არ ხერხდება.
“REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation...”-თვის K.E. ამ ასომთავრულის ანბანით ინგლისურ სიტყვას “deranged” მარცვლავს, ისე, რომ არ თარგმნის ქართულად. ვენეციის ბიენალეს კონცეფციასთან თანხვედრაში, K.E. ენის სტრუქტურას და თარგმანს აყენებს ეჭვქვეშ, რომელთა მეშვეობითაც ინფორმაციის და მნიშვნელობის გავრცელება ხდება. სიტყვა „deranged” თავისმხრივ ნიშნავს რაღაცას, რაც ირაციონალური და არასტაბილურია, არასწორად თარგმნილი ან „ალტერნატიული ფაქტი“, რომელიც არღვევს კავშირს ენას, ფორმასა და პერცეფციას შორის. ამ ყველაფრით კი Anna K.E. მიგვანიშნებს, რომ სისტემები და ინსტიტუციები, რომლებიც უდრეკი იყო საუკუნეების განმავლობაში, დღეს უკვე ძალიან ფასადური, ხელოვნური და ძალდატანებით დაბალანსებული საზოგადოებრივი სხეულებია — შეიძლება ითქვას კოლაფსის ზღვარზე მყოფი. Anna K.E.-ს ნამუშევრები ყოველთვის გვახსენებს იმ ფუნდამეტურ მახასიათებლებს, რომლებიც ადამიანებს გვაერთიანებს და გვხდის ადამიანებად.