პიონერი, თანამედროვე ხელონების გალერეა ართბითი დაფუძნდა თბილისში (საქართვველო). გალერეა წარადგენს სახელოვნებო სივრცეში დამკვიდრებულ და დამწყებ ხელოვანებს.

2014-17 წლებში გალერეამ დაიწყო მოგზაურობა, როგორც ექსპერიმენტალურმა სივრცემ. ართბითის მოძრავი გალერეა საზღვაო კონტეინერს წარმოადგენს და ყოველი გამოფენისთვის სხვადასხვა ადგილას ჩერდება. ის თანამედროვე ხელოვნებას საქართველოს პერიფერიულ რეგიონებს აცნობს, სადაც მუზეუმები და გალერეები ვერ ფუნქციონირებს. 2017 წლის ოქტომბერში გალერეამ თბილისის შუაგულში პერმანენტული სივრცე აღმოაჩინა.

გალერეა აქტიურად მოღვაწეობს საერთაშორისო სახელოვნებო სცენაზე, თანამშრომლობს წამყვან მუზეუმებთან და ინსტიტუციებთან, მაგ., როგორიცაა: NADA Miami, Untitled Miami, Art Dubai, Artissima, Art Cologne.

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ხელოვანების შემოქმედებით მოგზაურობას, წავახალისოთ კულტურული აქტივობები, როგორც ლოკალურად, ისე მის ფარგლებს გარეთ, ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მოვნიშნოთ საქართველო სახელოვნებო რუკაზე.