წინა შემდეგი

ნინა კინწურაშვილი და თამო ჯუღელი - ლიმენი

5 ივნისი - 27 ივლისი, 2021

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7, მესტია, საქართველო

გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ თამო ჯუღელის და ნინა კინწურაშვილის ჯგუფურ გამოფენას, 'ლიმენი'.

ლიმენი სავაჭრო ცენტრია დილის 4 საათზე.
ლიმენი სკოლის სათამაშო მოედანია კვირა შუადღეს.
ლიმენი თბილისის ბაზარია პანდემიის დროს.
ლიმენი მოსაცდელი ოთახია.
ლიმენი ავტობუსის გაჩერებაა იანვარში.
ლიმენი დეზობარიერია.
ლიმენი მშენებლობის ადგილია.
ლიმენი ქარია სანამ დაუბერავს.
ლიმენი ზოოპარკია.
ლიმენი წვიმაა წყალდიდობამდე.

ლიმენი წარმოგიდგენთ ორი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის, ნინა კინწურაშვილის და თამო ჯუღელის პირველ სამუზეუმო გამოფენას, რომელიც სუბიექტურად ახდენს რეფლექსიას ლიმინარულ კონდიციებზე. გარდამავალი და ლიმენარული სივრცეების კვლევა იდენტობის პარადიგმის დრო-სივრცულ გაშლას ექვემდებარება, სადაც რეპრეზენტირდება შუალედური, გარდამავალი / აბივალენტური კონდიციები. მის წიაღში სუბიექტი ემიჯნება ნორმატიულ კონტექსტებსა და გადადის ტრანზიტულობის პროცესში, რაც გულისხმობს ირაციონალურისა და რაციონალურის, ორგანულისა და სტერილურის, წარმოსახვით ზოომორფულისა და ანტროპომორფულის ზღვარზე ყოფნას.

ორივე ხელოვანი თითქმის იმავე ასაკისანი არიან, რაც დამოუკიდებელი საქართველოა და ორივე გაიზარდა გაურკვევლობის, ტრანსფორმაციებისა და კოლექტიური კულტურული იდენტობის ძიების დროს. ქართველმა ახალგაზრდებმა ეკლექტურ გარემოში გადაადგილებისას, რომელიც სავსეა კულტურული პარადოქსებითა და mix’n’match-ის პრაქტიკით, განავითარეს ყოველდღიურობაში გაბატონებულ კოდებზე დაფუძნებული ახალი ვიზუალური ენა, რომელიც იღებს სათავეს დასავლური ანიმაციიდან, პოპისგან, ქართული საკრალური არტეფაქტებისგან, 'second-hand' კაპიტალიზმისგან და საბჭოთა პროპაგანდის ნარჩენებისგან და ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც ქვეყანა რუსეთიდან და გვიანდელი საბჭოთა კოლონიალიზმიდან დამოუკიდებელ ერად ყალიბდებოდა.

გამოფენა არის აბსურდისტული, საკრალური, არქიტექტურული სივრცის დეკონსტრუქცია, სადაც კოლექტიური ქვეცნობიერის სხვადასხვა კოდებმა თავიანთი ნიშანი დატოვეს და სადაც ამ უცნობი სივრციდან ამოგლეჯილი და გადაადგილებული ობიექტები ელიან მათ საბოლოო დანიშნულების ადგილს.

ლიმინალობის მიღება წარმოადგენს უნიკალურად ავთენტური პათოსისაგან და მყარი იდენტობისგან დაშორების მცდელობას. ლიმინალური სივრცის ესთეტიკა მდებარეობს იქ, სადაც ორ სხვადასხვა სივრცეს ან ყოფნის მდგომარეობებს შორის ტრანზიციას აქვს ადგილი. ტიპიურად ეს მიტოვებული ანდა ხშირ შემთხვევაში ცარიელი ადგილებია, მაგალითად, დილის 4 საათზე მოლები ან სკოლის დაცარიელებული დერეფნები ზაფხულში.


თამო ჯუღელი (დაბ. 1994) საქართველოში დაფუძნებული ახლგაზრდა ხელოვანია. 2013-17 წლებში ის სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკუტელტზე საქართველოს დავით აღმაშენებელი უნივერსტეტში და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყო ხატვა. მალე მისი მენტორი გახდა საერთაშორისოდ ცნობილი, ქართველი მხატვრი და მწერლი, გია ეძგვერაძე.

თამო ჯუღელის ფერწერა არაცნობიერი იმპულსების ანაბეჭდებს ატარებს, როგორც ხაზოვანი, ისე ფერადოვანი ფაქტურით. მარტივი ელემენტებისგან შემდგარი ფიგურები, ფერისა და ფორმის ინტუიტური ნაკადი კომპლექსურ და დინამიურ ქსელს აყალიბებენ, ზოგგან ღებულობენ ფორმას და ზოგგან კი - აბსტრაქციებად იშლებიან სიბრტყეზე. თითოეული ელემენტი ფიგურასა და სიბრტყული დეკონსტრუქციის ზღვარზეა. მოცემულ სისტემაში ვიზუალური ნიშნები სკულპტურულ, დენად, სივრცობრივ განზომილებას ადგენენ და თავის ავტონომიურობას ქმნიან. ჩვენ ტრანსგრესიასა და სუბლიმაციას, რაციონალურსა და ირაციონალურს შორის თამაშის მოწმენი ვართ.

ნამუშევრები თავისუფლად იკითხება, როგორც ცოცხალი და ირაციონალური მოძრაობის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებსაც თავიანთი მასშტაბი, სივრცე და საზღვრების გადალახვის დაუსრულებელი სურვილი გააჩნია.

ნინა კინწურაშვილი დაიბადა 1992 წელს, თბილისში, საქართველოს რესპუბლიკაში. ნინა სხვადასხვა დისციპლინაში მომუშავე ხელოვანია. მან დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ფერწერის მიმართულებით, შემდეგ კი მოიპოვა მაგისტრის ხარისხი აიოვას უნივერსიტეტში, სადაც პარალელურად ასწავლიდა ბაკალავრის სტუდენტებს.

ფერწერასა და გრაფიკისთან ერთად, ხელოვანი მუშაობს სხავადასხვა დისციპლინებში, როგორიცაა: ვიდეო, საუნდი, ციფრული მედია, პერფორმანსი და სკულპტურა. მისი ნამუშევრები წარმოადგენს აბსტრაქტულ დეკონსტრუქციას და რეფლექსიას გენდერზე, თეოლოგიასა და მისტიციზმზე, ცენზურის კულტურულ პარადოქსებსა და მატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ის მუშაობს კოლექტიურ ქვეცნობიერში არსებულ გამოსახულებებთან და გადააქვს ისინი ნეიტრალურ, სტერილურ სივრცეში სადაც ხდება მათი ხელახლა გამოკვლევა, გადაფასება და განლაგება. მიმდინარე პროცესში ხელოვანს აინტერესებს პატრიარქალური წარსულის ექსკავაცია, სადაც ქალის ფიგურა იბრუნებს დაკარგულ ადგილს ქვეყნის ისტორიასა და კულტურული მემკვიდრეობის შექმნის დროს, სადაც ხშირად რეალობის ჩანაცვლება ხდება ფიქციური ნარატივებით, ხოლო წარსულის მზერა ნოსტალგიის ნაცვლად ფუტურისტული მიდგომით იცვლება.

სოლო პროექტებთან ერთად, ნინას ნამუშევრები გამოფენილია ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები გამოიფინა: Tate Modern-ში ‘Future Late’ შოუს ფარგლებში, რომელსაც Tate Collective უწევდა კურირებას, Chicago Wetpaint Biennial in Zhou B Gallery, Ortega Y Gasset Projects (ნიუ-იორკი) და PS1 (აიოვა).