წინა შემდეგი

გიო სუმბაძე და ფრანჩესკა კროტი - Maps of Nowhere

17 დეკემბერი, 2021 - 6 თებერვალი, 2022

გალერეა ართბითი, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი, საქართველო

გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ  გამოფენას  ‘არსად ყოფნის რუკები’, რომელიც გიო სუმბაძისა და ფრანჩესკა კროტის კოლაბორაციული პროექტია.

ლაგუნა ვერეს ფოტოგრაფია

- ლაგუნა ვერე სად: გვიანი საბჭოთა კავშირის აკვა კომპლექსი ლაგუნა ვერე, რომელიც თბილისში, საქართველოში მდებარეობს დღესდღეობით უყურადღებოდ მიტოვებული შენობაა.

- როდის: ამჟამად ეს არქიტექტურული პროექტი ტრანსფორმაციულ პროცესშია,  გამოიყურება სტატიურად, მიუწვდომელი, დახურულია გარესამყაროსთვის, მოკლებულია ყოველგვარ კავშირს და სისტემის რეაქტიული სიკვდილის გზას ადგას.

- რატომ ნანგრევი: დანგრეული ობიექტის იდენტიფიცირება ემსახურება სპეკულაციურ რეფლექსიას თუ როგორ შეიძლება იგი საკუთარ გარემოს ხელმეორედ დაუკავშირდეს ახალი კავშირების აღმოჩენის გზით: ახალი სხეულები, ობიექტები და ჩვევები ახლებურ დენად დეტერმინაციებს უყრიან თავს და შეღწევადს ხდიან, რათა მათი ვირტუალურ სივრცეში პროექცია განახორციელონ, გაზარდონ მიტოვების განგრძობადი ციკლი და განმეორებადი ფუნქცია - ამაღლებული მდგომარეობასთან დაპირისპირება მოდის ძალადობის, უძლურების და პასიურობის პირობებიდან არქიტექტურულ სივრცეში ‘სხეულებრივი’ ჩარევის გზით. მეტიც, სწორედ რომ მიტოვებული და დანგრეული შენობის ესთეტიური განზომილებაა, რაც ადამიანში წარმოქმნის სათანადო ესთეტიურ აზროვნებას და მისი გამოცდილების თვისებად გაგებას, რომელიც სენსორულად პირდაპირ განიცდება და აქტიურად კავშირში მოდის. ნანგრევი პოტენციურ მოქმედებებს უხმობს. სხეული იგივეა, რაც ტექნიკური ინსტრუმენტი, რომელიც წარმოსახული ობიექტის მოდულირების შესაძლებლობებს უხსნის გზას, მოწოდებულია მოქმედებისკენ, ‘მოქმედების სიამოვნებისკენ’ (Simondon, Gilbert. Sur la technique. Paris: PUF, 2014. გვ.383.), პრაქტიკისკენ.  ეს მოხდა ტექნიკური ხელსაწყოების და საგნების მქონე გამოქვაბულში მცხოვრები პრეისტორიული ადამიანისთვის, შეიარაღებული ხელოსნის, მედიუმსა და მედიაში მომუშავე არტისტის და (ყველაზე ხშირად) სივრცეში მოქმედი ათლეტის შემთხვევებში.

- როგორ 1. ფოტოგრაფიული მედია სრულიად ბუკვალურად აჩარჩოებს ადგილისმიერ პერცეპციებს მიმდინარე მდგომარეობაში და მას უპირისპირებს ჩვენს სხეულებს (ექსტერნალური სხეულების სახით, რომლებიც ექსტერნალურ ჩვევებს მისდევენ), საბოლოოდ კი გარემოს რეაგირებას აღწერენ. აქტუალობის ფრეიმინგი პოტენციის გამოსახვის მიზნით (კამერაში როგორც სხეულებრივი ორგანოს გაფართოებაში ყურება, ვირტუალობის თვალი, სხეულის სიძლიერის ზრდა).
2. ფოტოგრაფიული პროდუქცია კომბინირებული იქნება გრაფიკულთან: მოქმედებათა ჩანაწერები, შეხვედრები და დაკვირვებები, რომლებიც სხვადასხვა ადგილზე სტუმრობისას მოხდა იქცევიან არქიტექტურული ობიექტების და მათი კონტექსტის რეტროსპექტიული რეფლექსიის და იმიჯის კონსტრუირების ინსტრუმენტად. როგორც კამერა სხეულის ძალის გაძლიერებაა, ისე წერილობით გადმოცემული მეხსიერება წარმოადგენს გონების უნარის გაფართოებას. მათ აერთიანებთ სხეულის და გონების ქაღალდზე გადატანა. კონკრეტული მოძრაობების მეხსიერების შერწყმა ზოგად კონტექსტუალური სიტუაციის ბუნდოვან გააზრებასთან (გარე პერსპექტივიდან აღქმული) სივრცის იმიჯის აგების ინფორმირებას ახდენს.

 სუმბაძის მაინდ რუქებთან კავშირი - არსად ყოფნის რუკა: ‘ასე შეიძლება მიუდგე მას (L.V.), შეხვიდე მასში, მაგრამ ბოლომდე ვერ მიაღწევ. ადრე ის იყო საჯარო, ის იყო ცენტრში, ახლა კი კერძოა, ქალაქის მოძრაობის ცენტრში, ფიზიკურად მიუწვდომელია, თუნდაც მასში შესვლის შემთხვევაში’, ის არსადაა.

გიო სუმბაძე აბსტრაქტულ ფიქციური ადგილების რუკას ქმნის არქიტექტურულ სქემებისა და პატერნული მექანიზმებით. ის იკვლევს ქალაქის არქეოლოგიას და სივრცის პერსონალურ რუკას. ერთის მხრივ ეს მეფინგი ორიენტირებულია არქიტექტურულ არტეფაქტებზე, მეორეს მხრივ - ის ფიქციურია და ატარებს სივრცის პერსონალიზებულ ელემენტებს. მისთვის არქიტექტურა პროცესუალურია და დროის მოცულობაში განიხილება.  

ნანგრევის და წყლის არქეტიპები ლაგუნა ვერეს კონტექსტში ონტოლოგიურ დატვირთვას იძენს. წყალი, როგორც განახლების და ობიექტისთვის არსებითი ფუნქციის მატარებელია - პოტენციურად მისი შემავსებელი და განმაახლებელი. არქიტექტურული პროექტი ტანსფორმაციულ პროცესშია,  გამოიყურება სტატიურად, მიუწვდომელი, დახურულია გარესამყაროსთვის, მოკლებულია ყოველგვარ კავშირს და სისტემის რეაქტიული სიკვდილის გზას ადგას.

გიო სუმბაძე მულტიმედია არტისტია. ის მუშაობს ფოტოგრაფიაში, აქვს ვიდეო ნამუშევრები, ინსტალაციები, ასევე აკეთებს გრაფიკულ დიზაინს. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია არქიტექტურაზე და ზოგადად ბუნების სტრუქტურებზე, გეგმარებაზე, რომელიც ბუნების ფორმებს ზოგჯერ იმეორებს, ზოგჯერ უპირისპირდება. როგორც თვითონ ამობობს, მისი ნამუშევრები „არქიტექტურის, დროის და სივრცის ტიპოლოგიური დოკუმენტაციაა.” ვინც/რაც სუმბაძის ობიექტივში ხვდება არტისტი იქიდან იღებს უკუ კავშირს, ეს არის მისთვის მთავარი ინსპირაცია.

გიო სუმბაძე 1990-იანი წლებიდან მონაწილეობს არტ პროექტებში, თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ კურატორებთან და არტისტებთან.

ფრანჩესკა კროტი იტალიელი არქიტექტორია, რომელიც მუშაობდა ლისაბონსა და მილანში. ის დაინტერესებულია არქიტექტურით, ფოტოგრაფიითა და გრაფიკული დიზაინით. ასევე, კროტი გახლავთ პროექტი ‘კიბე’ ჯგუფის წარმომადგენელი. ამჟამად ხელოვანი მუშაობს ძმები კაკაბაძეების N7 ეზოს ხის სპირალური კიბის კონსერვაციაზე. კონსერვაციის ინიციატივამ განაპირობა გიო სუმბაძესთან თანამშრომლობა, რომელთან ერთადაც დაიწყო ანალიზი და რეფლექსია თბილისში, გვიან საბჭოთა წყლის კომპლექსის  ლაგუნა ვერეს საქმეზე, რომელიც ამჟამად მიტოვებულ მდგომარეობაშია.