წინა შემდეგი

სიმღერები დავიწყებით კვდებიან - ჯგუფური გამოფენა

24 ივნისი - 28 აგვისტო, 2022

ართბითი, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი

ართბითი წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას ‘სიმღერები დავიწყებით კვდებიან’.

მონაწილე ხელოვანები: ადრიენ ვესკოვი, დებორა ჰანსონ მერფი, მატილდ როზიე, რომან სარო, ზოე უილიამსი, სალომე ჩიგილაშვილი, მამუკა ჯაფარიძე, მარი ყალაბეგაშვილი.

კურატორი: ანისა ტოუატი.

‘‘სიმღერები დავიწყებით კვდებიან’ აღნიშნავს წრის სიმბოლურ ფორმას, სიცოცხლის მეტაფორას, რომელიც მეორდება ენერგიის დაზოგვის აფეთქებით. წრიულ ბრუნვაზე ეს ეგზისტენციური რეფლექსია სიცოცხლის და ცვალებადი დროის აბსურდის ხაზგასმის ფორმაცაა. გამოფენა ხაზს უსვამს საგნების უმნიშვნელობას - ისინი სრულდებიან და ხელმეორედ იწყებიან, იწყებიან და ისევ სრულდებიან... ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ამ წრეზე ბრუნავენ.

მუსიკოსები ხშირად ამბობენ, რომ ‘თუ პარტიტურა სრულდება და იწყება იმავე მუსიკით ეს ნიშნავს, რომ დრო წრიულია, დრო გაუქმებულია და ჩვენ სამოთხეში ვართ. თითქოს ამან უნდა გაგვახსენოს, რომ წრის დასრულება მხოლოდ მის დაწყებას და მომდევნო წრეზე წასვლას ნიშნავს...’. ‘სიმღერები დავიწყებით კვდებიან’ ეხმიანება სეზონთა ციკლს და წრიულ და ლინეარულ დროის შესახებ საპირისპირო წარმოდგენებს ცვლის უფრო გასაგებ მიდგომად. განმეორება რეალურია, დომინანტური და ნოსტალგიით სავსეა, თუმცა იგი წინ მოძრაობს და მხოლოდ მისით იქმნება მომავალი. დროის ბორბალი ვაკუუმში არ ტრიალებს.

რამდენი სამყარო არსებობს სინამდვილეში ჩვენში, რომელთაც ვერც კი ვხედავთ ბოლომდე ყოველდღიურობაში? ბევრი საიდუმლო არსებობს, რომელთა წამორდგენა ჩვენ არც კი შეგვიძლია. არსებობს კი საიდუმლოების კარი? თუკი ეს ასეა, მაშინ ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ დაკეტილ სამყაროში?’ - ანისა ტუატი.

ადრიენ ვესკოვი (დ. 1981, საფრანგეთი) მუშაობს და ცხოვრობს პარიზში.
ხელოვანი სხვადასხვა მასალას ღია ცის ქვეშ აყოვნებს, რისი მეშვეობითაც ქმნის ნამუშევრებს. ამინდი გავლენას ახდენს ქსოვილზე, რომელიც სხვადასხვა პროცესს იწვევს: მზით გათეთრებას და მომწიფებას, ასევე, გაუფერულებას და ქსოვილში ფერის ჩაკარგვას. ‘შეიძლება, დრო ქმნის ნახატს ან შეიძლება, დედამიწამ შექმნა ნახატი. ჩვენ ახალი თაობის ჰიპები ვართ’ - ეს ფრაზა კარგად ასახავს ხელოვანის მიდგომებს. ადრიენი თავისი ნამუშევრებისთვის ხელით აკეთებს ხარაჩოს, ეს საქმე კი დურგლის სამუშაოს ელემენტებს შეიცავს და მასში მოიაზრებს ფანჯრების ან კარების საკინძებს. მის ნამუშევარში მოცემულია სკამი, საიდანაც შეიძლება ნახატის დანახვა. ჩახუტება.

მატილდ როზიე (დ. 1973, პარიზი) ცხოვრობს და მუშაობს ბურგუნდიში, საფრანგეთში.
როზიეს ნამუშევრები ძველი რიტუალების და წეს-ჩვეულებების ფსიქოლოგიური და ფიზიკური გამოცდილებისადმი ინტერესით საზრდოობს. მისი კვლევა ხშირად ფიქციურ მიმართულებებს ან ნარატივის ნაწილებს განასახიერებს, რომლებშიც თვითნაკეთი კოსტიუმები, ცხოველთა მისტიური რეპრეზენტაციები და ბუნება ზოგჯერ ბუტაფორიას, გადასაღებ მოედანს ან მარტოსულ პროტაგონისტს მიაგავს, რომელმაც ჯერ კიდევ უცხო რეალობა უნდა დაიმორჩილოს. როზიე ფერწერის, ფილმის, ცეკვის და თეატრის კომბინაციით აგებს სიზმრისეულ სიტუაციას, რომელიც მნახველს აძლევს საშუალებას დაივიწყოს დროის, სივრცის შეგრძნება, ცნობიერი და არაცნობიერი რეალობები დააკავშიროს.

რომან სარო პარიზში მცხოვრები ვიზუალური ხელოვანი და ვიდეოგრაფია. 2010 წლიდან ნამუშევრებს სხვადასხვა მასალაში (რეზინი, მასტიკა, ქაღალდი, პლასტმასი, სილიკონი) ქმნის. მისი მთავარი სახელოვნებო მიდგომა ჩვენს გარშემო არსებულ ობიექტთა არასწორი გამოყენების თემაზე კონცენტრირდება და მათ პერსპექტივაში აღქმას გულისხმობს. სარო იკვლევს თუ როგორ წარმოშობს ფანტასმაგორიული წარსულის პროექციებს შელამაზებული ტრადიციები, ჩვევები და ქცევები.

ზოე უილიამსი (დ. 1983) ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში, დიდ ბრიტანეთში.
უილიამსის პრაქტიკა მოიცავს ისეთ მრავალფეროვან მედიუმებს, როგორებიცაა მოძრავი იმიჯი, კერამიკა, სურათი და პერფორმანსი. იგი ხშირად კოლაბორაციულ ხასიათს ატარებს მის პროცესსა და შედეგში. ეს ელემენტები კომბინირდებიან და ქმნიან ყოვლისმომცველ ობიექტებსა და გარემოს, რომელიც პროვოცირებას ახდენენ კოროზიულ და შეთამაშებულ ურთიერთკავშირს ეროტიკის, ოსტატობის, მაგიის, გენდერის, ჰედონიზმის და ექსცესის ცნებებს შორის. მისი ნამუშევრები იკვლევს ობიექტთა სამომხმარებლო ღირებულებების და რიტუალების გადასვლას ისტორიასა და თანამედროვე საზოგადოებაში. საკვები ხელოვანის პრაქტიკაში წამყვან როლს თამაშობს, როგორც გაცვლის, ზიზღის და სენსუალობის ინსტრუმენტი.

სალომე ჩიგილაშვილი (დ. 1996 წელს თბილისი, საქართველო) დაამთავრა თბილისის თვისუფალი უნივერსისტეტის - ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა (VA[A]DS).
სალომე არის მულტიმედია ხელოვანი, ძირითადად მუშაობს სკულპტურაში, ფერწერასა და მიგნებულ ობიექტებზე. ხშირად ის მატერიალად იყენებს ძაფებსა და ბათქაშს.

მამუკა ჯაფარიძე (დ. 1962, თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში. მისი ნამუშევრების მედიუმი იცვლება კონტექსტიდან, სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე და მოიცავს ჰეფენინგს, საგნების და სურათების კოლექციებს და ფოტოების არქივს, რომლებიც დიდი დროის მანძილზე გროვდება, ვიდეო პროექციებს, ფოტოგრაფიას, ლინგვისტურ თამაშებს, ნახატებს, ხმის დიზაინს, პრინტებს და სხვა.

მარი ყალაბეგაშვილი (დ. 1999) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა (VA[A]DS). ხელოვანი იყენებს ურთიერთგამომრიცხაობას, როგორც ამომავალ წერტილს, რომლითაც ქმნის პირად ნარატივებსა და სვამს კითხვას - რა ხდება ‘ქატო იქა, ფქვილი - აქას’ შემდეგ. მულტიმედია ინსტალაციებით იწვევს მაყურებელს თავად ნამუშევართან ინტერაქციისთვის. ნაპოვნი, გამოყენებული და ტრადიციული მასალების (მატყლის, თიხის, აბრეშუმის...) მეშვეობით, მისი ინტერვენციები საორგანიზაციო როლს ირგებს და გარემოს დინამიკას საკუთარ კონტექსტში ყვება.

გამოფენის მხარდამჭერია სასტუმრო რუმსი თბილისი.