წინა შემდეგი

Beijing International Art Biennale 2017

24 სექტემბერი - 15 ოქტომბერი, 2017

The National Art Museum of China, Beijing, China

მონაწილებენ: მაკა ბატიაშვილი, ირაკლი ბუგიანი, ვახო ბუღაძე, გიორგი გაგოშიძე, კაკო თოფურია, ლევან მინდიაშვილი, მაია ნავერიანი, ლადო ფოჩხუა, ბესო უზნაძე

მაკა ბატიაშვილი (დ. 1975, თბილისი, საქართველო)

მაკა ბატიაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1997 წელს დაამთავრა სახვითი ხელოვნების განხრით და მას შემდეგ მუშაობს ზეთით ფერწერაში, გრაფიკის, ფოტოგრაფიისა და ფილმის სფეროში. მისი მხატვრული ნამუშევრები ასახავს ყოველდღიურ სცენებს. სიუჟეტის მიღმა ბატიაშვილი ეხება ეგზისტენციალურ საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლე და სიკვდილი. მის შემოქმედებაში ყოველდღიური ცხოვრება ემსგავსება სათამაშო მოედანს, სადაც სხვადასხვა სცენები თამაშდება. მარტივი ფიგურები და ინტენსიური ფერები ბატიაშვილის ფერწერაში ქართული და ევროპული ადრეული მოდერნისტული მხატვრობის ტენდენციებს იზიარებს. ბატიაშვილის შემოქმედება წარმოადგენს ტრადიციული და თანამედროვე მხატვრობის საინტერესო გადაკვეთას და ავითარებს ხატვის დამკვიდრებულ ტრადიციას პოპულარულს საქართველოში .
მაკა ბატიაშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო.


ირაკლი ბუგიანი (დ. 1980, თბილისი, საქართველო)

ბუგიანმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2001 წელს დაასრულა სახვითი ხელოვნების განხრით. ამის შემდეგ მან სწავლა გააგრძელა ნატიფი ხელოვნების სკოლაში რუანში, საფრანგეთში და სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში კარლსრუეში, გერმანიაში. 2010 წელს მაგისტრის ხარისხი აიღო ხელოვნების ისტორიაში დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტში გერმანიაში. 

ბუგიანი მუშაობს ფერწერასა და კოლაჟებზე. მის ნამუშევრებში ასახულია ადამიანებისგან დაცლილი არქიტექტურის ინტერიერი და ექსტერიერი. ტილოზე ზეთის უხეში მონასმებით შექმნილი აბსტრაქტული გამოსახულება ჯერ კიდევ დაუსრულებელი ნამუშევრის შთაბეჭდილებას ტოვებს. იმპრესიონისტული პეიზაჟები, ზღვის ხედები და ფერდაკარგული პორტრეტები ადამიანის მეხსიერების გამოგონილსა და ისტორიულ ფაქტებში მოგზაურობას ასახავენ. არჩეული თემა და სტილის კომბინაცია მშფოთვარე გაურკვევლობას ქმნიან.
ირაკლი ბუგიანი ცხოვრობს და მუშაობს დუსელდორფში, გერმანია.


ვახო ბუღაძე (დ. 1964, თბილისი, საქართველო)

ვახო ბუღაძის ძრითადი სამუშაო მედიებია: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება. არტისტი ინსპირაციას იღებს მისი უშუალო გარემოდან, იმ ადგილებიდან, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა. ხატავს ძველ თბილისს, იპოდრომს. მის ნამუშევრებში რეალური ლოკაცები და მათი მითოლოგია თითქოს ერთმანეთს უერთდება. ვახო ბუღაძისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორია ინტიმი, რომელსაც ის როგორც გარკვეულ ტოპოსთან, გარემოსთან მიმართებაში, ისე ადამიანის სხეულის გამოსახვისას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მისი როგორც მოქანდაკის განსაკუთრებული გამოცდილება - პლასტიკურობა, სხეულებრიობის და ინტიმის განცდა, რაც მისი ნამუშევრებიდან მოდის, სწორედ მის თავდაპირველ სამუშაო მედიუმს უკავშირდება.


გიორგი გაგოშიძე (დ. 1983, თბილისი, საქართველო)

გიორგი გაგოშიძის ძირითადი სამუშაო დარგია ფერწერა და გრაფიკა. მისი ნამუშევრები ინსპირირებულია მთიანი ლანდშაფტებით, იმ გარემოთი, რომელშიც იზრდებოდა მხატვარი. მას აქვს სერიები: აბასთუმანისახელოსნოს ვერანდიდან სადაც გარემოს რეალური სახე განზოგადებულია და აბსტრაქციას უახლოვდება. ამჟამად არტისტი აბსტრაქციასა და პეიზაჟს შორის საზღვარს ხატავს. კონტრასტული ფერადოვანი ლაქები, სიბრტყისა და ხაზის მონაცვლეობით, აბსტრაქტულად, რიტმულად განლაგებული მომრგვალებული სიბრტყეები ხან მთებთან იწვევს მნახველში ასოციაციას, ხან უბრალოდ აბსტრაქტულ ფორმებად, ესთეტურ შეხამებად აღიქმება.
გიორგი გაგოშიძე ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2016- ბაია გალერეა, თბილისი, საქართველო; 2015- Inner Mountains, უჟუპისის არტ ინკუბატორი, გალერეა გალერა, ვილნიუსი, ლიტვა; 2012 - გალერეა ვერნისაჟი, თბილისი, საქართველო; 2010 - ღია გალერეა, ფონდი ღია საზოგადეობა საქართველო, თბილისი, საქართველო; 2009 - გალერეა ვერნისაჟი, თბილისი, საქართველო; 2007 - გალერეა ვერნისაჟი, თბილისი, საქართველო.


კაკო თოფურია (დ.1960, თბილისი, საქართველო)

კაკო თოფურია უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით სწავლობდა, თუმცა დამოუკიდებლად პირველივე წლებიდან ხატავდა, - მის არტისტად ჩამოყალიბებაში დიდი როლი პერსონალურმა გამოცდილებამ ითამაშა. არტისტი მუშაობს ფერწერაში, სკულპტურაში, გრაფიკაში და ქსოვილში. ასევე მუშაობს ლანდშაფტის დიზაინზე. არტისტის სკულპტურული ნამუშევრები ძირითადად მასალის მიხედვით ჯგუფდება. ლითონი, ხე, პაპიემაშე და ბეტონი მის ქანდაკებებს სხვადასხვა ფაქტურას და ხასიათს აძლევს. ფერწერულ ნამუშევრებს მკვეთრი, ხალისიანი ფერადოვნებით უფრო ხშირად ზეთის, აკრილის, გუაშის საღებავებით ასრულებს. ძირითადად ხატავს პორტრეტებს, ცხოველებს და პეიზაჟებს. ადამიანის ფიგურები და ცხოველები მაქსიმალურად გამარტივებულია. ერთიან ლაქებს სქელი კონტური შემოწერს. სურათები ხშირად ბავშვის ნახატებსაც მოგვაგონებს. უფრო დეკორატიულია გობელენები, სადაც მხატვრის პერსონაჟები ბევრად უფრო დიდ ფორმატზეა გადატანილი. ნამუშევრების პირობითად შერჩეული სათაურები გარკვეულ ასოციაციებს იწვევს, თუმცა კონკრეტულ სიუჟეტს ან ამბავს არ გულისხმობს, - სურათების ინტერპრეტაციას მხატვარი მაყურებელს მიანდობს.


ლევან მინდიაშვილი (დ. 1979, თბილისი, საქართველო)

მინდიაშვილის შემოქმედება ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა მეხსიერება და იდენტობა, აქტუალური საკითხები საქართველოს პოსტ-საბჭოთა კულტურისთვის, სადაც არტისტი დაიბადა. როგორც სუბიექტისა და ობიექტის დიქოტომიას, მინდიაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზღვარს პირადსა და საჯაროს შორის. ნამუშევრების სერია, წარმოდგენილი საზღვრებში, ფრაგმენტულად ასახავს დიალოგს ადამიანის ინტიმური ფიზიკური სივრცისა და ნიუ-იორკის გარეუბნის არქტექტურის ექსტერიერს შორის.
ლევან მინდიაშვილი ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში, აშშ.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები: 
2016 - (extra)ordinary, the Hollows, ნიუ-იორკი, აშშ; Aesthetics of Repair in Contemporary Georgia, Tartu Art Museum, ტარტუ, ესტონეთი, 2015 - Structures, The Manny Cantor Center, New York, USA; KIOSK, Odetta Gallery, ნიუ-იორკი, აშშ; Suites for Unintended Archeology, the Vazquez Building, ნიუ-იორკი, აშშ; 2015 - Heritage, RICHMIX ხელოვნების ცენტრი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2014 - Borderlines, the Lodge Gallery, ნიუ-იორკი, აშშ; 2014 - Crossing the Boundaries, AT388, როტერდამი, ნიდერლანდები; 2013 - ურბანული იდენტობები, Kunstraub99 Art Gallery, კელნი, გერმანია; 2011 - Movistar Arte Joven 2011, Borges კულტურული ცენტრი, ბუენოს აირესი, არგენტინა.


ლადო ფოჩხუა (დ. 1970, სოხუმი, საქართველო)

ლადო ფოჩხუა ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი არტისტია. ფოჩხუა დაიბადა საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს 1970 წელს, სოხუმში. 1993 წელს დაასრულა სწავლა სოხუმის სამხატვრო სკოლაში. 1992-93 წლებში სამხედრო კონფლიქტის შედეგად არტისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი და სხვა ლტოლვილებთან ერთად თბილისის მახლობლად, წყნეთში დასახლდა. 2001 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერისა და ბეჭდური გრაფიკის მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ პერიოდულად ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყებში: საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და აშშ. ფოჩხუა წლების განმავლობაში ეუფლებოდა აკადემიურ ცოდნას, აინტერესებდა კლასიკოსი მხატვრების ხელწერა და გამოცდილება. მისი შემოქმედების სხავდასხვა პერიოდები ახალი ტექნიკებისა და მედიების ათვისებას დაეთმო. არტისტი ხელით ხატავს, მუშაობს კალმით და ტუშით ხშირად დიდ ფორმატზე. მისთვის საინტერესოა კლასიკური სახეების და ხელწერის ახალი ფორმატით რეპრეზენტაცია. არტისტის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო 2009 წელს პრაღის ბიენალეზე საქართველოს პავილიონში. მისი სოლო გამოფენა მოეწყო 2013 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში; ამავე წელს მისი ნამუშევრები გამოიფინა Brooklyn Box Gallery-ში, ნიუ იორკი; 2012 წელს სოლო გამოფენა მოეწყო თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2014 წელს წარმოდგენილი იყო დუბაის ხელოვნების ბაზრობაზე.


ბესო უზნაძე (დ. 1968, თბილისი, საქართველო)

ფოტოგრაფი ბესო უზნაძე ძირითადად ფოტოპორტრეტებზე, რეპორტაჟებსა და სერიებზე მუშაობს. ინსპირაციას იღებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ჩვეულებრივი გრძნობებიდან და მოვლენებიდან, როგორიცაა: სევდა, ბედნიერება, სიყვარული, განშორება, სექსი, შიში და სიკვდილი. უზნაძის ნამუშევრებში დომინირებს პორტრეტები იმ ადამიანებისა, რომლებსაც ის ყოველდღიურად ხვდება. ამ ფოტოსურათებით იგი ყვება მათ ისტორიებს, ოცნებებსა და შიშებს. მისი ფოტოსერიებია: 2B, In The Mood for Love, Don’t Wake Me, Tbilisi Portraits, Georgians in UK, Broadway Market.

თავის ახალ ფოტო სერიაში უზნაძე ყვავილების გამოსახულებებსა და ბუნებრივი სამყაროს ესთეტიკას იყენებს. იგი აქცენტს აკეთებს ესთეტიკურად მიმზიდველ დეტალებზე და სხვადასხვა ტექნიკის კომბინირებით აერთიანებს მათ, რათა შექმნას ფანტაზია ფოტოხელოვნების, სკულპტურისა და ფერწერის საზღვარზე. ამ სურათების სხვადასხვა ნაწილები დაყოფილია და ფენა-ფენა თავსდება. ბევრი სურათი ერთიანდება ერთი გამოსახულების შესაქმნელად: ზოგიერთი ნაწილი დამალულია - დარჩენილია მხოლოდ ბუნდოვანი კვალი ფორმისა - ზოგი კი გამჭვირვალედაა ნაჩვენები სხვა სურათის შიგნით. თითოეული ნამუშევრის ენერგიასა და განწყობას დიდწილად განსაზღვრავს უზნაძის მიერ გამოყენებული ფერებით მდიდარი პალიტრა.

ამ გზით მაყურებელი ერთვება მომხიბლავ, ზოგჯერ ეგზოტიკურ, ზოგჯერ კი ბნელ სამყაროში. გამოსახულებები ერთიანია და ამავდროულად კომპლექსური და დეტალური, რაც მთლიანობაში თანმიმდევრულობისა და მთლიანობის შეგრძნებას ტოვებს.

ჯილდოები და სტიპენდიები: 2008 British Journal of Photography საერთაშორისო ჯილდო, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2003 Ian Parry-ის სტიპენდია, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2003 Metro imaging კონკურსი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.
ბესო უზნაძე ცხოვრობს და მუშაობს ლონდონი, ინგლისში.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2017 დავიწყებული ხედები, Project ArtBeat მოძრავი გალერეა, თბილისი, საქართველო; 2016 START Art Fair, Saatchi Gallery, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2016 KONTAKTPHOTOS, Black & White Gallery, თბილისი, საქართველო; 2015 PULSE არტ ბაზრობაზე, ნიუ-იორკი, აშშ; 2015 Un Homme, Chapitre III, Galerie Hors-Champs, პარიზი, საფრანგეთი; 2014 Contemporary Istanbul არტ ბაზრობაზე, სტამბოლი, თურქეთი; 2014 არტისტერიუმი, თბილისი, საქართველო; 2011 თბილისი ფოტო ფესტივალი, თბილისი, საქართველო; 2011 Les Rencontres De La Photographie, არლი, საფრანგეთი; 2010 არტისტერიუმი, თბილისი, საქართველო; 2009 ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი, Palazzo delle Esposizioni, რომი, იტალია; 2008 Taylor-Wessing Photographic Competition, ეროვნული პორტრეტის გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2004 Schweppes Photographic Competition, ეროვნული პორტრეტის გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.