წინა შემდეგი

ცვალებადი პეიზაჟი: Seascape

7 - 13 სექტემბერი, 2019

მოძრავი გალერეა, ბათუმი, საქართველო

მონაწილეობს: ქეთი კაპანაძე

ArtBeat-ის მოძრავი გალერეის პროექტი აერთიანებს სამ  გეოგრაფიულ ლოკაციას დასავლეთ საქართველოში. მოძრავი გალერეის პროექტი განხორციელდება სამი გამოფენით- ნოქალაქევში, ბათუმსა და ოზურგეთში. გეოგრაფიული ლოკაციები რამდენადმე წარმოადგენს არამატერიალურ-ლანდშაფტურ კულტურულ მემკვიდრეობას. კონტრასტულ ლანდშაფტურ ფონებზე განთავსებულ მოძრავ გალერეაში წარმოდგენილი იქნება ორი პერსონალური და ერთი დიალოგის ფორმის გამოფენა. ხელოვანების ნაწილი გალერეის მუდმივი, ხოლო ნაწილი კი მოწვეული არტისტები არიან. გამოფენების ციკლი გაერთიანებულია შემდეგი სათაურის თუ საგამოფენო კონცეფციის ქვეშ: Landscape, Cityscape, Seascape. ნოქალაქევის ისტორიული მეხსიერება, პოსტსაბჭოთა ოზურგეთი და ეკლექტური ბათუმი მკაფიოდ აღნიშნავს თუ კრავს პროექტის სათაურს. მოცემული სათაური ერთგვარი ვარიაციაა ლოკაციების, რომელთა იდენტობას განაპირობებს პეიზაჟი, როგორც ვიზუალურ-შინაარსობრივი მოცემულობა.

Seascape ეკუთვნის ბათუმს. ზღვის ხედი, ბათუმის ცენტრი, ჭრელი არქიტექტურა, რომელიც პოლიტიკური რეჟიმების ცვლის შედეგია და ეთნიკური მრავალფეროვნება ებმის ქეთი კაპანაძის გამოფენას. ქეთის ნამუშევრები ასევე მრავალშრიანია კულტურულ-პოლიტიკური ნიშნებით, თუმცა როგორც ბათუმის ეკლექტიზმს აწესრიგებს ზღვის ხედი, ისე ქეთი კაპანაძის შემოქმედებით-სტილურ ქაოსში განმსაზღვრელია არტისტის თავისუფალი დენადობა.

პროექტი დაფინანსებულია სსიპ "შემოქმედებითი საქართველოს" მიერ, რომლის მისიაც შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა.

გამოფენის გახსნა: 7 სექტემბერი, 18:00 - 20:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 7 - 13 სექტემბერი, 12:00 - 19:00, 2019
მისამართი: ფროჯექთ ართბითის მოძრავი გალერეა, ბათუმის ბულვარი, ბათუმი, საქართველო

კურატორი კონსტანტინე ბოლქვაძე

პროექტი დაფინანსებულია სსიპ "შემოქმდებითი საქართველოს" მიერ. https://www.facebook.com/creativegeorgiaLepl/