წინა შემდეგი

მაია ნავერიანი: TONGUE EXERCISES FOR SPEECHLESS PEACHES

20 აპრილი - 20 მაისი, 2018

Project ArtBeat, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი

Project ArtBeat წარმოგიდგენთ მაია ნავერიანის პერსონალურ გამოფენას - TONGUE EXERCISES FOR SPEECHLESS PEACHES

"გამოფენა სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრების კომპილაციაა(2008 - 2018), სადაც თავმოყრილია ნახატის ენის სუბიექტური ინტერპრეტაციის უამრავი ვარიაცია.
თავად სათაური სიმბოლურად იმის მინიშნებაა, რომ ენის ძიების და მისი შექმნის, გამართვის პროცესი კლიშეების ნგრევისა და სამყაროს ახლებური არტიკულირების მცდელობა შეიძლება იყოს.
ეს ერთმანეთისგან განსხვავებული, სხვადასხვა ტიპის ნახატები თითქოს ენის სავარჯიშოებია, რისი მეშვეობითაც აქამდე ნაცნობი ნიშნების და “ჩვევების” დეკონსტრუქცია, დესტაბილიზაცია უნდა მოხდეს, რის შედეგადაც ახალი დინამიკა უნდა გაჩნდეს და, შესაბამისად, ადამიანის ამეტყველების და სამყაროსთან ახლებური კომუნიკაციის შანსიც დაიბადოს." - მაია ნავერიანი.

მაია ნავერიანი (დაბ.1966 წელს, საქართველო) ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში. 1985-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო მანამდე კი მხატვარ გია ეძგვერაძესთან. 1989 წლიდან საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მისი აქტიური პროფესიული კარიერა დაიწყო 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც Vordemberger Gildewart Foundation- ის საერთაშორისო კონკურსის (სადაც Annely Juda Fine Art-მა წარადგინა) ფერწერის პირველი პრიზი აიღო. იმ დროდან მოყოლებული მაია ნავერიანი აქტიურად იფინება დასავლეთის სხვადასხვა სამუზეუმო და კომერციულ სივრცეებში, მათ შორის Fordham Gallery, Danielle Arnaud Gallery, ლონდონი; Museum Wiesbaden, ვისბადენი; Neues Kunstforum, კიოლნი; Museum Bochum, ბოხუმი; Netwerk, Aalst, ალსტი; Cirius Art Centre, კორკი; Leonard Hutton Galleries, ნიუ იორკი; CoBra Museum, ამსტერდამი და ა. შ. ასევე 2004 – 2006 წლებში იღებს მონაწილეობას პერფორმანსებში გია ეძგვერაძის მიერ შექმნილ ჯგუფთან, Everything is Alright ერთად, სხვადასხვა სამხატვრო ინსტიტუციებში, როგორებიცაა Neuer Berliner Kunstverein, ბერლინი, Museum Bohum, ბოხუმი და Museum Kunst Palatz, დუსელდორფი.

Project ArtBeat-მა წარადგინა ნავერიანის ნამუშევრები სტამბოლში - Contemporary Istanbul Art Fair 2017, კიევში - Kyiv Art Week 2017, ნიუ იორკში - PULSE (IMPULSE) NY 2015.

ფოტოები: ანგუს ლედლი ბრაუნი