წინა შემდეგი

ირაკლი ბუგიანი - გასაქცევი არსაით

21 დეკემბერი, 2018 - 17 თებერვალი, 2019

Project ArtBeat, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი, საქართველო

გალერეა Project ArtBeat და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ირაკლი ბუგიანის პერსონალურ გამოფენას, გასაქცევი არსაით, რომელიც მხატვრის ბოლო დროინდელ ნამუშევრებს აერთიანებს. 

ირაკლი ბუგიანი ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობს, ასევე მიმართავს კოლაჟის ტექნიკას. სურათებისთვის იყენებს ძველ და ახალ ფოტოებს, სხვადასხვა ვიზუალურ ინფორმაციას, ტექსტებს იმ მოვლენების შესახებ, რაც მის გარშემო, რეალურ ცხოვრებაში - სოციალურ, სამეცნიერო, პოლიტიკურ სიტუაციებში ხდებოდა ან ხდება. ბუგიანისთვის მნიშვნელოვანია თვითონ მუშაობის პროცესი და ამ პროცესის ხილვადობა ტილოებზე. იგი ზოგჯერ სპეციალურად ტოვებს ტილოზე მუშაობის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გაკეთებულ ფრაგმენტებს, თითქოს დაუმთავრებელია სურათები. 

ირაკლი ბუგიანი ცხოვრობს და მუშაობს დუსელდორფში. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებზე იყო წარმოდგენილი: “To see a world in a Grain of Sand”, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი (2016); „Crossing the boundaries”, AT388, როტერდამი, ჰოლანდია (2015); „Kunstpreis”, Kunsthalle Recklinghausen, რეკლინგჰაუზენი, გერმანია (2013); „Post Coitum Omne Animal Triste Est”, Damenundherren, დუსელდორფი, გერმანია (2012); „Zwischen Gestern und Morgen”, გალერეა 10, კარლსრუე, გერმანია (2011).