წინა შემდეგი

თამო ჯუღელი - Unnamed 2020

7 აგვისტო - 20 დეკემბერი, 2020

გალერეა ართბითი, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი

გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ თამო ჯუღელის პერსონალურ გამოფენას ‘Unnamed 2020'.

სახელი ‘Unnamed' ახალი პერსპექტივებისა და აუთვისებელი ტერიტორიების მონიშვნის მცდელობაა, სადაც ენობრივი და საგნობრივი კავშირების დეკომპოზიციის გზით ხდება ფორმების გამოთავისუფლება მათი შინაარსებისგან და კულტურულ-ნორმატიული ჩარჩოებისგან. სანაცვლოდ კი იქმნება ახალი იდეების, შთაბეჭდილებებისა და განცდების მიღების პოტენციალი.

თამო ჯუღელის ფერწერა არაცნობიერი იმპულსების ანაბეჭდებს ატარებს, როგორც ხაზოვანი, ისე ფერადოვანი ფაქტურით. მარტივი ელემენტებისგან შემდგარი ფიგურები, ფერისა და ფორმის ინტუიტური ნაკადი კომპლექსურ და დინამიურ ქსელს აყალიბებენ, ზოგგან ღებულობენ ფორმას და ზოგგან კი - აბსტრაქციებად იშლებიან სიბრტყეზე. თითოეული ელემენტი ფიგურასა და სიბრტყული დეკონსტრუქციის ზღვარზეა. მოცემულ სისტემაში ვიზუალური ნიშნები სკულპტურულ, დენად, სივრცობრივ განზომილებას ადგენენ და თავის ავტონომიურობას ქმნიან. ჩვენ ტრანსგრესიასა და სუბლიმაციას, რაციონალურსა და ირაციონალურს შორის თამაშის მოწმენი ვართ.

ნამუშევრები თავისუფლად იკითხება, როგორც ცოცხალი და ირაციონალური მოძრაობის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებსაც თავიანთი მასშტაბი, სივრცე და საზღვრების გადალახვის დაუსრულებელი სურვილი გააჩნია.

თამო ჯუღელი (დაბ. 1994) საქართველოში დაფუძნებული ახლგაზრდა ხელოვანია. 2013-17 წლებში ის სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკუტელტზე საქართველოს დავით აღმაშენებელი უნივერსტეტში და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყო ხატვა. მალე მისი მენტორი გახდა საერთაშორისოდ ცნობილი, ქართველი მხატვრი და მწერლი, გია ეძგვერაძე.

თამო ჯუღელი თავის შემოქმედებაში მთავარ მიზნად მიიჩნევს აითვისოს და გამოხატოს ვიზუალური ენით ელენ სიქსუს კონცეპტი - ‘L’écriture feminine', წარმოადგინოს ახალი ფემინური ვიტალობის გაერთიანებული სივრცე და სული მის ნახატებში. გეომეტრიული ფორმები და ფიგურები წარმოადგენენ მეტაფიზიკურ ნიშნებს და გარდაიქმნებიან სხვადასხვა ფეთქებად ტეხილ სივრცეებად, განსხვავებული პერსპექტივის მქონე სიბრტყეებად და სხვადასხვა ემოციურ შრეებად. დიდი ზომის ნამუშევრები შერეულ მედიუმში მათ შორის მრგვალი და ოვალური მოყვანილობის მცირე ფორმატის ტილოები მისი მთავარი მიზნის რეპრეზენტაციის მაგალითია.

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:
2019 - NADA Miami, მაიამი, აშშ; The Institut für Alles Mögliche, არტისტული რეზიდენცია, ბერლინი, გერმანია; ‘Handler' - ჯონ რიფენჰოფი, გალერეა ართბითი, თბილისი, საქართველო; თბილისის სახელოვნებო ბაზრობა, თბილისი, საქართველო; ‘You Know What?! I don't Have a Good Feeling about Cakes Around Here', გალერეა ართბითი, თბილისი, საქართველო; 2018 - არტ-ვილა გარიყულა, სახელოვნებო რეზიდენცია, გარიყულა, საქართველო; არქეტიპები, Art Up - Street Gallery, ბათუმი, საქართველო.

ფოტოები: ანგუს ლედლი ბრაუნი