წინა შემდეგი

გიო სუმბაძე - წმინდა ჰაერის საქმე

მოძრავი გალერეა, ორბელიანის მოედანი, თბილისი, საქართველო

ართბითის მოძრავი გალერეა ქარავანი x ედუკოსთან ერთად წარმოგიდგენთ გიო სუმბაძის ვიდეო ინსტალაციას, ‘წმინდა ჰაერის საქმე’, რომელიც 2001 წელს არნემში, ‘Sonsbeek 9’ ფარგლებში იყო წარმოდგენილი.

‘წმინდა ჰაერის საქმე’ არქიტექტურული კონტექსტის ვიდეო ნამუშევარია, რომელიც აერთიანებს ორ ლოკაციას კრონინბერგის სავაჭრო ცენტრსა და ევსების ტაძარს. გიო სუმბაძე ამ ორ სივრცეში აქცევს ურთიერთსაპირისპირო მოცემულობებს, სადაც პროფანული ე.ი. ყოფითი გარემო, სივრცე და დრო დაპირისპირებულია საკრალურ სივრცესთან. საკრალურ სივრცეში ვხედავთ პროფანული (კომერციული) გეოგრაფიული წერტილის კონენბერგის სავაჭრო ცენტრის ვიდეო გამოსახულებას, რაც ერთგვარ შეპირისპირებაზე მიუთითებს ამ ორ სივრცულ-დროით მოცემულობებს შორის.

‘სინამდვილეში ეს გამოსახულება მომდინარეობს ევსების კოშკიდან, საბოლოო ვიზუალური შედეგი კი ნაჩვენებია კრონენებერგში. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მე ავდივარ და ჩამოვდივარ ევსების კოშკის სპირალურ კიბეზე და ვიდეოს საშუალებით ვიწერ სპირალისებრ მოძრაობას. ვიდეო იმიჯები იმგვარად მონტაჟდებიან, რომ შემდგომ მათი გაშვება შეიძლება სამ განსხვავებულ მონიტორზე. ისინი შექმნიან ერთგვარ მობიუსისებრ ეფექტს, რათა ერთის მხრივ გააკეთონ მითითება თავად ევსების კოშკზე და მეორეს მხრივ მოახდინონ რეფლექსია კრონენბერგის სავაჭრო ცენტრის ირგვლივ აღმართულ საცხოვრებელ სახლებზე. ამგვარად, თქვენ მიიღებთ სივრცულ წყვეტას, კონკრეტული ადგილმდებარეობის სივრცული გამოცდილების გამოცალკევებას. აქედან გამომდინარე, მე მსურს ჩემმა ნამუშევარმა შექმნას უფრო მსუნთქავი სივრცე კრონენბერგის ორომტრიალში - მე გაცნობიერებულად მაქვს შერჩეული ის ადგილი, სადაც ვიზიტორებს ექნებათ დროებით მაინც ამ სრულებით კომერციალიზებული სივრციდან თავის დაღწევის საშუალება უფრო სხვა ორომტრიალში გადაშვების გზით’ - გიო სუმბაძე.

გიო სუმბაძე მულტიმედია არტისტია. ის მუშაობს ფოტოგრაფიაში, აქვს ვიდეო ნამუშევრები, ინსტალაციები, ასევე აკეთებს გრაფიკულ დიზაინს. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია არქიტექტურაზე და ზოგადად ბუნების სტრუქტურებზე, გეგმარებაზე, რომელიც ბუნების ფორმებს ზოგჯერ იმეორებს, ზოგჯერ უპირისპირდება. როგორც თვითონ ამობობს, მისი ნამუშევრები „არქიტექტურის, დროის და სივრცის ტიპოლოგიური დოკუმენტაციაა.” ვინც/რაც სუმბაძის ობიექტივში ხვდება არტისტი იქიდან იღებს უკუ კავშირს, ეს არის მისთვის მთავარი ინსპირაცია.
გიო სუმბაძე 1990-იანი წლებიდან მონაწილეობს არტ პროექტებში, თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ კურატორებთან და არტისტებთან.

სამუშაო საათები: 17-18 ოქტომბერი, 17:00-22:00