Art Dubai 2019
წარდგენილი არტისტები: ავთო მესხი და ირაკლი ბუგიანი
ავთო მესხი
Project ArtBeat თანამადროვე ხელოვნების ბაზრობა, Art Dubai 2019-ზე წარადგენს მეოცე საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ, ნონკომფორმისტ ხელოვანს, ავთო მესხს. ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ შექმნილი 1984 წლიდან მოყოლებული 2000 წლებამდე შესრულებული ნამუშევრები.
ავთო მესხი ინტროვერტული პიროვნულობისა და მისი ტრაგიკული ცხოვრებიდან გამომდინარე, ქართველი და საერთაშორისო დამთვალიერებელი ნაკლებად იცნობს. ამიტომ, გამოფენა, პირადად ცნობილი, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართულ სახელოვნებო სივრცეში, რომელიც ერთი წლის წინ, Project ArtBeat-ის გალერეში ჩატარდა.
ხელოვანი 1946 წელს, თბილისში დაიბადა. ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისსა და რუსთავში. Project ArtBeat-მა ქართველი მხატვარი აღმოაჩინა მაშინ, როდესაც ის 70 წლის იყო. ამ პერიოდში, მას უკვე დაკარგული ჰქონდა საცხოვრებელი სახლი, სადაც ის დედასთან ერთად ცხოვრობდა. ამის გამო მან სიცოცხლის ბოლო წლები რუსთავში, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. აღნიშნული დროისთვის, ავთო მესხის ნამუშევრების შესახებ მხოლოდ რამოდენიმე ადამიანმა იცოდა. მიუხედავად ამისა, მხატვარი მაინც ინარჩუნებდა პოზიტიურ დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ. მისი ინტროვერტული ცხოვრებიდან გამომდინარე, ის აქტიურად არ იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არასდროს საუბრობდა თავისი ნამუშვრების შესახებ, თითქოს მისთვის ყოველდღიური ცხოვრება ინტერესს მოკლებული იყო.
ავთო მესხი მხატვრობას ეუფლება ადრეული ასაკიდან და ესწრება ხელოვნების გაკვეთილებს. ამის შემდგომ, მესხი სწავლას განაგრძობს ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში - ქეთევან მაღალაშვილის ჯგუფში. მან სამხატვრო აკადემიაში ორჯერ სცადა ჩაბარება. მოგვინებით ამის შესახებ მხატვარმა განმარტა: ,,არ გამომდიოდა ისე ხატვა, როგორც ხალხს მოსწონდა. ვუხსნიდი, რომ მთა–მთა იყო და ქვემოთ რომ არაფერი ეხატა, ასე იყო საჭირო“ (photoessay.ge, 2016).
13–14 წლის ასაკში, მესხი ავთო ვარაზს უახლოვდება და სწორედ, მასთან ეცნობა უცხოურ ლიტერატურას თანამედროვე ხელოვნების შესახებ. ის ამბობდა, რომ ავთო ვარაზი მას ადარებდა ყველაზე გამოჩენილ ქართველ მხატვარს ნიკო ფიროსმანს, რომლის პერსონალური გამოფენა ალბერტინას მუზეუმში 2018 წელს გაიმართა. 1960–იან წლებში, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები არ არსებობს. ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები აწყობენ სალონურ შეხვედრებს, საუბრობენ ხელოვნებაზე, ერთად მუშაობენ. სავარაუდოდ, ამ დროს ეცნობა მხატვარი პიკასოს, მონდრიანის, მალევიჩისა და სხვა არტისტების შემოქმედებას. მესხი მეგობრობს თავის თანამედროვე მხატვრებთან, მაგრამ მისი ნამუშევრები ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა და სრულიად განსხვავდება საბჭოთა პერიოდის ნონკონფორმისტებისაგანაც კი.
მხატვარი მამუკა ცეცხლაძე ილია კაბაკოვის შემოქმედებასთან ავლებს პარალელს.
„მე ვეფუძნები რეალიზმს, რეალობას და რეალურ არსებობას. მე ავსახავ სიცოცხლეს როგორსაც მას მე ვხედავ, არა ფიქციურად. თუმცა ხელოვნება არ არის რეალური, ის ტოვებს რეალურ სამყაროს ( ვიდეო ინტერვიუ, ვატო წერეთელი, Artarea/TV2.0, 2012). საინტერესოა, რომ მესხის აბსტრაქტული ნამუშევრების უმეტესობას აქვს ძალიან კონკრეტული სახელწოდებები.
მხატვარს ქონდა ტრაგიკული ცხოვრება. რამდენადაც ცნობილია, მესხის დედა მენშევიკი იყო და გადაასახლეს. რა თქმა უნდა, მესხმა პოლიტიკური რეჟიმის მიმართ ინტესიური პროტესტი განიცადა და ჩამოყალიბდა როგორც ნონკომფორმისტი შემოქმედი. მან თავისი ცხოვრების ბოლო წლები უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. ბოლო წლების განმავლობაში ხელოვანმა შესძლო ექირავებინა ბინა თბილისში და გალერიის მხარდაჭერით ეცხოვრა შედარებით ნორმალურ პირობებში. 2016 წელს ხელოვანი ატოავარიაში, ტრაგიკულად იღუპება.
პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
მესხი საბჭოთა პერიოდში ე.წ. „არაოფიციალურ“, ,,ანდერგრაუნდ“ ხელოვნებას აფარებს თავს, თუმცა, 1968 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის: მოსკოვსა (1974) და პეტერბურგში (1982). 1990 წლიდან მხატვართა კავშირის წევრია და ამავე წელს, მისი ნამუშევრები გერმანიის ქალაქ ბონში იფინება. თბილისში მესხის ნამუშევრები ხელოვნების მუშაკთა სახლში და ბაია გალერეაში იყო წარმოდგენილი. არჩილ დარჩიას ორგანიზებით კი რამდენჯერმე მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენა ძველ გალერეაში. 2013 წელს, მესხის ნამუშევრები ჯგუფურ ექსპოზიციაში Reframing the 80s, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოიფინა. ამავე წელს, ვატო წერეთელის ინიციატივით გადაღებული ვიდეო მესხის ცხოვრებისა და შემოქმედების დოკუმენტაციაა (Artarea/Tv2.0). მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში.
უნიკალური ჩარჩოები, დიზაინი ლადო ლომიტაშვილისგან.
ირაკლი ბუგიანი
Project ArtBeat თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა, Art Dubai 2019-ზე წარადგენს ირაკლი ბუგიანის უახლეს აბსრაქტულ ნამუშვრებს.
ირაკლი ბუგიანი ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობს, ასევე მიმართავს კოლაჟის ტექნიკას. სურათებისთვის იყენებს ძველ და ახალ ფოტოებს, სხვადასხვა ვიზუალურ ინფორმაციას, ტექსტებს იმ მოვლენების შესახებ, რაც მის გარშემო, რეალურ ცხოვრებაში - სოციალურ, სამეცნიერო, პოლიტიკურ სიტუაციებში ხდებოდა ან ხდება. ბუგიანისთვის მნიშვნელოვანია თვითონ მუშაობის პროცესი და ამ პროცესის ხილვადობა ტილოებზე. მის ნამუშევრებში ასახულია არქიტექტურის ინტერიერი და ექსტერიერი ადამიანების გარეშე. აბსტრაქტული გამოსახულება იქმნება საღებავის უხეში მონასმებით ტილოზე, რომლებიც დაუსრულებლობის შთაბეჭდილებას ტოვებენ. მხატვარი ზოგჯერ სპეციალურად ტოვებს ტილოზე მუშაობის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გაკეთებულ ფრაგმენტებს, თითქოს დაუმთავრებელია სურათები. იმპრესიონისტული, დაუსრულებელი ზღვის ხედები , წაშლილი პორტრეტები და ფრაგმენტირებული წარმოსახვითი კოლაჟები შეადგენენ ძიებებს ფიქციურისა და ისტორიული ფაქტის ზღვარზე მეხსიერებაში. არტისტი ცხოვრობს და მუშაობს დიუსელდორფში.
მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:
2018 - Project ArtBeat gallery, “გასაქცევი არსაით”; 2017 - Project ArtBeat-ის მოძრავი გალერეა "ლურჯი გვირაბი" ინსტალაცია, თელავი, საქართველო, 2016 - საქართველოს ეროვნული მუზეუმი დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეა, „ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში” თბილისი, საქართველო; 2015 – Heritage( მემკვიდრეობა) Rich Mix, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2014 საზღვრების გადკვეთა,, AT388, როტერდამი,ნიდერლანდები, 2013 ჯილდო - Kunstpreis Junger Westen 2013, კარლსრუე, რექლინგჰაუზენი, გერმანია; 2012 - Post Coitum Omne Animal Triste Est, Damenundherren e.V., დიუსელდორფი, გერმანია; 2011 - Zwischen Gestern und Morgen, Gallery 10, კარლსრუე, გერმანია.