კეთება და ანალიზი - ორი განსხვავებული პროცესი
ორბელიანის მოედანი, თბილისი, საქართველო
VA[A]DS-ის სტუდენტები ართბითის მოძრავ გალერეასთან და ქარავანის პროექტ "ედუკოსთან" ერთად წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას, “კეთება და ანალიზი - ორი განსხვავებული პროცესი”. ჩანახატები, ჩანაწერები და მცირე ზომის ობიექტები, რომლებიც შეიძლება დასრულებული სულაც არც იყოს, ასახავენ ავტორების ყოველდღიურ პრაქტიკას. საგამოფენო სივრცეში ნამუშევრებისა და პირადი ნივთების ჩვენებით, ისინი ხდებიან ხილული მაყურებელისთვის, სადაც უკვე იქმნება სივრცე საკუთარი, პირადი ანალიზისთვის. გამოფენის სათაური ეყრდნობა ჯონ ქეიჯისა და კორიტა კენტის სახელოვნებო პრაქტიკის “ათი მცნებიდან” მერვეს.
მონაწილე ხელოვანები: სალომე გაგუა, ზუკა ყიფიანი, მარი ყალაბეგაშვილი, ალექსანდრე ბეგლარიშვილი, ელენე ლაჭყეპიანი, ანანო ჯანაშია, გვანცა ჯგუშია, თამუსა ზარქუა, სანდრო ანჩაბაძე, თეო ხმალაძე, ზიზი ადამია, თეიმურაზ ერისთავი, იოანა წულაია, ნინი ხაბაზი, მარინე კანდელაკი, ვატო ბაქრაძე, თეო მასპინძელაშვილი, მერაბო ლომაძე, ანა ჯიბლაძე, ანასტასია ახვლედიანი.
სამუშაო საათები: 26-27 სექტემბერი, 10-11 ოქტომბერი, 18:00-23:00