ცვალებადი პეიზაჟი: Landscape
პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, ნოქალაქევი, საქართველო
მონაწილეობენ: ანუკ ბელუგა და თამარ ნადირაძე
Project ArtBeat-ის მოძრავი გალერეის პროექტი აერთიანებს სამ გეოგრაფიულ ლოკაციას დასავლეთ საქართველოში. მოძრავი გალერეის პროექტი განხორციელდება სამი გამოფენით- ნოქალაქევში, ბათუმსა და ოზურგეთში. გეოგრაფიული ლოკაციები რამდენადმე წარმოადგენს არამატერიალურ-ლანდშაფტურ კულტურულ მემკვიდრეობას. კონტრასტულ ლანდშაფტურ ფონებზე განთავსებულ მოძრავ გალერეაში წარმოდგენილი იქნება ორი პერსონალური და ერთი დიალოგის ფორმის გამოფენა. ხელოვანების ნაწილი გალერეის მუდმივი, ხოლი ნაწილი კი მოწვეული არტისტები არიან. გამოფენების ციკლი გაერთიანებულია შემდეგი სათაურის თუ საგამოფენო კონცეფციის ქვეშ: Landscape, Cityscape, Seascape. ნოქალაქევის ისტორიული მეხსიერება, პოსტსაბჭოთა ოზურგეთი და ეკლექტური ბათუმი მკაფიოდ აღნიშნავს თუ კრავს პროექტის სათაურს. მოცემული სათაური ერთგვარი ვარიაციაა ლოკაციების, რომელთა იდენტობას განაპირობებს პეიზაჟი, როგორც ვიზუალურ-შინაარსობრივი მოცემულობა.
პროექტი დაფინანსებულია სსიპ "შემოქმედებითი საქართველოს" მიერ, რომლის მისიაც შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა.
Landscape ეკუთვნის ნოქალაქევს. ისტორიულ-კულტურული ნანგრევებისა და მკვდარი ქალაქის ფონზე იქმნება ახალი პეიზაჟი. მოძრავი გალერეა მოცემულ ადგილზე წარმოადგენს ორი არტისტის ანუკ ბელუგასა და თამარ ნადირაძის გამოფენა-დიალოგს; დიალოგს-ორი ვიზუალური ენის, არტისტებისა და მათი ნამუშევრების ისტორიასთან, კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე ქართულ ხელოვნებასთან. ორივე არტისტის გარკვეული ნამუშევრები ეძღვნება მითოლოგიურ თემებს, რის გამოც მოხდა მათი მისადაგება ნოქალაქევის არქეოპოლისთან, ადგილი, რომელიც ებმის ოქროს საწმისის მითს.
კურატორი: კონსტანტინე ბოლქვაძე
პროექტი დაფინანსებულია სსიპ "შემოქმდებითი საქართველოს" მიერ. https://www.facebook.com/creativegeorgiaLepl/