artbeat_gallery
  • ჩვენს შესახებ
  • ხელოვანები
    თამარ ბოჭორიშვილი
    ირაკლი ბუგიანი
    ქეთი კაპანაძე
    ავთო მესხი
    დავით მესხი
    მაია ნავერიანი
    გიო სუმბაძე
    ბესო უზნაძე
    ნიკა ქუთათელაძე
    თამუნა ჭაბაშვილი
    მამუკა ჯაფარიძე
    თამო ჯუღელი
  • გამოფენები
    მიმდინარე
    წარსული
  • მოძრავი გალერეა
    წარსული
  • Off Site
    წარსული
  • ხელოვნების ბაზრობები
    წარსული
  • პრესა
  • კონტაქტი
EN / ქა
English / ქართულად
წინა შემდეგი
წარსული
წარსული
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
წინა შემდეგი

მაია ნავერიანი: მეჩდე ამჩუ ლადი მ'ხაარ

Project ArtBeat წარმოგიდგენთ

მაია ნავერიანი

Gone Here Today Tomorrow - მეჩდე ამჩუ ლადი მ'ხაარ

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი

ჩემი ერთი ნახატის ტექსტის – Women Today Gone Tomorrow ინსპირაცია ცნობილი ინგლისური გამოთქმაა: Here today - gone tomorrow. (ქართული შესატყვისი შეიძლება იყოს “იყო და არა იყო რა” - უსწრაფესი, მოუხელთებელი წარმავალობა...). ამ სიტყვათა წყობაში სხვადასხვა შინაარსის პოვნის რაღაც უცნაურმა შესაძლებლობამ მიმიზიდა; თითქოს არც დრო იყო მკაფიოდ განსაზღვრული და ზუსტად არც ის იგრძნობოდა მუქარა იყო ეს, შეპირება თუ გაფრთხილება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ფრაზა აშკარად დიდაქტიკური ხასიათის, სტატიკური და ხისტი იყო ჩემს “კორექტირებულ” ვერსიაშიც კი. ამას წინათ კი მეგობრებთან სწორედ ამ გამოთქმაზე საუბრისას და ხუმრობისას სიტყვების თანმიმდევრობა რამდენჯერმე შევცვალეთ და უცებ ერთდროულად ვიგრძენით რომ გადათამაშებული წყობა ცოცხალი, იუმორნარევი, მეტყველი და თავისუფალი გახდა. თითქოს ეს “არეული” სიტყვათშეთანხმება დიდაქტიკისგან სრულიად დაიცალა და ახალი წყობის მსუბუქ მინიშნებად გამოჩნდა. გაიხსნა სივრცე, სადაც მრავალფეროვანი შინაარსებისა და ფორმების ვარიაციების სრული თავისუფლებაა. ეს კონდიცია კი ჩემთვის ძალიან ახლოს არის დღევანდელ ქალის ნარატივთან, რომელიც ნელ-ნელა შეედინება პატრიარქალურ კულტურაში და იუმორით, ფაქიზი რყევებითა და “გადაადგილებებით”იწვევს მის დესტაბილიზაციას. სწორედ ეს დეცენტრალიზებული, გადახალისებული “ქალის მზერა” (female gaze) არყევს მითს არსებული სისტემის უალტერნატივობაზე, რასაც ჩემი რწმენით ამ ჩახშული სივრცის გარდაუვალი გაარღვევა უნდა მოყვეს.

Gone – illusion is gone

Here – in my consciousness

today – I step

Tomorrow – I change

მეჩდე (წასული) ამჩუ (აქ) ლადი (დღეს) მ'ხაარ (ხვალ)

მაია ნავერიანი (დაბ.1966 წელს, საქართველო) ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში. 1985-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო მანამდე კი მხატვარ გია ეძგვერაძესთან. 1989 წლიდან საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მისი აქტიური პროფესიული კარიერა დაიწყო 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც Vordemberger Gildewart Foundation- ის საერთაშორისო კონკურსის (სადაც Annely Juda Fine Art-მა წარადგინა) ფერწერის პირველი პრიზი აიღო. იმ დროდან მოყოლებული მაია ნავერიანი აქტიურად იფინება დასავლეთის სხვადასხვა სამუზეუმო და კომერციულ სივრცეებში, მათ შორის Fordham Gallery, Danielle Arnaud Gallery, ლონდონი; Museum Wiesbaden, ვისბადენი; Neues Kunstforum, კიოლნი; Museum Bochum, ბოხუმი; Netwerk, Aalst, ალსტი; Cirius Art Centre, კორკი; Leonard Hutton Galleries, ნიუ იორკი; CoBra Museum, ამსტერდამი და ა. შ. ასევე 2004 – 2006 წლებში იღებს მონაწილეობას პერფორმანსებში გია ეძგვერაძის მიერ შექმნილ ჯგუფთან Everything is Alright ერთად, სხვადასხვა სამხატვრო ინსტიტუციებში, როგორებიცაა Neuer Berliner Kunstverein, ბერლინი, Museum Bohum, ბოხუმი და Museum Kunst Palatz, დუსელდორფი.