ქართლის დედა: რეი კავაკუბოსა და ბრაიან გრიფინის 1990 წლის ფოტო კოლაბორაცია კომ დე გაღსონისთვის
6-7 მაისი, 2023
ართბითი და They Said Books გიწვევთ წიგნის პრეზენტაციასა და ფოტო ნამუშევრების გამოფენაზე. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ბრაიან გრიფინისა და რეი კავაკუბოს საქართველოში მოგზაურობის ისტორიასა და 1990 წლის ფოტოსესიას გაეცნოს, რომელიც ჟურნალისთვის Six შეიქმნა. ბრაიან გრიფინის მასშტაბური ფოტოსესია კახეთსა და თბილისში შედგა, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებლების მონაწილეობით ჩატარდა.
ბრიტანელი ფოტოგრაფი ბრაიან გრიფინი 1948 წელს გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბირმინჰემში დაიბადა და ამჟამად ლონდონში მუშაობს. მან სახელი 1980-იანი წლების პოპ მუსიკოსების პორტრეტებზე მუშაობით გაითქვა, რისთვისაც ის 1989 წელს Guardian-მა „დეკადის ფოტოგრაფად“ მონათლა. მისი ნამუშევრები ხელოვნების საბჭოს, ბრიტანეთის საბჭოს, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმისა და პორტრეტების ეროვნული გალერეის მუდმივმოქმედ კოლექციებში ინახება. ისინი ასევე გვხვდება Depeche Mode-ის ალბომის A Broken Frame ყდასა და ჟურნალ Life-ის „80-იანი წლების უდიდესი ფოტოგრაფების“ სპეციალურ გამოცემაში.
გახსნა: 6 მაისი, 17:00-21:00
7 მაისი, 15:00-20:00
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi
At Factory Tbilisi
114 აკაკი წერეთლის გამზირი, თბილისი